კურსები

საქართველოს ისტორია

  • ავტორი: ჯაბა ლაბაძე
  • ფორმატი: ონლაინ, ინტერაქტიული გაკვეთილები
  • ასაკი: 6-16 წელი

კურსის მიზანი

კურსის მიზანია, მოსწავლეებს გააცნოს საქართველოს ისტორიის ძირითადი ეტაპები და მნიშვნელოვანი მოვლენები, უძველესი დროიდან დამოუკიდებლობის აღდგენამდე. კურსი ხელს უწყობს ეროვნული ცნობიერების, კულტურული მეხსიერებისა და ისტორიული კავშირების გაძლიერებას.

სასწავლო თემები

  • უძველესი ისტორია: ზეზვა და მზია, დიაოხი და კოლხა, ქართლის სამეფოს ჩამოყალიბება.
  • ქრისტიანობა და შუა საუკუნეები: წმინდა ნინო, ვახტანგ გორგასალი, ასურელი მამები, არაბთა შემოსევები.
  • საქართველოს გაერთიანება: ბაგრატ III, დავით აღმაშენებელი, დიდგორის ბრძოლა.
  • ოქროს ხანა: თამარ მეფე, საქართველო და ჯვაროსნები.
  • რუსული ოკუპაცია და დამოუკიდებლობა: გეორგიევსკის ტრაქტატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, 1978 წლის 14 აპრილი, 1989 წლის 9 აპრილი და დამოუკიდებლობის აღდგენა.

სწავლების მეთოდები

  • ვიზუალური პრეზენტაციები: ვიდეო და ფოტო მასალა, ინტერაქტიული სავარჯიშოები.
  • პროექტული მუშაობა: თემატური კვლევები და პრეზენტაციები.
  • ანალიზი: ისტორიული და ლიტერატურული პარალელების გავლების უნარების განვითარება.
Back to top