დაწყებითი კლასების მენტორი მასწავლებელი

ნათია უჩავა

განათლება: ბაკალავრის ხარისხი მიიღო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების ფაკულტეტზე, ხოლო მაგისტრატურა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ადმინისტრირების მიმართულებით დაასრულა.

პროფესიული გამოცდილება: 2013 წლიდან მუშაობს დაწყებითი კლასების მასწავლებლად და ფლობს მენტორის სტატუსს. აქვს სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც დამოუკიდებელი პრაქტიკის კურსს ხელმძღვანელობდა.

ინოვაციური საქმიანობა: თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში აქტიურად მუშაობს – შექმნა ასობით ელექტრონული რესურსი, რომლებსაც ფართოდ იყენებენ პედაგოგები და მშობლები. წერს საგანმანათლებლო სტატიებს და არის რამდენიმე საგანმანათლებლო წიგნის თანაავტორი.

ლიდერობა და ტრენერობა: ხელმძღვანელობს მასწავლებელთა დიდ ონლაინ-გუნდს, რომელიც 99 ათასზე მეტ წევრს აერთიანებს. რეგულარულად ატარებს ვებინარებსა და ტრენინგებს, მონაწილეობს კონფერენციებში და ფლობს ტრენერის სერტიფიკატს.

აღიარება/ჯილდოები: 2024 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გახდა, ხოლო 2022 წელს „სულაკაურის გამომცემლობამ” რჩეულ მასწავლებლად დაასახელა.

მისი მთავარი მიზანია განათლების ხარისხის გაუმჯობესება, ინოვაციური მეთოდების დანერგვა და მოსწავლეთა ინტერესზე ორიენტირებული სწავლის ხელშეწყობა.

Back to top