LIB.GE და რესტორანი „რუსთაველი“ დამეგობრდნენ

ბათუმში LIB.GE აკადემიასა და რესტორან „რუსთაველს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, თვეში ერთხელ LIB.GE აკადემია ბათუმში, სწორედ ამ სივრცეში გამართავს ლექცია-სემინარებსა და დისკუსიებს.

შეგახსენებთ, რომ LIB.GE აკადემია არაფორმალური განათლების სივრცე და ელექტრონული ბიბლიოთეკაა, რომლის ერთ-ერთი მთავარი პროექტია ონლაინ-სკოლა, რომელიც გიორგი კეკელიძემ დააფუძნა. ასევე, Lib.ge – აკადემიის ბრენდის ელჩები არიან მზექალა შანიძე და ინგა თოფურია.

Back to top