LIB შეხვედრები
Lib.ge-ის ღია ლექციების სერია, “Lib.ge შეხვედრები”, წარმოადგენს ჩვენს პლატფორმას არაფორმალური განათლებისთვის. ჩვენი მიზანია შევქმნათ სანდო, ღია სივრცე, სადაც აქტუალურ თემებზე ვიმსჯელებთ დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნების მხარდასაჭერად.
რა გელით?
ყოველკვირეული შეხვედრები ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში: შეგიძლიათ დაესწროთ პირისპირ (სასტუმრო “ჰოლიდეი ინსა” და “სტამბაში”) ან შეუერთდეთ ონლაინ, YouTube-ის პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით.
ვის ვხვდებით?
ჩვენი შეხვედრების მასპინძლები იქნებიან: მერაბ ნინიძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, ლევან ბერძენიშვილი, გიორგი კეკელიძე, ზაალ ჩხეიძე და სხვები.
პროექტის მიზნები:
- ნდობის გაზრდა: შევქმნათ სანდო და ღია კავშირი ემიგრანტ ოჯახებთან და რეგიონების მოსახლეობასთან.
- კრიტიკული აზროვნების მხარდაჭერა: შევქმნათ სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება კრიტიკული აზროვნების განვითარება და თავისუფალი დისკუსია.
- კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება: ვიმსჯელოთ ქართულ ლიტერატურაზე, ისტორიასა და ხელოვნებაზე.
- განათლების ხელმისაწვდომობა: უზრუნველვყოთ ღია განათლება ყველასთვის, განსაკუთრებით რთულ კულტურულ-პოლიტიკურ გარემოში.
პრაქტიკული ინფორმაცია:
- ხანგრძლივობა: თითოეული შეხვედრა გრძელდება 60-90 წუთი (45 წუთი ლექცია + 30 წუთი კითხვა-პასუხის სესია).
- წვდომა: შეხვედრაზე დასწრება ფასიანი, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია წინასწარ
- პირდაპირი ტრანსლირება: წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, ღონისძიების პირდაპირ ეთერში ყურებას შეძლებენ როგორც ემიგრანტები, ისე რეგიონებში და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ჩვენი მოქალაქეები.
Lib.ge-ის შეხვედრები წარმოადგენს ჩვენი აკადემიის საკვანძო ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს არაფორმალური განათლების ეკოსისტემის განვითარებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.