კურსები

წერა-კითხვა

  • ხანგრძლივობა: 3 თვე (24 გაკვეთილი)
  • ფორმატი: ონლაინ, ინტერაქტიული გაკვეთილები
  • ასაკი: 6-15 წელი

კურსის მიზნები:

  • ქართული ანბანის შესწავლა: ასოების ამოცნობა, კითხვა და დამარცვლა.
  • ძირითადი უნარები: მარტივი სიტყვებისა და წინადადებების წერა-კითხვა.
  • კომუნიკაცია: მარტივი დიალოგური კომუნიკაციის განვითარება, როგორიცაა საკუთარი თავის, ოჯახისა და ინტერესების წარდგენა.
  • ლექსიკის გამდიდრება: ფერების, რიცხვების, ცხოველებისა და საგნების დასახელება.
  • შემოქმედებითი აზროვნება: ზღაპრების გაგება, შინაარსის გადმოცემა, პერსონაჟების აღწერა, ხატვითი და მცირე წერითი დავალებების შესრულება.

სწავლების მეთოდები:

  • ვიზუალური სწავლება: ვიდეო პრეზენტაციები, ანიმაციები, ვიზუალური ბარათები.
  • ინტერაქციული აქტივობები: ხმოვანი გამეორება, როლური თამაშები.
  • პროექტები: მოსწავლეები შექმნიან პატარა წიგნებს საკუთარი ნახატებითა და ტექსტებით.
  • კომბინირებული სწავლება: წერისა და კითხვის უნარების კომბინირება აუდიო-ვიდეო რესურსებთან.

მოსალოდნელი შედეგები:

  • დამოუკიდებლად წერონ და წაიკითხონ მარტივი ტექსტები.
  • თავისუფლად ისაუბრონ ქართულად მარტივ თემებზე.
  • შეავსონ ლექსიკური მარაგი ყოველდღიური სიტყვებით.
Back to top