
მზექალა შანიძე LIB.GE აკადემიის ელჩი
ენათმეცნიერი მზექალა შანიძე LIB.GE აკადემიის ელჩი გახდა.
ლეგენდარული მეცნიერის თქმით, უცხო გარემოში მოხვედრილი ადამიანისთვის ორიენტაცია ძალიან ძნელია, თუმცა როდესაც ბავშვი ადრეული ასაკიდანვე ეჩვევა ამ გარემოს, მერე, პირიქით, უკვე საკუთარ ენაში უჭირს ორიენტაცია.
„გამოჩნდა ხალხი, რომელსაც აქვს სურვილი და შესაძლებლობა, ემიგრანტი ბავშვებისთვის ჩაატაროს დისტანციური სწავლება. ეს ძალიან კარგ წამოწყებად მიმაჩნია და ვფიქრობ, ვისაც შეგვიძლია და როგორც შეგვიძლია, ხელი უნდა შევუწყოთ ამ წამოწყებას“, – ამბობს მზექალა შანიძე.
შეგახსენებთ, რომ LIB.GE აკადემია არაფორმალური განათლების სივრცე და ელექტრონული ბიბლიოთეკაა, რომლის ერთ-ერთი მთავარი პროექტია ონლაინ-სკოლა, რომელიც გიორგი კეკელიძემ დააფუძნა. აღსანიშნავია, რომ Lib.ge – აკადემიის ბრენდის ელჩი ევროპაში ინგა თოფურია იქნება.