
ნათია უჩავა
განათლება: ბაკალავრის ხარისხი მიიღო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების ფაკულტეტზე, ხოლო მაგისტრატურა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ადმინისტრირების მიმართულებით დაასრულა.
პროფესიული გამოცდილება: 2013 წლიდან მუშაობს დაწყებითი კლასების მასწავლებლად და ფლობს მენტორის სტატუსს. აქვს სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც დამოუკიდებელი პრაქტიკის კურსს ხელმძღვანელობდა.
ინოვაციური საქმიანობა: თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში აქტიურად მუშაობს – შექმნა ასობით ელექტრონული რესურსი, რომლებსაც ფართოდ იყენებენ პედაგოგები და მშობლები. წერს საგანმანათლებლო სტატიებს და არის რამდენიმე საგანმანათლებლო წიგნის თანაავტორი.
ლიდერობა და ტრენერობა: ხელმძღვანელობს მასწავლებელთა დიდ ონლაინ-გუნდს, რომელიც 99 ათასზე მეტ წევრს აერთიანებს. რეგულარულად ატარებს ვებინარებსა და ტრენინგებს, მონაწილეობს კონფერენციებში და ფლობს ტრენერის სერტიფიკატს.
აღიარება/ჯილდოები: 2024 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გახდა, ხოლო 2022 წელს „სულაკაურის გამომცემლობამ” რჩეულ მასწავლებლად დაასახელა.
მისი მთავარი მიზანია განათლების ხარისხის გაუმჯობესება, ინოვაციური მეთოდების დანერგვა და მოსწავლეთა ინტერესზე ორიენტირებული სწავლის ხელშეწყობა.