ონლაინ აკადემია

LIB.GE – ონლაინ აკადემია ემიგრანტი ბავშვებისთვის
Lib.ge აკადემიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ონლაინ სკოლა, რომელიც სპეციალურად ემიგრაციაში მყოფი ქართველი ბავშვებისთვის შეიქმნა. სკოლის მთავარი მიზანია, დაეხმაროს ბავშვებს, შეინარჩუნონ კავშირი ქართულ ენასთან, კულტურასთან და იდენტობასთან, რაც ემიგრაციაში ყოფნისას საკმაოდ რთული ამოცანაა.

კონცეფცია და მიზნები:

იდენტობის შენარჩუნება: ონლაინ სკოლა მიზნად ისახავს, ბავშვებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ შეუნარჩუნოს იდენტობა და ხელი შეუწყოს ქართული ენისა და კულტურის სიღრმისეულად შეცნობას.
ხელმისაწვდომი განათლება: ჩვენი პროგრამა ხელმისაწვდომია ნებისმიერი ქვეყნიდან და შემუშავებულია ისე, რომ თითოეული ოჯახისთვის მისაღები იყოს.
საუკეთესო პედაგოგები: სკოლაში ასწავლიან საქართველოს საუკეთესო მასწავლებლები, რომლებიც უზრუნველყოფენ სწავლების მაღალ ხარისხს. მათ შორის არიან ნათია უჩავა, ჯაბა ლაბაძე, სოფიო ქუხილავა, ეკა წულუკიძე, ირმა მალაციძე, თეა ბერიძე, სალომე ჩაჩხიანი და სხვები.
სასწავლო პროგრამა:

სკოლა რამდენიმე ძირითად საგანს მოიცავს:

ქართული ენა და ლიტერატურა:
წერა-კითხვა
საქართველოს ისტორია
ზღაპრების კლუბ.
ინგლისური ენა
ჩვენი მიზანია, თითოეული ბავშვი გახდეს ქართული კულტურის ღირსეული წარმომადგენელი, როგორც საზღვრებს მიღმა ისე საქართველოში

.

Back to top