ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს LIB.GE სივრცე წარმოგიდგენთ საბავშვო ფესტივალს – ,,კითხვა-კითხვით”. ფესტივალი წიგნისა და თამაშის ერთდღიანი დღესასწაულია, სადაც მოსულ ბავშვებს თანამედროვე ავტორები ელოდებიან. ფესტივალის გენერალური სპონსორია ფარმაცევტული კომპანია ,,ავერსი’’, პარტნიორები – Cavea Cinemas, გამომცემლობა პალიტრა L და მულტიფუნქციური საბავშვო სივრცე ,,თამაშობანა’’.
ღონისძიება გაიმართება საბურთალოს სითი მოლის კავეაში,მეორე დარბაზში, ხოლო გარე სივრცეში გელოდებათ საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის კალიგრაფიის მასტერკლასი, პალიტრა სტუდიას ხატვის მასტერკლასი, ბიბლუსისა და პალიტრა L-ის წიგნების გამოფენა-გაყიდვა ფასდაკლებით,სახალისო ფოტო-ზონები,გათამაშებები და საჩუქრები ფესტივალის მეგობრებისგან.
ალექსანდრე ლორთქიფანიძე იქნება ბავშვების მეგზური სხვადასხვა განყოფილებაში, სადაც შეხვედრა-საუბრები, შემეცნებითი თამაშები და სხვა არაერთი საინტერესო ამბავი გელით.
ღონისძიება ორ ნაწილად იყოფა: პირველი ნაწილი, 15:00-16:30 საათებში გაიმართება და 5-11 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ამ ნაწილში გიორგი კეკელიძე ისაუბრებს კუპატას თავგადასავალზე, ირმა მალაციძესთან ერთად შექმნით ზღაპარს, იხილავთ ,,თამაშობანას” სახალისო შესვენებას,რომლის მოდერატორი თემო გერაძე იქნება.
მეორე ნაწილი განკუთვნილია 12-15 წლის მოზარდებისთვის და 16:30-18:00 საათის ჩათვლით გაიმართება.იხილავთ ,,თამაშობანას” შემეცნებით პროგრამას, გიორგი კეკელიძე წიგნის ძალაზე ისაუბრებს, ნათია ფანჯიკიძე კი გამართავს საინტერესო დიალოგს – ,,შენი საიდუმლო კითხვა ფსიქოლოგს” – ამ კითხვების დასმას მონაწილეები შეძლებენ ღონისძიებამდე LIB.GE-ს ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ გუგლ-ფორმის მეშვეობით.
ფესტივალის სპონსორები არიან: ჯიპიაი ჰოლდინგი,ზუმერი,ნამი8,ბამბინო.
მხარდამჭერები: ბებე+, ბიბლუსი, ძველი სუფრა, პალიტრა სტუდია, კამარა, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია, მინისო.
მედია მხარდაჭერა: BMG, Marketer.ge, TV Pirveli


