კურსები

ქართული ზღაპრები

  • ავტორი: ირმა მალაციძე
  • მიზანი: წიგნიერების დონის ამაღლება, თვალსაწიერის გაფართოება და ზოგადად, მოზარდის წიგნთან დაახლოება.
  • ფორმატი: ონლაინ, ინტერაქტიული კლუბი
  • ასაკი: 5-10 წელი

კურსის მიზნები:

  • წიგნიერების განვითარება: კითხვის, წაკითხულის გაგებისა და ანალიზის უნარების გაუმჯობესება.
  • ლექსიკური მარაგის გამდიდრება: ახალი სიტყვების შესწავლა და აქტიური გამოყენება.
  • შემოქმედება: ნარატიული ტექსტების შექმნა და ილუსტრირება, წარმოსახვის უნარის განვითარება.
  • კრიტიკული აზროვნება: ტექსტის ანალიზი, დისკუსია და მსჯელობა.

სასწავლო თემები:

  • ჟანრები: ხალხური ზღაპრები, საბავშვო პროზა და პოეზია, დრამატურგია.
  • ავტორები: კლასიკოსი და თანამედროვე ქართველი საბავშვო მწერლების გაცნობა.
  • მედია: წიგნების ეკრანიზაციები, აუდიო და ელექტრონული წიგნები.

სწავლების მეთოდები:

  • ინტერაქტიული მეთოდები: ნარატიული ტექსტების კითხვა, გუნდური მუშაობა, დისკუსიები, როლური თამაშები.
  • პროექტული სწავლება: ნაწარმოებების შექმნა, ილუსტრირება და პრეზენტაცია.
  • რესურსები: საბავშვო წიგნები, პერიოდული გამოცემები, სლაიდ-შოუები, ვიდეო კოლაჟები.

მოსალოდნელი შედეგები:

კურსის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ:

  • გააუმჯობესონ კითხვისა და ანალიზის უნარები.
  • შეიძინონ ლექსიკური მარაგი.
  • შექმნან საკუთარი ნაწარმოებები.
Back to top