კურსები
წერა-კითხვა
- ხანგრძლივობა: 3 თვე (24 გაკვეთილი)
- ფორმატი: ონლაინ, ინტერაქტიული გაკვეთილები
- ასაკი: 6-15 წელი
კურსის მიზნები:
- ქართული ანბანის შესწავლა: ასოების ამოცნობა, კითხვა და დამარცვლა.
- ძირითადი უნარები: მარტივი სიტყვებისა და წინადადებების წერა-კითხვა.
- კომუნიკაცია: მარტივი დიალოგური კომუნიკაციის განვითარება, როგორიცაა საკუთარი თავის, ოჯახისა და ინტერესების წარდგენა.
- ლექსიკის გამდიდრება: ფერების, რიცხვების, ცხოველებისა და საგნების დასახელება.
- შემოქმედებითი აზროვნება: ზღაპრების გაგება, შინაარსის გადმოცემა, პერსონაჟების აღწერა, ხატვითი და მცირე წერითი დავალებების შესრულება.
სწავლების მეთოდები:
- ვიზუალური სწავლება: ვიდეო პრეზენტაციები, ანიმაციები, ვიზუალური ბარათები.
- ინტერაქციული აქტივობები: ხმოვანი გამეორება, როლური თამაშები.
- პროექტები: მოსწავლეები შექმნიან პატარა წიგნებს საკუთარი ნახატებითა და ტექსტებით.
- კომბინირებული სწავლება: წერისა და კითხვის უნარების კომბინირება აუდიო-ვიდეო რესურსებთან.
მოსალოდნელი შედეგები:
- დამოუკიდებლად წერონ და წაიკითხონ მარტივი ტექსტები.
- თავისუფლად ისაუბრონ ქართულად მარტივ თემებზე.
- შეავსონ ლექსიკური მარაგი ყოველდღიური სიტყვებით.
