LIB.GE სივრცის ფესტივალი ,,კითხვა-კითხვით’’

,,კითხვა-კითხვით’’ LIB.GE სივრცის საბავშო ფესტივალია,რომელიც პირველად 2026 წლის 1 ივნისს ჩატარდა.

პირველმა ფესტივალმა დიდი ანშლაგით ჩაიარა. სითი მოლის საბურთალოს ფილიალის კავეას სივრცეს თბილისის და მახლობელი სოფლების სკოლებიდან ასობით ბავშვი სტუმრობდა.

ფესტივალის გენერალური სპონსორი იყო ფარმაცევტული კომპანია ,,ავერსი’’, პარტნიორები – Cavea Cinemas, გამომცემლობა პალიტრა L და მულტიფუნქციური საბავშვო სივრცე ,,თამაშობანა’’.

ფესტივალის მთავარი ნიშანი მხატვრული ლიტერატურისა და განათლების მნიშვნელობაზე საუბარი  იყო გასართობი  პროგრამების პარალელურად.

,,ბავშვებს მრავალფეროვანი პროგრამით ვუმასპინძლეთ, რომელიც ცოდნის გაზიარებაზე და განათლების აუცილებლობის განცდაზე იყო დაფუძნებული. ღონისძიებას  ალექსანდრე ლორთქიფანიძე უძღვებოდა.ფესტივალი ტრადიციულად იქცევა და ის არამხოლოდ პირველ ივნისს, არამედ წელიწადის სხვადასხვა დროს და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება’’- აცხადებს LIB.GE სივრცის გენერალური დირექტორი მარიამ სოსელია.

პროგრამაში მონაწილეობდნენ LIB.GE სივრცის დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე,ირმა მალაციძე,თამაშობანა თემო გერაძის მოდერაციით და ნათია ფანჯიკიძე.

გარე სივრცეში მოეწყო პალიტრა L-ისა და ბიბლუსის წიგნების გამოფენა-გაყიდვა,ავერსის გათამაშება, კალიგრაფიის მასტერკლასი,ხატვის მასტერკლასი პალიტრა სტუდიასგან,თამაშობანას გათამაშება და დამსწრეებს სპონსორებისგან საჩუქრები გადაეცათ.

პირველი ფესტივალი სიმბოლურად დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს მიეძღვნა.

ფესტივალის სპონსორები არიან: ნამი8,ჯიპიაი ჰოლდინგი,ზუმერი,ბამბინო.

მხარდამჭერები: ბებე+,ბიბლუსი,ძველი სუფრა,პალიტრა სტუდია,კამარა,საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია,მინისო,ჯეოესემ.

მედია მხარდაჭერა: BMG, Marketer.ge, TV Pirveli

Back to top