
ჯაბა ლაბაძე
განათლება: 1999 წელს დაასრულა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი.
პროფესიული გამოცდილება: 1994 წლიდან ისტორიის მასწავლებლად მუშაობს – ქემფერის საჯარო სკოლაში (1994-2005), ბეკმის საჯარო სკოლაში (2006-2008) და 2008 წლიდან სურამის მეორე საჯარო სკოლაში, სადაც ამჟამად ისტორიის მენტორი მასწავლებელია.
საერთაშორისო გამოცდილება: 2019 წელს იმყოფებოდა დანიაში პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისა და განათლების სისტემის დანიური მოდელის საქართველოში დანერგვის მიზნით.
აღიარება/ჯილდოები: 2003 წელს რაიონის საუკეთესო მასწავლებელი გახდა. 2018 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფინალისტი იყო, ხოლო 2019 წელს მასწავლებლის სახლის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული და წლის საუკეთესო ისტორიის მასწავლებელი გახდა.
ციფრული მონაწილეობა: ქართული ვიკიპედიის აქტიური რედაქტორია და 14 000-ზე მეტი ენციკლოპედიური სტატიის ავტორი, რაც მის პროფესიული კომპეტენტურობისა და ცოდნის გაზიარების მოტივაციის მაჩვენებელია.