
სოფიო ქუხილავა
განათლება: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი ინგლისურ ფილოლოგიაში.
პროფესიული გამოცდილება: მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი, რომელიც აქტიურად არის ჩართული სკოლისა და თემის განვითარების საქმიანობაში.
პროექტები და საგრანტო საქმიანობა: სხვადასხვა საგანმანათლებლო და სოციალური პროექტის ავტორი და თანაავტორი. გამარჯვებულია არაერთ საგრანტო კონკურსში, ხოლო მის მიერ მოპოვებული გრანტები სკოლისა და სოფლის მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას ემსახურება.
ორგანიზატორული საქმიანობა: ყოველწლიური რაიონული კონკურსების ორგანიზატორია: „The Best In English”, „მდგრადი სკოლა” და „სამწუთიანი ფილმების კონკურსი სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების თემაზე”. სკოლაში ხელმძღვანელობს ციფრული, მედიაწიგნიერების, ფინანსური განათლების, მეწარმეობის და სხვა არაფორმალური განათლების კლუბებს.
აღიარება/ჯილდოები: 2024 წელს გახდა „სულაკაურის გამომცემლობის” რჩეული მასწავლებელი და მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2024 წლის ფინალისტი.