გაბედე – m2 X LIB.GE

m2-ისა და LIB.GE-ს ღონისძიებების სერია – “გაბედე”

,,გაბედე’’ – m2-ისა და LIB.GE-ს ღონისძიებების სერიაა,რომელიც m2 გალერეაში იმართება.პირველი შეხვედრის სტუმარი იყო ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, რომელმაც აუდიტორიასთან ისაუბრა თემაზე – „გაბედე, იარო შენი გზით“. ღონისძიებამ გააერთიანა m2-ის სხვადასხვა პროექტის მაცხოვრებლები და მათ შესაძლებლობა მისცა, არაფორმალურ გარემოში მოესმინათ გამომსვლელის გამოცდილება, ჩართულიყვნენ დისკუსიაში და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები.
„გაბედე“ ყოველთვიურ ხასიათს მიიღებს და 2026 წელს m2-ის მაცხოვრებლებს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს წარუდგენს – ადამიანებს, რომლებიც საკუთარი გამოცდილებისა და ხედვების გაზიარებით შექმნიან ინსპირაციისა და აზრების გაცვლის სივრცეს. შეხვედრები მოიცავს მრავალფეროვან თემებს – პიროვნული განვითარებისგან და კარიერული გზის არჩევიდან დაწყებული, კრეატიულ ინდუსტრიებსა და სოციალურ ინიციატივებამდე — რაც მაცხოვრებლებს მისცემს შესაძლებლობას, სხვადასხვა პერსპექტივიდან დაინახონ საკუთარი შესაძლებლობები და ინტერესები.

Back to top