ქართული ენა და ლიტერატურა

ლალი მარგიანი

განათლება: 1997 წელს დაასრულა თბილისის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტის უცხო ენის ფაკულტეტი ინგლისური ენის მასწავლებლის სპეციალობით

პროფესიული გამოცდილება:

1987 წელი მესტიის რაიონის სოფელ კალის საშუალო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი და რაიონული გაზეთის ,,ახალი სვანეთი’’ ლიტმუშაკი/კორესპონდენტი.
1988 წ. მესტიის რაიონის სოფელ იელის არასრული საშუალო სკოლის ქართული ენა-ლიტერატურის მასწავლებელი,პარალელურად მესტიის სარაიონო პიონერთა სახლის მხატვრული კითხვის წრის ხელმძღვანელი.
1988-1993 წლები მესტიის რაიონის ფარის არასრული საშუალო სკოლის ქართული-ენა-ლიტერატურის მასწავლებელი.
2012-2017 წლები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ.ლახამულას საჯარო სკოლის მასწავლებელი.
2017 წლის 15 სექტემბრიდან დღემდე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის სომხურ-აზერბაიჯანული საჯარო სკოლის ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისთვის კონსულტანტი.

აღიარება და ჯილდოები:

2013 წ. მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახური_2013 წლის წარმატებული მასწავლებელი.
2018 წ. საქართველოს სახელმწიფო ენის ასოციაციის სიგელი ,,არაქართულენოვან რეგიონსა და სკოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული ჩართულობისა და ქართული მუხტის შეტანისთვის.’’
2019 წ.სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის (საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში: ბოლნისის,გარდაბნის,დმანისის,თეთრიწყაროს,მარნეულის,წალკის მუნიციპალიტეტში) სიგელი თვალსაჩინო პედაგოგიური საქმიანობისთვის.
2022 მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი.
2025 მარნეულის კულტურის ცენტრის დიპლომი მარნეულის კულტურის ცენტრთან აქტიური თანამშრომლობისთვის.

პროექტები:

2020წ.ორბელიანი-საქართველოს ფარგლებში მულტიკულტურული პარკი ,,ერთი ცის ქვეშ’’(იდეა)
2021 სასკოლო ინიციატივების პროექტის ფარგლებში პროექტი ,,ციფრული წიგნიერება თანამედროვეობის გამოწვევა’’
2022 სასკოლო ინიციატივების პროექტის ფარგლებში პროექტი : ,,ჩემი კრეატიული სკოლა’’

მისი სწავლების მეთოდი თემატურად დაკავშირებულია ყოველდღიურობასთან, მუსიკასთან, ლიტერატურასთან, ეროვნულ დღესასწაულებთან.წლების განმავლობაში მისმა ეთნიკურად სომეხმა და აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა არაერთ საგანმანათლებლო და კულტურულ პროექტში მიიღეს მონაწილეობა

Back to top