დიდი ქმნილებების იდეა:
LIB.GE აკადემია იწყებს ონლაინ შეხვედრების სერიას – „დიდი ქმნილებები“. ეს არის სივრცე, სადაც ვხვდებით იმ ნამუშევრებს, რომლებმაც შეცვალეს ეპოქები, კულტურა და ადამიანის ფიქრის მიმართულება.
ეს არის შეხვედრები, სადაც ხელოვნება აღვიძებებს ფიქრს, გრძნობას, მსჯელობას, გვიბიძგებს დავსვათ კითხვები, სად ვდგავართ ჩვენ როგორც პიროვნება, როგორც საზოგადოება და რაც მთავარია, იდეების გაცოცხლებით გვაძლევს უდიდეს გამოცდილებას.
„დიდი ქმნილებებით“ ჩვენ ვეხებით შემოქმედების იმ ბირთვს, რომელიც გადაურჩა დროს, ომებს, რეჟიმებს, ცვილებებს.
თუ გინდა გაიგო, რატომ გახდა კონკრეტული წიგნი ან ფილმი შედევრი, როგორ მუშაობს მისი იდეა ადამიანზე და რას ჰყვება ის ჩვენს დღევანდელობაზე — მაშინ ეს კურსი სწორედ შენთვის არის.
დიდი ქმნილებები: ლიტერატურა & კინო
პირველი სეზონის თემაა — ლიტერატურა და კინო.
განვიხილავთ იმ წიგნებსა და ფილმებს, რომლებმაც შეცვალეს არა მხოლოდ ხელოვნების ისტორია, არამედ ეპოქები, გახსნეს საზღვრები და დღემდე გავლენას ახდენენ ჩვენს ფიქრსა და გემოვნებაზე.
ჩვენი მიზანია, მონაწილეებმა არა მხოლოდ გაიცნონ შედევრები, არამედ გააშიფრონ მათი არსი, ხედვა და ის კითხვები, რომლებიც დღემდე აქტუალურია.
რატომ უნდა დარეგისტრირდე?
- იმიტომ, რომ დიდი ქმნილებები ცვლიან ჩვენს ფიქრებს;
- იმიტომ, რომ დახვეწ კრიტიკულ და შემოქმედებით ხედვას;
- იმიტომ, რომ შეხვედრებით მიიღებ ინტელექტუალურ სიამოვნებას;
- იმიტომ, რომ ეს არის დრო, რომელიც იხარჯება საკუთარი თავის უკეთესი ვერსიისთვის.

საორგანიზაციო ინფორმაცია:
დაწყების თარიღი: 8 იანვარი
ფორმატი: ონლაინ, Zoom
დღე: ყოველ ხუთშაბათს
დრო: 21:00სთ
შეხვედრის ხანგრძლივობა: 1 საათი
კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე, 12 შეხვედრა
სიხშირე: კვირაში 1 შეხვედრა
ასაკი: 16 +
ღირებულება: 600 ლარი

