
ქართული და ინგლისური ენების მასწავლებელი
ირა ძირკვაძე
ირა ძირკვაძემ 2013 წელს დაამთავრა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლა. 2018 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულებით, დამატებითი სპეციალობით ქართული ფილოლოგია. 2022 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ადმინისტრირების მიმართულებით მაგისტრის ხარისხი მიიღო.
ამჟამად ირა ძირკვაძე წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათში ცხოვრობს და ასწავლის ქართულ და ინგლისურ ენებს. ის არის სოციალური საწარმოს „გუმბათის“ თანადამფუძნებელი, რომელიც 2020 წელს წლის საუკეთესო სოციალურ საწარმოდ დასახელდა. 2022 წელს ის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი გახდა და ხუთეულში მოხვდა.