
მარიამ კვაჭაძე
მარიამ კვაჭაძე ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელია შუაფხოს საჯარო სკოლაში და ასევე პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტი მასწავლებელი. დაიბადა 1996 წლის 26 იანვარს. მარიამ კვაჭაძემ 2002-2014 წლებში სუფსის საჯარო სკოლა დაამთავრა.
ნ 2014-2019 წლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ფილოლოგიის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. 2019-2021 წლებში იმავე უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამა დაასრულა. ამჟამად ის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურის თეორიის ფაკულტეტის დოქტორანტია. 2021-2022 წლებში გაიარამასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა.
მარიამი 2019 წლიდან შუაფხოს საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობს. ის ასევე მუშაობდა USAID საბაზისო განათლების სასკოლო დაკვირვების ქოუჩად. მარიამ კვაჭაძე სხვადასხვა პუბლიკაციის ავტორია, მათ შორის: „ჩემი მაღალსოფელი“ , „ფიქრები ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობაზე „მაგნოლიის ყვავილი ანუ ბებია ანას დასაფლავება“ და „სევდის ანგელოზი“. ის კარგად ფლობს სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამას, მაგალითად: MS Word, Power point, Teams, Zoom და eTwinnin. მარიამი საუბრობს ქართულ (მშობლიური), ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.