პროექტები
სამოქალაქო განათლება
- ასაკი: აბიტურიენტებისათვის (17-18 წელი)
- ფორმატი: პირისპირ, ინტერაქტიული გაკვეთილები
- ადგილმდებარეობა: კუბი კონტექსტი
- კურსის ხანგრძლივობა: 8 თვე
- ღირებულება: 150 ლარი (თვეში)
- სიხშირე: კვირაში ერთხელ
კურსის მიზნები:
- აბიტურიენტებისთვის (მე-12 კლასი):
- ეროვნული გამოცდებისთვის სამოქალაქო განათლების სიღრმისეული მომზადება.
- კრიტიკული აზროვნებისა და მრავალპერსპექტიული ანალიზის გაღრმავება.
- სამოქალაქო განათლების ძირითადი თემების – კონსტიტუცია, დემოკრატია, ადამიანის უფლებები – სიღრმისეული შესწავლა.
სწავლების მეთოდები:
- ინტერაქტიული დისკუსიები, დებატები და როლური თამაშები.
- მოწვეული სტუმრები (სპეციალისტები, საზოგადოებრივი აქტივისტები), კინოჩვენებები და თემატური ვორკშოპები.
მოსალოდნელი შედეგები:
კურსის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ:
- წარმატებით გამოიყენონ მიღებული ცოდნა ეროვნული გამოცდებისას.
- სხვადასხვა პერსპექტივიდან შეაფასონ სამოქალაქო და პოლიტიკური საკითხები და ჩამოაყალიბონ დამაჯერებელი არგუმენტები.
