ემიგრაციაში მყოფი ქართველი ბავშვებისთვის LIB.GE აკადემიის ონლაინ-სკოლაში მესამე ნაკადის მიღება დაიწყო!

გიორგი კეკელიძის მიერ დაფუძნებული Lib.ge – აკადემიის ონლაინ-სკოლა, ემიგრაციაში მყოფი და საქართველოში მცხოვრები ბავშვებისთვის მესამე ნაკადზე მიღებას აცხადებს. 

მისი მთავარი მიზანია, დაეხმაროს ბავშვებს, შეინარჩუნონ კავშირი ქართულ ენასთან, კულტურასთან და იდენტობასთან, რაც საზღვარგარეთ ცხოვრებისას საკმაოდ რთული ამოცანაა.

სკოლის პროგრამა მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან კურსს, რომლებიც მოსწავლეებს ქართული კულტურისა და ეროვნული ღირებულებების სიღრმისეულად გაცნობაში დაეხმარება.  გაკვეთილებს საქართველოში საუკეთესო მასწავლებლები გაუძღვებიან, მათ შორის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები და საუკეთესო ათეულის წევრები.

სასწავლო საგნები და მასწავლებლები:

  •  წიგნიერება – გიორგი კეკელიძე;
  •  წერა-კითხვა – ნათია უჩავა, თეა ბერიძე, სალომე ჩაჩხიანი, გიტა თვალაბეიშვილი, მარიამ კვაჭაძე, ირა ძირკვაძე;
  • ქართული ენა და ლიტერატურა – ეკატერინე წულუკიძე, თეა ბერიძე, მარიამ კვაჭაძე, სალომე ჩაჩხიანი, ლალი მარგიანი;
  • ისტორია – ჯაბა ლაბაძე, გიორგი გაფრინდაშვილი;
  • ინგლისური – სოფიო ქუხილავა;
  • ქართული ზღაპრები – ირმა მალაციძე.

რეგისტრაცია 15 თებერვლამდე გაგრძელდება და სწავლა 2 მარტს დაიწყება.

სარეგისტრაციო ბმული და სხვა დეტალები

Back to top