
ეკა წულუკიძე
განათლება: 2003 წელს დაასრულა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.
პროფესიული გამოცდილება: 1998 წლიდან მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად მუშაობს. 2013 წლიდან ჩართულია მასწავლებლის პროფესიული განვითარების კარიერულ სქემაში და 2021 წელს მიიღო სერტიფიცირებული ახალგაზრდული მუშაკის სტატუსი.
საზოგადოებრივი საქმიანობა: 2013 წელს დააფუძნა სათემო ორგანიზაცია „გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები” და 2017 წელს – ქალთა სოციალური საწარმო „მზეკო”. არის STEM მასწავლებელთა ასოციაციისა და მეწარმე ქალთა ასოციაცია „სვანური ნარჩვის” თანადამფუძნებელი.
პროექტები და კლუბები: მისი ინიციატივით სოფელ ფარში შეიქმნა თანამედროვე ტიპის ახალგაზრდული სივრცე და ინოვაციების ცენტრი. დააარსა სხვადასხვა კლუბი: სამოქალაქო კლუბი „ცოდნა – ძალაა”, ლიტერატურის კლუბი „ჯინსების თაობა” და ეკოკლუბი „GREEN SPACE”. მისი ხელმძღვანელობით გამოიცა მოთხრობების კრებული „შტრიხების მონოპოლია” და განხორციელდა პროექტები „STREAM კლუბი” და „STREAM სამყარო”.
აღიარება/ჯილდოები: 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი გახდა და მიიღო გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „მწვანე ჯილდო”. 2022 წელს მისი გუნდის მიერ შექმნილი აპლიკაცია „SMART LIGHT” საერთაშორისო პროექტ TECHNOVATION GIRLS-ის ევროპის რეგიონის გამარჯვებული გახდა.