შალვა მინდაძე
განათლება: თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაამთავრა — ისტორიის ბაკალავრი (მაინორი: ინგლისური ენა და ლიტერატურა). შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაასრულა შუა საუკუნეების კვლევების სამაგისტრო პროგრამა. პარალელურად აქვს მუსიკალური განათლება (ფორტეპიანო).
პროფესიული გამოცდილება: 2017 წლიდან დღემდე მუშაობს,როგორც ჰუმანური პედაგოგიკის სკოლის მასწავლებელი შალვა ამონაშვილის აკადემიაში.ასევე მუშაობდა სსიპ ქ. მარნეულის No2 საჯარო სკოლაში არაქართულენოვან მოსწავლეებთან,ხოლო 2023 წლიდან დღემდე მუშაობს სსიპ ქალაქ თბილისის No70 საჯარო სკოლაში.
საზოგადოებრივი საქმიანობა: აქტიურად მუშაობს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიმართულებით — ატარებს საჯარო/ონლაინ ლექციებს (მაგ.: „კაცი მასწავლებლები ქართულ რეალობაში“, „წარსული და თანამედროვე აზროვნების შერწყმა…“).
მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერის მიმართულებით შექმნა „მასწავლებლის ბლოგი“ — პლატფორმა, სადაც გამოქვეყნებულია 400-მდე სტატია და მასწავლებლებზე შექმნილი ვიდეო/ფილმები; მუშაობს საგანმანათლებლო, დოკუმენტურ და ისტორიულ კონტენტზე. მისივე ინიციატივას ეხება, სასკოლო ფილმების გადაღება მოსწავლეთა ჩართულობით ,ასევე საგანმანათლებლო მასალების თარგმნა.
არის ვიკიპედიის აქტიური ავტორი 2025 წლის მარტიდან (400 მდე სტატია)
პროექტები და კლუბები: 2017 წელს შექმნა და ავითარებს „ისტორიის საგანმანათლებლო პლატფორმას“, რომელიც აერთიანებს 162 ვიდეოს YouTube-ზე და 1000-ზე მეტ სასწავლო რესურსს სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე; მიზანია ისტორიის პოპულარიზაცია და ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი ბაზის შექმნა.
აღიარება/ჯილდოები: დადასტურებული აქვს სკოლის დირექტორობის კომპეტენცია,2025 წელს, იგი მოხვდა საუკეთესოს 5 მასწავლებელს შორის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში.

