ჩვენი ისტორია და მისია
Lib.ge დაარსდა 2006 წელს, როგორც პირველი ქართული ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელმაც მკითხველს კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის ელექტრონულად გაცნობის უნიკალური შესაძლებლობა მისცა. წლების განმავლობაში, ის იქცა პოპულარულ პლატფორმად, რომელმაც მკითხველს ონლაინ წიგნების სამყარო გააცნო იმ დროს, როცა ინტერნეტი სრულიად ახალი გამოცდილება იყო ქართული საზოგადოებისთვის. 2024 წლიდან კი, ამ ციფრული ბიბლიოთეკის ბაზაზე შეიქმნა Lib.ge – გიორგი კეკელიძის არაფორმალური განათლების აკადემია, რომელიც განახლდა, გაფართოვდა და თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებს ღია, ცოცხალი სწავლების გარემოთი პასუხობს.
ჩვენი მისია
ხელი შევუწყოთ განათლებისა და წიგნიერების გავრცელებას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. უზრუნველვყოთ ქართულენოვანი კულტურული რესურსების ხელმისაწვდომობა და შევქმნათ მრავალფეროვანი შესაძლებლობები სწავლისა და განვითარებისათვის.

ჩვენი ძირითადი მიზნებია:

ჩვენი საქმიანობა:
Lib.ge აერთიანებს ოთხ ძირითად მიმართულებას:
ცოცხალი შეხვედრები ჰიბრიდულ ფორმატში. ცნობილი და ავტორიტეტული სპიკერები, როგორებიც არიან მერაბ ნინიძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, დათო ტურაშვილი და ნათია ფანჯიკიძე, განიხილავენ კულტურის, ისტორიის, ლიტერატურისა და განათლების აქტუალურ საკითხებს.

