შემეცნებითი ბანაკები
რატომ ჩვენი ბანაკები?
ჩვენი კონცეფცია აერთიანებს დასვენებას, განათლებას და შემოქმედებას. მასპინძელი დაკა ბერძენიშვილი და მოწვეული მენტორები, როგორებიც არიან გიორგი კეკელიძე (წიგნიერება), გოგა ჩანადირი (ფოტოგრაფია), დამიანე გორდელაძე (ფოლკლორი და მუსიკა) და დათო ნოზაძე (რობოტიკა), უზრუნველყოფენ, რომ თითოეული დღე იყოს სავსე ახალი აღმოჩენებითა და ცოდნით.
აქტივობები და პროგრამა:
- ფერმერული ცხოვრება: ბავშვები ჩაერთვებიან ეზოსა და ბოსტნის მოვლაში, ისწავლიან თესვას, დარგვას და მოსავლის აღებას. ასევე, გაეცნობიან შინაური ცხოველების მოვლის წესებსა და მათ მნიშვნელობას.
- ტრადიციული სამზარეულო: ჩვენთან ბავშვები ადგილობრივი, ჯანსაღი პროდუქტებით მოამზადებენ უგემრიელეს კერძებს.
- კულტურული და შემეცნებითი ტურები: მოეწყობა საფეხმავლო ტურები, რომლის ფარგლებშიც მოვინახულებთ ნოდარ დუმბაძის და მოსე გოგიბერიძის სახლ-მუზეუმებს, ასევე ანა კალანდაძის საგვარეულო კარ-მიდამოს. ბავშვები ლიდერების თანხლებით შეაგროვებენ მცენარეებს ჰერბარიუმისთვის და გაეცნობიან ეკოლოგიურ განათლებას.
- ხელსაქმე და მეწარმეობა: ბავშვები ისწავლიან ქსოვას, კერვას, ქარგვას და შექმნიან სამახსოვრო ნივთებს. ასევე, გაეცნობიან სამეწარმეო პროცესს, დაათვალიერებენ სკიჯის საწარმოს და თავად მიიღებენ მონაწილეობას ჩირის და ჩირის კანფეტების დამზადებაში.
- სოფლის საღამოები: ღამის ცის ქვეშ, ჰამაკებში მოეწყობა ამბების თხრობა, სიმღერები, წიგნის კითხვა და ქართული ფილმების ჩვენება.
- ეზოს და სამაგიდო თამაშები: ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიხსენონ ან თავიდან აღმოაჩინონ ძველი, დავიწყებული თამაშები: “წრეში ბურთი,” “რეზინობანა,” “კლასობანა,” “ორდროშობანა,” ასევე სამაგიდო თამაშები, როგორიცაა ჭადრაკი, ლოტო და დომინო.
