
სალომე ჩაჩხიანი
სალომე ჩაჩხიანი ფილოლოგი და დაწყებითი საფეხურის მასწავლებელია. ის 10 წელზე მეტია, რაც სკოლასა და სხვადასხვა საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობს. სალომე არის ქართული, როგორც მეორე ენის სერტიფიცირებული მასწავლებელი. ის ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას როგორც საქართველოში მცხოვრებ უცხოელ ზრდასრულებს, ისე ემიგრანტ ბავშვებსა და მოზარდებს. სალომე ჩაჩხიანი არის სერტიფიცირებული სპეციალური მასწავლებელი და შესწავლილი აქვს ფსიქოლოგიის საფუძვლები. ის არის ტრენერი , მათ შორის, ჟვანიას სკოლის ტრენერი. სალომე არის წამყვანი მასწავლებელი, რომელიც ხელმძღვანელობს სასკოლო და საგანმანათლებლო პროექტებს. ის არის საგანმანათლებლო სამაგიდო თამაშების „ისწავლე და ითამაშე“ ავტორი და შემქმნელი. ამჟამად მუშაობს მასწავლებლის სახლში. ნიუტონის თავისუფალ სკოლაში კი IB პროგრამის (PYP) Room Teacher-ია