
სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
გოტა ჭანტურია
გოტა ჭანტურია არის განათლების პოლიტიკის სპეციალისტი. 10 წელზე მეტი მუშაობდა საზოგადოებრივ სექტორში განათლების პოლიტიკის საკითხებზე. ხელმძღვანელობდა განათლების კოალიციას და ჩართული იყო ისეთ ინიციატივებში, როგორიც არის მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, სასკოლო კვების დანერგვის კამპანია, პანდემიის დროს საგანმანათლებლო რესურსების შემუშავება და სხვა. არის არაერთი კვლევისა და პოლიტიკის დოკუმენტის ავტორი, მათ შორის სასკოლო განათლების ისტორიის შესახებ. სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში, სამოქალაქო განათლების მასწავლებლად. პანდემიის დროს ასევე იყო ტელესკოლის მასწავლებელი. ამჟამად, მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე განათლების მარკეტიზაციის შესახებ.