
სკოლა საქართველოსა და ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემალულე მოსწავლეებისთვის შეიქმნა. სკოლის მიზანი ბავშვების ქართულ ენასთან, კულტურასთან და იდენტობასთან კავშირის დამყარება და შენარჩუნებაა. საქართველოს საუკეთესო მასწავლებლები, მათ შორის საქართველოს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები და ფინალისტები უძღვებიან. სკოლა რამდენიმე ძირითად საგანს მოიცავს:
LIB.GE წარმოგიდგენთ გიორგი კეკელიძის საკვირაო სკოლას,რომელიც მიზნად ისახავს ბავშვისთვის წიგნთან, სიტყვასთან და ტექსტთან მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
Lib.ge – პირველი ქართული ონლაინ-ბიბლიოთეკა. რომელიც დაფუძნდა 2006 წელს და მოიცავდა ათიათასზე მეტ ორიგინალურ და თარგმნილ ტექსტს. ბიბლიოთეკის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი 2006-12 წლებში გიორგი კეკელიძე იყო.
ამ წლებში პორტალი ერთ-ერთ მთავარ ქართულ ელექტრონულ რესურსად მიიჩნეოდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
ცოცხალი შეხვედრები გულისხმობს სხვადასხვა სფეროში გამორჩეული ლექტორების პირისპირ შეხვედრას საზოგადოებასთან, დისკუსიას, დებატებს, რაც კრიტიკული აზროვნების ჩამოსაყალიბებლად და ცოდნის დიაპაზონის გასაფართოებლად უკიდურესად მნიშვნელოვანი პროცესია.

ონლაინ აკადემია
შეავსე მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და მიიღე ისნტრუქცია
შეარჩიე შენთვის სასურველი კურსი

