სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებელი

დათია ბადალაშვილი

განათლება: 2018 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი. მწერალი და ქართული ლიტერატურის სპეციალისტი.

პროფესიული გამოცდილება: 2015 წლიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი თონეთის საჯარო სკოლის მასწავლებელია. პედაგოგიური პრაქტიკა მოსწავლეების სიყვარულს, მეგობრობასა და ურთიერთთანამშრომლობას ემყარება.

სოციალური საქმიანობა: მშობლიურ სოფელში დაბრუნებულმა მიტოვებული ბიბლიოთეკიდან წიგნები მოაგროვა და ვაჟა-ფშაველას სახელობის ახალი ბიბლიოთეკა გახსნა, სადაც ბიბლიოთეკარადაც მუშაობს. ბიბლიოთეკა საქველმოქმედო ფუნქციასაც ითავსებს და მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან ამ პროცესში.

პროექტები და კლუბები: მუშაობს არაფორმალური განათლების მეთოდებით – პროექტებსა და პრობლემებზე დაფუძნებული სწავლება, მოსწავლეების ჩართვა სოციალურ პროექტებში. შექმნა სამოქალაქო და ლიტერატურული კლუბები.

ლიტერატურული საქმიანობა: დათია ბადალაშვილი ცნობილი მწერალია, რომლის მინიატურები იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემებში. გამოცემული წიგნები: „ფიჭვები შორს იყო” (2019), „ლეკვების სამოთხე” (2022). მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის აქტიურად წერს ბლოგებს ჟურნალ „მასწავლებლის” პლატფორმაზე.

თემის განვითარება: აღადგინა სოფლის ტრადიციული დღესასწაული „ვაჟაობა” და მუშაობს იმ სკოლის შენობის აღდგენაზე, რომელშიც ვაჟა-ფშაველა ასწავლიდა.

აღიარება/ჯილდოები: 2018 წლის პენ-მარათონის ფინალისტი, „წინანდლის პრემიის” 2019 წლის ლაურეატი, გაზეთ „ივერიის” პრემია (2017). 2025 წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” ჟიურის მიერ 10 რჩეულ მასწავლებელს შორის დასახელდა.

Back to top