კატერინო ძენო

ტექსტი მომზადებულია ელდარ მამისთვალიშვილის წერილზე დაყრდნობით

 იტალიელი მოგზაური და დიპლომატი კატერინო ძენო დაიბადა დაახლოებით 1457 წელს. მის შესახებ მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვენა და ისინიც ძირითადად მისივე წერილებშია გაბნეული. ძენოს შვილიშვილმა, ნიკოლო ძენომ შეადგინა და 1558 წელს გამოსცა კატერინოს ,,შენიშვნები რაინდ ბატონ კატერინო ძენოს სპარსეთში მოგზაურობისა და სპარსელთა ომების შესახებ”.
    კატერინო იყო სავაჭრო არისტოკრატიის ცნობილი წარმომადგენლის, დრაგონე ძენოს ოჯახში, მან ახალგაზრდობაშივე მოირა აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანა, იყო მექასა, სპარსეთსა და მცირე აზიაში. დამასკოში ყოფნის დროს გარდაიცვა მამამისი დრაგონე, კატერინო კი სამშობლოში დაბრუნდა და ცოლად შეირთო არქიპელაგის ჰერცოგის ნიკოლო კრესპოს ქალიშვილი ვიოლანტე, ეს უკანასკნელი, ტრაპიზონის იმპერატორის დავით კომნენოსის შვილიშვილი იყო, მისი დეიდა, კირა კატერინა კი ცოლად თეთრბატკნიანთა მბრძანებელს უზუნ ჰასანს.
    ალბათ, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ვენეციის რესპუბლიკამ, რომელიც მაშინ ომს აწარმოებდა ოსმალეთის წინააღმდეგ, კატერინო ძენო ელჩად დანიშნა უზუნ ჰასანის კარზე. მას 1471 წლის 6 ივნისს დაუტოვებია ვენეცია, უზუნ ჰასანთან კი 1472 წლის 30 აპრილს წარუდგენიათ დიდი ზარ-ზეიმით.
     ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ვენეციის რესპუბლიკა საქართველოსაც ითვალისწინებდა. ვენეციის სენატის 1471 წლის 10 სექტემბრის ინსტრუქციაში ვენეციის დოჟი ქრისტოფერო მაურო პირდაპირ მიუთითებდა ძენოს, ხლებოდა საქართველოს მეფეს, გადაეცა წერილები და წაექეზებინა იგი ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. ძენოს რომ ნამდვილად ჰქონდა ეს წერილები, ამაზე მიუთითებს მის მიერ 1472 წლის 9 ოქტომბერს კვიპროსის ბაილო ანდრეა კორერისადმი გაგზავნილი ბარათი, რომელშიც სხვა ამბებთან ერთად ისიცაა აღნიშნული, რომ ძენოს კირა კატერინასადმი უჩვენებია საქართველოს მეფისთვის განკუთვნილი წერილები.
      კატერინო ძენო მოწმე გახდა, თუ რა სასტიკად დაამარცხა ოსმალეთის ჯარმა უზუნ ჰასანი, რომელიც იძულებული გახდა დახმარება ევროპაში ეძებნა. შესაბამისად, ამ მისიის შესრულება კატერინო ძენოს დაევალა. იგი, როგორც უზუნ ჰასანის ელჩი, საქართველოს გავლით ბრუნდება ევროპაში,, სევასტოპოლიდან (სოხუმი) გენუელი ლუიჯი და პაცოს გემით გაემგზავრა ქალაქ კაფაში, სადაც იგი გენუელებმა დაატყვევეს და ოსმალებისთვის გადაცემაც დაუპირეს, მაგრამ ვენეციელებმა გაიტაცეს იგი.
     ამის შემდეგ კატერინო ძენო ჭავიდა ევროპაში და იქ აწარმოა მოლაპარაკებები პოლონეთისა და უნგრეთის მეფეებთან, კაზიმეჟ IV-სა და მატიაშ კორვინთან.
      1474 წელს ძენო ჩავიდა ვენეციაში, საიდანაც იგი გაეშურა რომის პაპ სიქსტუს IV-სა და ნეაპოლის მეფე, ფერდინანდ I-თან, რათა ისინიც შეერთებოდნენ ანტიოსმალურ კოალიციას.
      ვენეციაში დაბრუნების შემდეგ რესპუბლიკის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის ,,ათის საბჭოს” წევრად აირჩიეს. მისი სიცოცხლის ბოლო პერიოდისა და გარდაცვალების შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება.
      ,,სპარსეთში მოგზაურობისა და სპარსელთა ომების” კომენტარები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კატერინო ძენოს შვილიშვილმა, ნიკოლო ძენომ შეადგინა კატერინოს მიერ მეგობრებისა თუ ოფიციალურ პირებისადმი მიწერილი წერილების მიხედვით.
      წიგნი ორი ნაწილისაგან შედგება, პირველი მოიცავს კატერინოს მოგზაურობისა და უზუნ ჰასანის მოღვაწეობის აღწერას. მეორე კი სპარსეთ-ოსმალეთის ბრძოლას უზუნ ჰასანის გარდაცვალების შემდეგ, ვიდრე ისმაილ I-ის (1502-1524) მიერ ოსმალეთის წინააღმდეგ ლიგის შექმნით, რომელშიც საქართველოც იღებდა მოანწილეობას. კატერინო ძენოს ცნობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმის შესასწავლად, თუ რა ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან XV საუკუნის 7-0იანი წლების პირველ ნახევარში საქართველოსა და თეთრბატკნიანთა სახელმწიფოს.