სიახლეები
საქართველოს პენ-კლუბის შესახებ
ორი თვის მანძილზე, ეს ის დროა რაც საქართველოს პენ-კლუბთან ვთანამშრომლობ, ჟურნალისტები, მეგობრები და უცნობი ადამიანები ორ შეკითხვას მისვამენ: 1. რა ორგანიზაციაა საერთოდ პენ-კლუბი და 2. რას აკეთებდა დღემდე ეს ორგანიზაცია საქართველოში...
სიმართლე რომ ვთქვა, ჩემთვის გაცილებით საინტერესო იქნებოდა შეკითხვა: “რა არის და რის გაკეთებას აპირებს მომავალში საქართველოს პენ-კლუბი?”, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ყოველთვის უფრო აქტუალურია რა იყო, ვიდრე რა არის და რა იქნება, ვეცდები მოკლედ ვუპასუხო ამ შეკითხვებს.
პენ-კლუბი დაარსდა ლონდონში 1921 წელს, დიდი ხნის მანძილზე ეს იყო მწერლების ელიტარული კლუბი. სიმართლე რომ გითხრათ, პირადად ჩემთვის ყველაფერი ელიტარული მოსაწყენთან ასოცირდება, ამიტომ პენ-კლუბის ისტორია ჩემთვის მოსაწყენი რომანივითაა, რომელშიც რამდენიმე თავი ძალიან საინტერესოა და უახლოეს მომავალში საქართველოს პენ-კლუბი საერთაშორისო პენ-ცენტრის ისტორიის ყველაზე საინტერესო დეტალებს გააცნობს ქართულ საზოგადოებას. ეს ჩვენი ვებ-გვერდის ამუშავებისთანავე გახდება შესაძლებელი.
რაც შეეხება საკუთრივ ქართულ პენ-კლუბს, ჯერჯერობით მხოლოდ ფაქტებით შემოვიფარგლები, შეფასებებს კი უახლოეს მომავალში გავაკეთებ. არ იფიქროთ, რომ პასუხისმგებლობას გაურბივარ და ტექნიკურად თავს ვიძვრენ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე საუბრისგან. იმედია, ჩემი კოლეგები შემომიერთდებიან და ისინიც მოახდენენ საქართველოს პენ-კლუბის ისტორიის შეფასებას. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ, არამხოლოდ საქართველოს პენ-კლუბის ისტორიაა შესაფასებელი, არამედ ზოგადად ქართული ლიტერატურული ისტორიაც, რადგან დღეს შეუძლებელია იცხოვრო საბჭოთა კავშირის დროს დადგენილი ლიტერატურული სტანდარტებით. ეს პროცესი, ვირტუალურ და მედია სივრცეში უკვე დაწყებულია და ვიმედოვნებ, რომ საქართველოს განახლებული პენ-კლუბი ამ საქმეში თავის მნიშვნელოვან წვლის შეიტანს.
ახლა კი ფაქტები: საქართველოს პენ-კლუბი შეიქმნა XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ნობელიანტი რუსი პოეტის იოსებ ბროდსკის რეკომენდაციით და მისი პირველი პრეზიდენტი გახლდათ ბატონი ჭაბუა ამირეჯიბი, შემდეგ ჯანსუღ ჩარკვიანი და ბოლოს დათო მაღრაძე. ერთადერთი რაც დღესვე შეიძლება ითქვას, ისაა, რომ საქართველოს პენ-კლუბი აქტიურად უპირისპირდებოდა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას, ხოლო ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს აშკარად მისდამი ლოიალურობით გამოირჩეოდა, ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს ორგანიზაცია ყოველთვის ზედმეტად პოლიტიზირებული იყო.
ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ არსებული საწევრო დავალიანების გამო საქართველოს პენ-კლუბის ყველა ძველ წევრს შეჩერებული აქვს წევრობის უფლება და უახლოეს მომავალში მოხდება ახალი გაწევრიანება, რაც კლუბის თითოეულმა წევრმა საერთაშორისო პენ-ცენტრის წესდებაზე საკუთარი ხელმოწერით უნდა დაადასტუროს.
საქართველოს განახლებული პენ-კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები შეირჩნენ საერთაშორისო პენ-ცენტრის საერთაშორისო მდივნის ბატონ იუჯინ შულგინის ვიზიტისას თბილისში. ამ ვიზიტისას გაირკვა, რომ თავად საერთაშორისო პენ-ცენტრი გადის განახლების პროცესს და ის ელიტარული კლუბიდან თანდათან ღია ორგანიზაცია ხდება. დღეს უკვე საერთაშორისო პენ-ცენტრის წევრები არიან არამხოლოდ მწერლები, არამედ ჟურნალისტები, გამომცემლები, მთარგმნელები.
საერთაშორისო პენ-ცენტრი ატარებს ლიტერატურულ ფესტივალს სახელწოდებით: “თავისუფალი სიტყვა” ამ ფესტივალის ჩატარება 2011 წლის შემოდგომაზე საქართველოშია დაგეგმილი და ამ ღონისძიების ღირსეულად ჩატარება ჩვენი მთავარი მიზანია.
საქართველოს პენ-კლუბი არ არის საბჭოთა მწერალთა კავშირის ტიპის ორგანიზაცია და მისი წევრები არანაირი განსაკუთრებული პრივილეგიებით არ სარგებლობენ.
საქართველოს პენ-კლუბი არ შედის პოლიტიკურ ბატალიებში, მაგრამ იცავს ყველა პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანის უფლებას, ასევე იცავს ყველა მარგინალურ ჯგუფს, რომელსაც დევნიან ან განადგურებით ემუქრებიან, იცავს უკანონო პატიმრებს.
ხელს უწყობს საერთაშორისო ლიტერატურულ ურთიერობების ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს ქართველი ავტორების წიგნების უცხო ენებზე, ასევე უცხოელი ავტორების ქართულ ენაზე თარგმნას და ქართველი მწერლების საერთაშორისო ლიტერატურულ ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას.
საერთაშორისო წესდებიდან გამომდინარე პენ-კლუბი არ იღებს სახელმწიფოსგან, ასევე ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ორგანიზაციისგან დაფინანსებას.
ჩვენთვის გამოყოფილი ერთწლიანი რეორგანიზაციის პერიოდში ვაპირებთ პენ-კლუბის პენ-ცენტრად ჩამოყალიბებას ანუ ელიტარულობიდან გადასვლას დემოკრატიულობისკენ.
იმედია, ქართველ მწერლებში და ქართულ საზოგადოებაში პენ-კლუბის ეს ინიციატივები აქტიურ მზარდაჭერას მოიპოვებს.
საქართველოს პენ–კლუბის განცხადება
2010 წლის 14 აგვისტოს ქართველმა პოეტებმა შოთა დიღმელაშვილმა, ირაკლი კაკაბაძემ და ალექსი ჩიღვინაძემ გამართეს პოეტური აქცია ქალაქ თბილისში მდებარე ჯ.ბუშის ქუჩაზე.. პოეტურ აქციაში მონაწილეების მოთხოვნა იყო შემდეგი: შეცვლოდა ქუჩას სახელი და ჯორჯ ბუშის ნაცვლად დარქმეოდა დიდი ამერიკელი პოეტის უოლტ უიტმენის სახელი.. ლექსების კითხვის დროს ისინი პოლიციამ დააკავა ყოველგვარი ბრალის წაყენების გარეშე, 3 საათის განმავლობაში შინაგანა საქმეთა სამინისტროს ეზოში არაადამიანურ პირობებში ამყოფა, ერთი ღამით დაატუსაღა და ბოლოს სრულიად უსამართლოდ მიუყენა სისხლის სამართლის 173 მუხლი: სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ბოროტი დაუმორჩილებლობა.არსებული ვიდეო მასალიდან ჩანს, რომ შ. დიღმელაშვილი, ი.კაკაბაძე და ალ.ჩიღვინაძე არ აფერხებდნენ საგზაო მოძრაობას და არცერთ მათგანს წინააღმდეგობა არ გუწევია პოლიციის თანამშრომლებისთვის, რომელებიც აქციის დასასრულს გამოჩნდნენ.. თუმცა სასამართლომ მათ პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდება წაუყენა, სასამართლო ოქმში აღნიშნულია, რომ შ. დიღმელაშვილი, ი. კაკაბაძე და ალ. ჩიღვინაძე არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას, შეეწყვიტათ ქუჩის დასახელების გამომსახველი ბილბორდის საღებავით შეღებვა, თუმცა ვიდეომასალაზე აშკარად ჩანს, რომ ამ მომენტში პოლიციელები შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდნენ, აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სასამართლომ დაცვის მხარეს არ მისცა უფლება წარედგინა ვიდეომასალა პროცესზე მტკიცებულების სახით, აქედან გამომდინარე საქართველოს პენ-კლუბი სასამართლოს გადაწყვეტილებას სრულიად უკანონოდ მიიჩნევს განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ პოლიციის განყოფილების ეზოში ირაკლი კაკაბაძეს პოლიციელებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცყოფა.. საქართველოს პენ-კლუბი მოწოდებულია გაპროტესტოს ნებისმიერი ძალადობა, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, თუმცა სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებული ძალადობა მაინც განსაკუთრებულ პროტესტს იწვევს, რადგან მსგავსი ძალადობა საფრთხეს უქმნის არამხოლოდ კონკრეტულ პიროვნებას, არამედ აფერხებს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების რთულ პროცესს..ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცხადი ხდება რომ შოთა დიღმელაშვილი, ალექსი ჩიღვინაძე და ირაკლი კაკაბაძე ლექსების კითხვის გამო დააპატიმრეს, რაც გამოხატვის თავისუფლების აშკარა ხელყოფაა. მათს მიმართ არაადამიანური მოპყრობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში, რომელსაც პირადად თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსი ბატონო გეგეჭკორი ხელმძღვანელობდა ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს. ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ირაკლი კაკაბაძესთან ფიზიკური ანგარიშსწორება კი სისხლის სამართლის დანაშაულია.საქართველოს პენ-კლუბი თხოვს საერთაშორისო პენ-ცენტრს და საერთაშორისო საზოგადოებრიობას გაითვალისწინოს ზემოთაღნიშნული ფაქტები და გამოხატოს შესაბამისი რეაქცია..
აგვისტო, 2010
“კავკასიური სახლის” მხარდამჭერთა განცხადება
ვაცხადებთ პროტესტს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის “კავკასიური სახლის” გაუქმებისა და კულტურის სამინისტროს მხრიდან მისთვის იმ შენობის წართმევის მცდელობის გამო, რომელიც ამ ორგანიზაციამ მეგობარი ევროპული ფონდების დახმარებით გადაარჩინა დანგრევას, აღადგინა და გადააქცია მულტიეთნიკური საქართველოს კულტურული ცხოვრების კერად, განათლებისა და კავკასიური სამშვიდობო პოლიტიკის ცენტრად.
“კავკასიური სახლი” ეს არც მხოლოდ ერთი ლოკალური ორგანიზაციაა და არც მხოლოდ მისი შენობა.
“კავკასიური სახლი” ეს არის სიმბოლო, ეს არის მომავლის უზრუნველმყოფელი, სასიცოცხლო იდეა, იდეალი, ღრმა წარსულში რომ იღებს სათავეს, ცოცხლობს ყველა შორსმხედი კავკასიელის გულში და საუკუნეებს მოჰყვება.
ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ოცნება და ზრუნვა მშვიდობიან კავკასიაზე, სადაც ხალხები ერთმანეთს პატივისცემითა და თანაგრძნობით ეკიდებიან, ერთმანეთთან თანამშრომლობენ და ერთად უვლიან კულტურულ მემკვიდრეობას და საერთო სასიცოცხლო სივრცეს;
და სწორედ საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი “კავკასიური სახლი”
არის ის ორგანიზაცია, რომელიც ოც წელიწადზე მეტია ამ იდეალს ემსახურება, მიუხედავად იმ განუწყვეტელი წინააღმდეგობებისა, რასაც მას უქმნიდნენ სხვადასხვა მხრიდან.
“კავკასიურმა სახლმა” ასეულობით ლტოლვილ და სოციალურად დაუცველ ბავშვს უპატრონა, მოახერხა მათი სულიერი რეაბილიტაცია, ათეულობით ახალგაზრდა აღზარდა ზოგადსაკაცობრიო და დემოკრატიული ფასეულებების საფუძველზე, უამრავ ადამიანს გააცნო და შეაყვარა კავკასია.
“კავკასიური სახლი” ყველა მშვიდობისმოყვარე კავკასიელის და მშვიდობით მოსულ სტუმართა სახლია;
ის არის შეხვედრების, საუბრების, გაზიარების სახლი; შემოქმედებითი და საზოგადოებრივი ცხოვრების ნამდვილი კერა.
ამ ორგანიზაციამ აამაღლა საქართველოს პრესტიჟი როგორც კავკასიაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაეთანხმოს ევროპული ფონდის “ჰორიზონტის” წინადადებას და დაუმტკიცოს არასამთავრობო “კავკასიურ სახლს”
მთელი შენობა გარდა იმ ფართისა, სადაც ამჟამად განთავსებულია “სმირნოვების მუზეუმი.” ამისთვის გამოსასყიდ თანხად ჩათვალოს ფონდის მიერ შენობის რესტავრაციაში გადახდილი თანხა. ან დაუბრუნოს ფონდს ეს თანხა, რათა მან შესძლოს ახალი შენობის შეძენა ორგანიზაციისათვის. ფონდ `ჰორიზონტსა~ და კულტურის სამინისტროს შორის 1998-1999 წლებში დადებულ ხელშეკრულებებში ხომ ნათქვამია, რომ ამ შენობის სხვა ორგანიზაციისთვის გადაცემის შემთხვევაში ფონდი იტოვებს უფლებას, უკნა დაიბრუნოს ეს თანხა (ნახევარ მილიონზე მეტი დოლარი).
ჩვენ, ამა წლის 2 აგვისტოს “კავკასიურ სახლში” შეკრებილი მოქალაქეები, ვაარსებთ “კავკასიური სახლის” მხარდამჭერთა საზოგადოებას, და მოვუწოდებთ თანამოაზრეებს შემოგვიერთდნენ.
უახლოეს გეგმებს გაგაცნოთ მედიის საშუალებით.
2 აგვისტო. 2010წ.
`კავკასიური სახლი' ჩვენი სახლია
უკვე მეორე ათეული წელია საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი _ ,,კავკასიური სახლი~ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნის სულიერ ცხოვრებაში.
`სახლის~ განსაკუთრებულ მნიშვნელობას განსაზღვრავს მისი მოღვაწეობის უჩვეულო მრავალმხრივობა: იგი არა მხოლოდ კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, არამედ სამშვიდობოც; მოღვაწეობს არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ პერიფერიაშიც, რომელსაც დღეს ასე უჭირს; მუშაობს ნაციონალურ უმცირესობებთან და საზოგადოების თითქმის ყველა ფენასთან., განსაკუთრებულ ყურადღებას კი ბავშვებსა და ახალგაზრდებს (პირველ რიგში დევნილ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს) აქცევს.
`კავკასიურ სახლს~ სამართლიანად უწოდებენ `მშვიდობიანი კავკასიის ცოცხალ მოდელს~, რადგან აქ ქართველების გვერდით მრავალი სხვა ეროვნების წარმომადგენელი მუშაობს.
`კავკასიური სახლი~ გამოირჩევა ნამდვილი თანაგრძნობით გაჭირვებაში მყოფი ადამიანებისა თუ სოციალური ჯგუფებისადმი, გულწრფელი და თანმიმდევრული ტოლერანტობით, ყველა ხალხისა და მათი კულტურისადმი პატივისცემით.
ამ ბუნებრივ კეთილგანწყობასა და სიყვარულზეა დაფუძნებული მისი კულტურული პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს განსხვავებული ხალხების მშვიდობიან თანაცხოვრებას, მათ თანამშრომლობას, მათ ჩართვას საქართველოს საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში;, მათ ჩართვას საქართველოს საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში; ხელი შეუწყოს ნდობის აღდგენას, ადმიანური ურთიერთობის შენარჩუნებას ერთმანეთთან დაპირისპირებულ ხალხებს შორის.
ეს ამოცანა კი ვერ შესრულდება, თუ საქართველოს ნაციონალურ უმცირესობებს ერთმანეთის კულტურაზე არაფერი ეცოდინებათ, თუ ქართული საზოგადოება ნაციონალური უმცირესობების სულიერ ცხოვრებას, მათ კულტურულ მონაპოვარს არ გაიცნობს და პირიქით.
ამიტომ აქცევს `კავკასიური სახლი~ ამხელა ყურადღებას საქართველოში მცხოვრები და მეზობელი ხალხების კულტურულ მემკვიდრეობას და მის პოპულარიზაციას.
საქართველოში მცხოვრები არცერთი ნაციონალური უმცირესობა არ დაუტოვებია `კავკასიურ სახლს~ უყურადღებოდ.
განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოყოლებული 1993 წლიდან, როდესაც საქართველოს უმძიმესი ხანა ედგა და არაფერი აღარ ფუნქციონირებდა, `კავკასიურ სახლში~ საკუთარი ძალებით ხორციელდებოდა ე.წ. `კულტურის კალენდარი~: აღინიშნებოდა საქართველოს, კავკასიის, მსოფლიოს ხალხთა კულტურის უმნიშვნელოვანესი თარიღები, ტარდებოდა სხვა საინტერესო ღონისძიებები, უფასოდ ისწავლებოდა ქართული, აფხაზური, ჩეჩნური, ოსური, აზერბაიჯანული, სომხური და სხვა ენები. იმართებოდა ღვაწმოსილ ადამიანთა საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი, სრულიად არასტერეოტიპული საღამოები.
სისხლისმღვრელი კონფლიქტებისა და სოციალური ანარქიის შედეგად დეპრესიაში ჩავარდნილ საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდობას `კავკასიური სახლის~ სახით ჰქონდა მისასვლელი, მართლა `სახლი~, სადაც სიცოცხლე იგრძნობოდა და ადამიანს იმედი ეძლეოდა. ასეა ეს დღესაც. დღესაც გრძელდება `კულტურის კალენდარი~ და არა მხოლოდ ის.
`კავკასიური სახლის~ კულტურული პოლიტიკა საქართველოს, როგორც მრავალეროვანი სახელმწიფოს იმ ძველი საშინაო პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელმაც მრავალი საუკუნის მანძილზე უზრუნველყო სხავასხვა ხალხებით დასახლებული ქვეყნის შინაგანი ერთიანობა ანუ სახელმწიფოებრიობის საფუძველი.
`კავკასიური სახლი~ მთელი ხალხის, საზოგადოების, ქართველებისა და არაქართველების, ყველა მშვიდობისმოყვარე კავკასიელის სახლია და არათუ დაუშვებლად მიგვაჩნია მისი მუშაობის შეფერხება და შევიწროება, არამედ პირიქით: აუცილებლად ვთვლით: სახელმწიფომ ისარგებლოს ამ სახლის გამოცდილებითა და მონაპოვარით; ხელი შეუწყოს მისი მოქმედების არეალის გაფართოებას, რათა საქართველოს რაც შეიძლება ბევრ ნაციონალურ ჯგუფსა და მოქალაქეს გაუჩნდეს განცდა, რომ ჩვენ ერთმანეთს ვეკუთვნით, რის გარეშეც ასეთი მრავალეროვანი ქვეყანა ვერც აშენდება და ვერც ეპოქის განსაცდელებს გაუძლებს.
საქართველოს ოსთა ასოციაცია თენგიზ გაგლოევი
საქართველოს გერმანელთა ასოციაცია გარი აუგსტი
ქურთული ასოციაცია საქართველოში ქერიმ ანყოსი
ბულგარელთა კავშირი რაინე ბელევე
სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი ზაურ ხალილოვი
საქართველოს ესტონელთა საზოგადოება რეგინა კახიძე
საქართველოს ჩეხთა ასოციაცია
`ზლატა პრაღა” ჰაროლდ შმალცელი
საქართველოს პენ-კლუბის განცხადება
საერთაშორისო პენ-ცენტრის წინადადებითა და მხარდაჭერით დაიწყო საქართველოს პენ-კლუბის რეორგანიზაცია. არჩეულია სამეურვეო საბჭო (დავით მაღრაძე (პრეზიდენტი), ნაირა გელაშვილი, გიორგი კეკელიძე, დავით ქართველიშვილი, დავით ტურაშვილი, რატი ამაღლობელი, ნინო ჟვანია, ქეთი კიღურაძე, შორენა შავერდაშვილი), რომელიც იწყებს კლუბის წესდებასა და კონცეპტუალურ პროგრამაზე მუშაობას, 2011 წლისთვის ამზადებს საერთაშორისო ფესტივალს ,,თავისუფალი სიტყვა’’. საქართველოს პენ-კლუბი იზიარებს საერთაშორისო პენ-ცენტრის პრინციპებს; ხელს უწყობს კრიტიკული აზრის და მწერლური პუბლიცისტიკის განვითრებას, არაკონფორმისტ მწერალთა, ხელოვანთა, გამომცემელთა და ჟურნალისტთა კოორდინაციას. საქართველოს პენ-კლუბი დროებით განთავსდება ,,კავკასიური სახლში’’ (გალაკტიონის ქუჩა #20).
პენ-კლუბის პრესკონფერენცია შედგება `კავკასიურ სახლში“ 28 ივლისს 14 საათზე.
23 ივლისი, 24:00, პირველი არხი
რას ნიშნავს შ.შ.მ.პ.?
გადაცემის სტუმრები, ანა არგანაშვილი (ფსიქოლოგი) და ვახუშტი მენაბდე (იურისტი) სახალხო დამცველის აპარატში მუშაობენ. ისინი მუშაობენ იმ საკითხებზე, რომელთაც ჩვენ ხშირად თვალს ვუხუჭავთ, ხვდებიან იმ ადამიანებს, რომელთაც ზოგჯერ ინვალიდებს, უნარშეზღუდულებს ვუწოდებთ.
ამ სფეროს პროფესიონალებს ეს ტერმინები არ მოსწონთ, თუმცა, საზოგადოდ გავრცელებული სწორი თუ არასწორი ტერმინების გარდა, პრობლემები გაცილებით ღრმა და რთულია. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის (შშმპ) რთულია საზოგადოებრივ ადგილებში გადაადგილება, არ არის ხელმისწავდომი საჯარო დაწესებულებათა შენობები, ტრანსპორტი, რთულია ინტეგრაცია "ჯანმრთელ" საზოგადოებაში და ა.შ.
ციტატა გადაცემიდან: "სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10% შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, მაგრამ ჩვენს ნაცნობ–მეგობრებს თუ გადავხედავთ, მათგან ყოველი მეათე არ არის ასეთი..."
გადაცემას დაასრულებს ჯესი ნელსონის ფილმი "მე სემი ვარ" (2001), როლებში: შონ პენი, მიშელ პფაიფერი, დაკოტა ფენი, ლორა დერნი.
ხუთშაბათს, 1 ივლისს, საღამოს 7 საათზე პეკინის 31, წიგნის სახლში რატი ამაღლობელის პოეზიის საღამო
ხუთშაბათს, 24 ივნისს, საღამოს 7 საათზე პეკინის 31, წიგნის სახლში რატი ამაღლობელს სტუმრად ეყოლება დათო ტურაშვილი, თემა ეროვნული მოძრაობა 90–იან წლებში
კრეტიული სტუდია iGeo წარმოადგენს პროექტს - „ვიმეგობროთ უსინათლოებთან“. პროეტის ფარგლებში, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი თანამედროვე ქართველი მწერლებისა და პოეტების ლიტერატურული კრებულების პრეზენტაცია შედგება.
ანთოლოგია განკუთვნილია უსინათლოებისთვის და მოიცავს ბრაილის შრიფტით ნაბეჭდ 10 ტომს. მასში შესულია 40-მდე თანამედროვე მწერლის და 60-მდე პოეტის ნაწარმოებები. ავტორების ძირითადი ნაწილი შერჩეულია უსინათლოებთან კონსულტაციის შედეგად.
პრეზენტაციის პარალელურად მოეწყობა ფოტოგამოფენა, რომელიც უსინათლოთა ყოფას ასახავს. გარდა ამისა, ექსპონირებული იქნება ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებული და უსინათლოთა კავშირის ფონიჭალის ბიბლიოთეკის ფონდში დაცული რარიტეტული მნიშვნელობის მქონე ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნები.
გამოფენა, რომელიც ეძღვნება ლუი ბრაილის ხსოვნას, 19-20 ივნისს გასტანს. მისი მთავარი მიზანია საზოგადოების ყურადღების მიპყრობა უსინათლოთა პრობლემებისადმი, მათი სოციალური ინტეგრაციის გააქტიურება.
პროექტის პრეზენტაცია, შაბათს, 16:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსის საგამოფენო დარბაზში
გუდიაშვილის ქ. 7
გამომცემლობა "პეგასმა" დააარსა სერია "წამების გზით", რომელიც ეძღვნება
საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლ ქართველებს. ლიზილო ქავთარაძის "28 წელი გულაგში" გახლავთ პირველი წიგნი ამ სერიისა და მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალის ტრაგიკულ ცხოვრებაზე, რომლის დანაშაულიც სამშობლოს უანგარო
სიყვარული იყო.
წიგნი საინტერესოა იმითაც, რომ მასში მოხსენებულია იმ ადამიანების
გვარ-სახელები, რომლებიც ქალბატონ ლიზიკოს შეხვედრია გადასახლებების დროს.
ჩვენი დიდი სურვილია წიგნის პრეზენტაციას დაესწროს ყველა ის ადამიანი,
რომელსაც შეეხო საბჭოთა რეპრესიული მანქანა.
ლიზიკო ქავთარაძის წიგნის პრეზენტაცია "28 წელი გულაგში" ჩატარდება 18 ივნისს, 18
საათზე, ლიტერატურის მუზეუმში (გ.ჭანტურიას 8)
ლიბ.გე–სა და ლიტერატურის მუზეუმის არტ საღამო
,,თეთრი, წითელი, ლურჯი'
ძაფით მხატვრობა – რუსუდან ქევანიშივილი
ტექსტი:
ეკა ქევანიშვილი, დიანა ამფიმიადი, ნატო ინგოროყვა, სალომე ბენიძე, თამთა დოლიძე,თეა თოფურია, ქეთი თუთბერიძე, ნინო თარხნიშვილი, ნათია ნაცვლიშვილი,ანი კოპალიანი.
17 ივნისი , 19 საათი
ლიტერატურის მუზეუმი, ჭანტურიას 8 (თბილისი–მერიოტთან ახლოს)
ლეონიძის 9–ში, ახალგახსნილ კაფეში, რომელიც ქსელ Acid - Bar–ის რიგით მეხუთე ბარია და ორიგინალური დიზაინით – თანამედროვე ინტერიერი, პლუს ბუკინისტური წიგნები წყება – გამოირჩევა, ქართული პოეზიის ელექტრონული ანთოლოგიის პრეზენტაცია გაიმართა. ეს პირველი პრეცედენტია სამამულო ლიტერატურულ პროცესში და პროექტის იდეა focus.ge-ს ეკუთვნის. ანთოლოგია კრიტიკოსმა გაგა ლომიძემ შეადგინა და მასში 2000 წელს გამოქვეყნებული ყველა თაობის ავტორის თითო ლექსი.
მასალა იხილეთ პორტალზე focus.ge ანთოლოგიის განყოფილებაში
რა არის WWDW?
WWDW (World Wide Dream Web) არის ინტერნაციონალური არტ-პროექტი, რომლის საბოლოო მიზანია ლოკალურ სიზმართა რეგისტრაციების გზით - შექმნას მსოფლიოს მიმდინარე სიზმრების ცოცხალი არქივი.
ვრცლად: http://urbandreamz.freeiz.com/?q=ka
6 ივნისი, 15 საათი ლიტ–კაფე ქარავანი, ა.ფურცელაძე #10 (საჯარო ბიბლიოთეკასთან ახლოს)
გივი ალხაზიშვილის ლექსების კრებულის ”ასი ლექსი”-ს პრეზენტაცია
1 ივნისს, სამშაბათს, 19 საათზე
უილიამ შექსპირი
(„ზაფხულის ღამის სიზმარი“-ის მიხედვით)
„და რაც აქ ნახეთ, სიზმარი იყო“
ერთ მოქმედებად
რეჟისორი – გოგა პიპინაშვილი
მონაწილეობენ – სტუდია „არტ ჰოლის“ მსახიობები
1 ივნისს, 12 საათზე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, გაიმართება `მაცაცერას სახლის~ და თოჯინების თეატრის პრეზენტაცია, რომლის დამფუძნებელი და დამაარსებელია თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი რამაზ იოსელიანი.
მაცაცერას სახლში თოჯინების თეატრის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ყველა თაობის ბავშვისთვის საყვარელი ზღაპარი `სამი გოჭი~. სპექტაკლში მონაწილეობენ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თოჯინების თეატრის სამსახიობო სპეციალობის კურსდამთავრებულები.
27 მაისი, 18 საათზე, სამხატვრო აკადეემის სარკეებიან ლია რუსიაშვილის წიგნის პრეზენტაცია – ,,სალომე კოლხელი'
გამომცემლოა დიოგენე გიწვევთ წიგნების პრეზენტაციაზე
ეკა ქევანიშვილი – ,,აქ ნუ დადგებით' (პოეზია)
ნინი თარხნიშვილი – ,,სათაური 37–გვერდზე' (პროზა)
სამშაბათი, 25 მაისი, 19 საათზე
ლიტერატურის მუზეუმი, გიორგი ჭანტურიას 8, თბილისი მერიოტის ქვემოთ, ალექსანდრეს პარკის პირდაპირ
კატო ჯავახიშვილის ახალი პოეტური კრებული
"მარცხნივ"
თეატრალიზებული პრეზენტაცია
რეჟისორი: ვანო ხუციშვილი.
დასასწყისი: 19 საათზე
დასწრება უფასო
წიგნი ფასიანი
"ათონელის თეატრი" (მისამართი: ათონელის ქუჩა 31. მშრალ ხიდთან)
23 მაისი, 2010, 19.00 საათი
გამომცემლობა ,,სიესტა" წარმოგიდგენთ – ფილარმონიაში , წიგნის ფესტივალის ფარგლებში, 19 მაისს, 4–ის ნახევარზე, გივი ალხაზიშვილის წიგნის – ,,მომავალი წარსული" პრეზენტაცია
17 მაისს, 19 საათზე კაფე ქარავანში გაიმართება ალმანახ შუქი სულისა–ს პრეზენტაცია
რეჟისორის პორტრეტი სსრკ–ში; 14 მაისს, 24:00–ზე, პირველ არხზე
გადაცემის სტუმარია კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე
რომელიც მოგვითხრობს თავისი ფილმების (ხშირად) უცნაურ ბედზე საბჭოთა დროს – როდესაც ამა თუ იმ ფილმს, წესით, უღრუბლო მომავალი ელოდა, უცნაური სისტემა ზოგჯერ მოულოდნელ "შეცდომას" აღმოაჩენდა მათში...
გადაცემის სტუმარია კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე
რომელიც მოგვითხრობს თავისი ფილმების (ხშირად) უცნაურ ბედზე საბჭოთა დროს – როდესაც ამა თუ იმ ფილმს, წესით, უღრუბლო მომავალი ელოდა, უცნაური სისტემა ზოგჯერ მოულოდნელ "შეცდომას" აღმოაჩენდა მათში...
1 არხზე 9 მაისს 00.00 საათზე"წითელი ზონა" ისტორიკოს ლაშა ბაქრაძის სტუმრობით აღნიშნავს. რა ვიცით და რა არ ვიცით მეორე მსოფლიო ომში ქართველების მონაწილეობის შესახებ? ვინ ებრძოდა ფაშიზმს საბჭოთა დროშის ქვეშ და ვინ კიდევ – პირიქით. უამრავი საინტერესო დეტალი ქართველების ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობის შესახებ, რომელიც სხვა კუთხით დაგანახებთ მეორე მსოფლიო ომის ისტორიას.
მაგალითისთვის ავიღოთ ორი ადამიანი, ორი სიმბოლო: მელიტონ ქანთარია და გრიგოლ რობაქიძე: ერთმა რაიხსტაგზე საბჭოთა კავშირის დროშა აღმართა, მეორემ მყვირალა პანეგირიკები მიუძღვნა ჰიტლერსა და მუსოლინის... ორივე ქართველი იყო.
1 მაისს, შაბათს, 13 საათზე, არტ-კაფე „ქარავანში“ გაიმართება ახალგაზრდა მწერლის, დათო ქებაძის რომანის „ყველა ქალი ჩემია“ პრეზენტაცია. წიგნი გამომცემლობა „სიესტამ“ დაბეჭდა. ავტორი 21 წლისაა და ეს მისი პირველი ნაშრომია, რომელსაც საზოგადოება გაეცნობა.
შაბათს, 1 მაისს, არტ-კაფე ქარავანი, 13 საათი – დათო ქებაძე – ,,ყველა ქალი ჩემია' . პრეზენტაცია
კლუბი ROCK CLUB და ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge წარმოგიდგენთ
პროექტის პირველი წრის დახურვა
(ერთი თვის შემდეგ საღამოები აღდგება მოძრაობის თეატრში)
ბილეთის ფასი 5 ლარი
შემოსული თანხის 70 % გადაეცემა საღამოს მონაწილეებს
20 საათი
რუსთაველის გამზირი # 28
ხუთშაბათს, 29 აპრილს, კაფე ლიგამუსში, ჭავჭავაძის 32 გაიმართება ლაშა ბუღაძის წიგნის პრეზენტაცია – ,,ლიტერატურული ექსპრესი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
28 აპრილი, 20 საათი, რუსთაველის 28
კლუბი ROCK CLUB და ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge წარმოგიდგენთ
ბესო ხვდელიძე (პროზა) / რობი კუხიანიძე (მუსიკა)
ბილეთის ფასი 5 ლარი
შემოსული თანხის 70 % გადაეცემა საღამოს მონაწილეებს
ხუთშაბათს, 29 აპრილს, 18 საათს ”კავკასიურ სახლში” შეხვედრა შოთა იათაშვილთან
რუსი/საბჭოთა დისიდენტები; 23 აპრილს, 00:00–ზე, პირველ არხზე, გადაცემა წითელი ზონა
როგორები იყვნენ და ვინ იყვნენ საბჭოთა დისდიდენტები. რესპუბლიკური პარტიის წევრი, ფრიდონ საყვარელიძე დეტალურად ისაუბრებს მათ შესახებ. როგორ ეპყრობოდნენ მათ სხვადასხვა დროს საბჭოთა ხელისუფლები.
22 აპრილი, 20 საათი, რუსთაველის 28
კლუბი ROCK CLUB და ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge წარმოგიდგენთ
დიტო შველიძე (პროზა) /გია თოიძე (მუსიკა)
ბილეთის ფასი 5 ლარი
შემოსული თანხის 70 % გადაეცემა საღამოს მონაწილეებს
შემოსული თანხის 70 % გადაეცემა საღამოს მონაწილეებს
გადაცემა ,,წითელი ზონა" – ბესიკ ხარანაული სიკვდილსა და უკვდავებაზე; 16 აპრილს, 00:00–ზე, პირველ არხზე
კლუბი ROCK CLUB და ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge წარმოგიდგენთ
ნათია ჯანაშიას პოეზიის საღამო
ბილეთის ფასი 5 ლარი
შემოსული თანხის 70 % გადაეცემა საღამოს მონაწილეებს
15 აპრილი, 20 საათი, რუსთაველის 28
ხუთშაბათს, 15 აპრილს, 18:00 საათზე, ”კავკასიური სახლი” გეპატიჟებათ ირაკლი ლომოურის შემოქმედებით საღამოზე. საღამოს წამყვანი--ბექა ქურხული... გალაკტიონ ტაბიძის ქ. 20
12 აპრილს, საღამოს 7 საათზე კაფე „ქარავანში“ გაიმართება შოთა იათაშვილის პოეტური საღამო და წერილების კრებულის პრეზენტაცია. კრებულში „დალაგება“ (გამომცემლობა „საუნჯე“, რედაქტორი ბესო ხვედელიძე, ყდის დიზაინერი გურამ წიბახაშვილი) შესულია 1997-2010 წლებში დაწერილი რეცენზიები სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემებისათვის, ანალიტიკური სტატიები თემატური კრებულებისათვის და წინასიტყვაობები წიგნებისათვის. ეს კრებული ბოლო პერიოდის ქართული ლიტერატურულ პროცესის ანალიზს წარმოადგენს. წიგნში შეგიძლიათ იხილოთ რეცენზიები ოთარ ჭილაძის, ერლომ ახვლედიანის, ნაირა გელაშვილის, ზაზა თვარაძის, დავით ჩიხლაძის, კარლო კაჭარავას, ბესო ხვედელიძის, თეონა დოლენჯაშვილის, ლაშა ბუღაძის, ზაზა ბურჭულაძის, ანა კორძაია-სამადაშვილის, თემო ჯავახიშვილის, ანდრო ბუაჩიძის და ბევრი სხვა ქართველი ავტორის შესახებ, ასევე ზოგადი და მიმოხილვითი წერილები ლიტერატურული პროცესისა და კულტურული ფენომენების შესახებ და ესეისტურ ჟანრში დაწერილი ლიტერატურული პორტრეტები.
ქალაქ თბილისის მერია, სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური
ქალაქ თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი
აცხადებს
ლიტერატურულ კონკურსს სტუდენტებისთვის
“მცირე პროზა”
8 აპრილს, 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან ჟურნალ "ლიბერალის" რედაქციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
კლუბი ROCK CLUB და ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge წარმოგიდგენთ
სანდრო ლორთქიფანიძისა და ნინო ბაშარულის ერთობლივი საღამო–"პოეზია და მუსიკა"
ბილეთის ფასი 5 ლარი
გიორგი ბუნდოვანის კინო–პოეტური ხედვა
მძიმე ანდეგრაუნდული დაბალი რეზოლუციის კინო–მინიატურები და პოეზია
8 აპრილი, 20 საათი, რუსთაველის 28
კლუბი ROCK CLUB და ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge წარმოგიდგენთ
სანდრო ლორთქიფანიძისა და ნინო ბაშარულის ერთობლივი საღამო–"პოეზია და მუსიკა"
ბილეთის ფასი 5 ლარი
შემოსული თანხის 70 % გადაეცემა საღამოს მონაწილეებს
1 აპრილი, 20 საათი, რუსთაველის 28
31 მარტს, ოთხშაბათს, შვიდის ნახევარზე, საჯარო ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში თამთა დოლიძის პოეზიის საღამო მოდით და მიიღეთ ფერები, ემოციები და კარგი პოეზია
მულტიმედია არტისტი - პოეზია, მუსიკა. არტი.
როკ კლუბის და ლიბ.გეს არტ საღამო.
25 მარტი. 20 საათი. რუსთაველის 28
litsakhelebi.ge-ს არტ-კონკურს "ეშმაკის ბორბალი"-ს გამარჯვებული ნაწარმოებების ავტორთა გამოვლენა და დაჯილდოვება მოხდება კვირას, 21 მარტს, 13 საათზე მუშტაიდის პარკის "ეშმაკის ბორბალთან".
კლუბი ROCK CLUB და ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge წარმოგიდგენთ
კატო ჯავახიშვილი
ნინო სადღობელაშვილი (პოეზია)
პანჩო (მუსიკა)
ბილეთის ფასი 5 ლარი
შემოსული თანხის 70 % გადაეცემა საღამოს მონაწილეებს
18 მარტი, 20 საათი, რუსთაველის 28
18 მარტი
13:00 - 18:00
თბილისის სამხატვრო აკადემია
ვატო წერეთელი,
დიმა დადიანი,
გიორგი კეკელიძე,
მამუკა ჯაფარიძე,
დავით ჩიხლაძე,
კოტე მინდაძე,
ხუთშაბათს, 18 მარტს, 18:00 საათზე, ”კავკასიური სახლი” გეპატიჟებათ თქვენი მონა-მორჩილის--გიორგი ბუნდოვანის შემოქმედებით საღამოზე. საღამოს წამყვანი--ბექა ქურხული... გალაკტიონ ტაბიძის ქ. 20
რადიო ,,უცნობი” (FM 98.0 ) ,,ძველი და ახალი წიგნები’’ დათო ტურაშვილთან ერთად, 13.00 სთ.
–
15 თებერვალი. სტუმარი გიორგი კეკელიძე
რადიო მწვანე ტალღაზე (FM 107. 4) შაბათს, 1 საათზე, გადაცემაში "სასამართლოში" ვასამართლებთ პოეტებს. გადაცემის სტუმრები: პროკურორი - პოეტი პაატა შამუგია, ადვოკატი - პოეტი გიორგი კეკელიძე. გადაცემის წამყვანი (მოსამართლე) -გიორგი ცხადაია. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში და მიიღოთ მონაწილეობა სასამართლო პროცესში მოწმის სტატუსით.
15-19 მარტს, აშშ საელჩო საქართველოში უმასპინძლებს ამერიკელ მწერალს, ჟურნალ “New Yorker”-ის მხატვრული ლიტერატურის ყოფილ რედაქტორ დანიელ მენაკერსა და “New York Times Magazine”-ის ყოფილ რედაქტორ ქეთრინ ბუტონს.
კლუბი ROCK CLUB და ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge წარმოგიდგენთ
დავით ქაშიაშვილი/რობი კუხიანიძე
11მარტი, 20 საათი
ბილეთის ფასი 5 ლარი, შემოსული თანხის 70 % გადაეცემა საღამოს მონაწილეებს, კლუბის მისამართი: რუსთაველის გამზირი #28
კლუბი ROCK CLUB და ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge წარმოგიდგენთ
ზაზა კოშკაძე (პოეზია)
ხვიჩა ყალაბეგაშვილი
გიგა რეხვიაშვილი (მუსიკა)
ნეკა ბაღდავაძე (ვიდეო–არტი)
ბილეთის ფასი 5 ლარი, შემოსული თანხის 70 % გადაეცემა საღამოს მონაწილეებს, კლუბის მისამართი: რუსთაველის გამზირი #28
Chardin Art Gallery - გალერეა შარდენი გიწვევთ ნინო მორბედაძის ნამუშევრების გამოფენაზე. გამოფენის გახსნა: 1 მარტს, ორშაბათს, 19.00 საათზე. გამოფენა გაგრძელდება 13 მარტამდე. მისამართი: გალერეა შარდენი, სასტუმრო თბილისი მარიოტი.
ღვინის კლუბი“ გამართავს ლექცია–სემინარს
„Whisky/Whiskey - თამაში ქერის ყანაში“
ლექციას წაიკითხავს მალხაზ ხარბედია
"კავკასიური სახლი", გ. ტაბიძის 20.
2 მარტი, 18. 30
25 თებერვალს, 20:00 საათზე, კლუბი ROCK CLUB და ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge წარმოგიდგენთ
თომა ჩალაძის (DJ) და ნენე კვინიკაძის (პროზაიკოსი) პერფორმანსს
ბილეთის ფასი 5 ლარი
შემოსული თანხის 70 % გადაეცემა საღამოს მონაწილეებს
კლუბის მისამართი: რუსთაველის გამზირი #28
ხუთშაბათს, 25 თებერვალს, 18 საათზე, "კავკასიურ სახლში" გაიმართება შეხვედრა მწერალ ბაჩო კვირტიასთან.
მისამართი: გ.ტაბიძის 20 (მერიის ძველი შენობის უკან)
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება მხატვარ ირაკლი ცაბაძის ნამუშევრების გამოფენა
25 თებერვალი, 17 საათი
ლიტერატურული კაფე “ქარავანი” 22 თებერვალს, ორშაბათს, 19 საათზე გიწვევთ შეხვედრაზე მწერალ ზურაბ ქარუმიძესთან . საუბრის თემაა "ლიტერატურა და მუსიკა".
კლუბი ROCK CLUB და ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge წარმოგიდგენთ
ტექსტი – კატო,
მუსიკა- ლევან ქუთათელაძე და ალეკო კაჭარავა,
პერფორმანსი - დათო ჩიხლაძე.
18 იანვარი, 20 საათი
ბილეთის ფასი 3–5 ლარამდე
შემოსული თანხის 70% პროცენტი გადაეცემა საღამოს მონაწილეს
ნატო ინგოროყვას პოეზიის საღამო
12 თებერვალი, პარასკევი, 19:00 საათი
მოზარდმაყურებელთა თეატრი, აღმაშენებლის პროსპექტი №99/1
კლუბი ROCK CLUB და ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge წარმოგიდგენთ
11 თებერვალი 8 საათი
პაატა შამუგიას პოეზიის საღამო
მუსიკა: ეკო და პარალელური თაობა
ანტიტყაოსანი, rock-poetry, მეტი ტექსტი, ნაკლები იდეალები
ბილეთის ფასი: 3-დან 5 ლარამდე
შემოსული თანხიდან 70 პროცენტი გადაერიცხება საღამოს მონაწილეებს
9 თებერვალს,19 საათზე, თუმანიშვილის თეატრში ტარდება ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა პოეტის ,დათა გულუას პოეზიის საღამო.
თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. 164
6 თებერვალს, შაბათს, 14 საათზე , ჟურნალისტთა შემოქმედებით კავშირში, ტარდება
პოეტ დიმიტრი წიკლაურის ახალი წიგნის
"ეკლების კრეფა გვირგვინსთვის" პრეზენტაცია
.მისამართი: ჭავჭავაძის 17-ა. შემოხვალთ ეზოში და გადხვალთ რკინის ხიდით "მციე აკადემიის" კორპუსში.მერე კი დაბლა ჩაბრძანდებით, მესამე სართულზე,ჟურნალისთა შემოქმედებით კავშირის მშვენიერ ოფისში. დასწრებაც თავისუფალია და ჭიქა ღვინოც ახალი წიგნიც იქვე გაიყიდება ან გაჩუქდება
ხუთშაბათს, 4 თებერვალს, რუსთაველის #28–ში, ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge და კლუბი Rock Club გიწვევთ არტ–საღამოების პროექტის პრეზენტაციაზე.
მუსიკა: გია ნიკოლაძე, ირაკლი ქოიავა (უდუ)
პერფორმანსი: დავით ჩიხლაძე/გვანცა რეხვიაშვილი
დასწრება თავისუფალია!
,,ქარჩხაძის გამომცემლობა’’ გიწვევთ ,,სულხან-საბას იგავების’’ პრეზენტაციაზე. ხუთშაბათი, 4 თებერვალი 19.00 სთ, TBCგალერეა, მარჯანიშვილის 7, IV სართული
4 თებერვალს, ხუთშაბათს , "კავკასიურ სახლში" გაიმართება გაგა ნახუცრიშვილის ლიტერატურული საღამო. დასაწყისი 18:00 საათზე მისამართი: გალაკტიონის ქ. 20 (სოლოლაკი, ძველი მერიის შენობასთან)
8 თებერვალს, 7 საათზე არტ–კაფე ,,ქარავანი" წარმოგიდგენთ დიანა ანფიმიადის პოეზიის საღამოს
მისამართი – ა.ფურცელაძე #10 (საჯარო ბიბლიოთეკასთან ახლოს)
არტ–კაფე ,,ქარავანში" 1 თებერვალს, 7 საათზე გაიმართება ზვიად რატიანის პოეტურ კრებულ ,,ნეგატივის" (გამომცემლობა ,,დიოგენე") პრეზენტაცია
მისმართი – ა.ფურცელაძე #10 (საჯარო ბიბლიოთეკასთან ახლოს)
საქართველოს რეინტეგრაციის სამინისტრო არტ–კაფე ქარავანში, 26 იანვარს 5 საათზე წარმოგიდგენთ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა შემოქმედებით საღამოს
მისამართი – ა.ფურცელაძე #10 (საჯარო ბიბლიოთეკასთან ახლოს)
წიგნები უცნაურ ენაზე
სამშაბათს 26 იანვარს 18.00 გაიხსნება სანდრო ასათიანის გამოფენა
ისამართი: ვია სან გალლო 25რ, 50129 ფლორენცია, იტალია
მაგთიკლუბი, რუსთაველის გამზ.22. / 20 იანვარი 19.00 საათი, ბასა ჯანიკაშვილის წიგნის (აბსურდისტანი) პრეზენტაცია (ბაკურ სულუაკაურის გამოცმელობა)
ორშაბათს, 18 იანვარს, საღამოს 7 საათზე არტ–კაფე ქარავანში გაიმართება გიორგი კეკელიძის პოეზიის საღამო.
მისამართი – ა.ფურცელაძე #10 (საჯარო ბიბლიოთეკასთან ახლოს)
11 იანვარს, 19 საათზე, გამომცემლობა "პეგასი" გიწვევთ არტ-კაფე "ქარავანში" პოეტ მარიამ წიკლაურის ახალი წიგნების პრეზენტაციაზე. მისამარტი ფურცელაძის ქ. 10
ორშაბათს, 28 დეკემბერს, მოზარდაყურებელთა სახელმწიფო თეატრში, 19 საატზე დიანა ანფიმიადის წიგნის " კონსპექტური მითოლოგია" პრეზენტაცია. მობრძანდით და იხილეთ სცენაზე ისინი, ვინც არასდროს გინახავთ სცენაზე და და ისინიც ვინც ბევრჯერ გინახავთ
23 დეკემბერს, 18:00 ეროვნული ბიბლიოთეკა გიწვევთ ლიტერატურული პროექტის - ,,ჩემი მოთხრობა" - დახურვაზე.
წარდგენილი იქნება ლიტერატურული კრებულები:;
1. ,,ჩემი ხუთეული – პოეზია ”, – კრებულში შესულია 90–ზე მეტი პოეტის 5 ლექსი;
2. ,,ჩემი მოთხრობა” – კრებულში შესულია 60–ზე მეტი პროზაიკოსის თითო ნაწარმოები;
3. ,,მონოლოგი... პირისპირ";
4. ,,საუბრები ლიტერატურაზე" – 2009.
კრებული , რომელშიც შესულია 60-ზე მეტი ქართველი მწერლის პროზაული ნაწარმოები.
კრებულებში გაეცნობით თანამედროვე ქართველ მწერალთა მონოლოგებსა და საუბრებს ლიტერატურის მნიშვნელოვან საკითხებზე. თემაზე.
ყოველწლიურად, 10 დეკემბერს, სტოკჰოლმში გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე სხვადასხვა მწერალს ნობელის პრემიას გადასცემენ.
ამ ტრადიციული რიტუალის გამოხმაურების მიზნით გამომცემლობა ,,ინტელექტი" TBC ბანკთან ერთად 10 დეკემბერს გეგმავს ერთდგიან სპეციალურ აქციას სახელწოდებით ნობელის დღე.
გამომცემლობა ,,ინტელექტი" ერთი დღით TBC ბანკის მარჯანიშვილის ოფისში ფასდაკლებით წარმოადგენს "ნობელის პრემიის ლაურეატების" სერიით გამოცემულ ყველა თარგმანს
წიგნების შეძენა მთელი დღის განმავლობაში შეგეძლებათ TBC ბანკის მარჯანიშვილის ოფისის ბიბლიოთეკაში.
ამ ერთდღიან პროექტს ბიბლიოთეკაშივე 16:00 საათზე დაასრულებს ნობელიანტთა ახალი ტომის – ივო ანდრიჩის "დრინის ხიდი"–ს პრეზენტაცია.
გამომცემლობა "დიოგენე" აცხადებს კონკურსს პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელებისათვის და აწესებს ვახუშტი კოტეტიშვილის პრემიას თარგმანისათვის ნებისმიერი ენიდან ქართულ ენაზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 20-დან 35 წლამდე მთარგმნელებს.
შემოტანის ვადაა 2010 წლის 20 იანვრიდან 20 თებერვლამდე.
ოთხშაბათს, 9 დეკემბერს, 18 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება
ქეთი გზირიშვილის
პოეზიის საღამო და კრებულის – „სვლის“ წარდგენა.
გთხოვთ, გვეწვიოთ
მწერალთა კავშირისა და მერიის ორგანიზებით ჩატარებული ბარათაშვილის პრემიის კონკურსის შედეგები ასეთია:
როინ აბუსელიძე
დიანა ანფიმიადი, გიორგი კეკელიძე.
გიო არაბული
გარდა ამისა საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდა ათი ახალგაზრდა შემოქმედი.
გამარჯვებულები გაემგზავრებიან იერუსალიმში
გამომცემლობა `ინტელექტი~ გიწვევთ
იოსებ გრიშაშვილის სახლმუზეუმში
იოსებ გრიშაშვილის პოეტური კრებულის – `100 ლექსის~
პრეზენტაციაზე.
გთხოვთ, გვეწვიოთ.
2009 წლის 5 დეკემბერი, 16:00 საათი
მისამართი: თბილისი, აბანოთუბანი, ალგეთის ქუჩა #1
მწერალთა კავშირის და თბილისის მერიის ორგანიზებით, ახალგაზრდა პოეტებისთვის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის უფლება 17 - 30 წლამდე ასაკის პოეტებს ჰქონდათ.
სპეციალური ჟიურის მიერ შერჩეული კონკურსანტების დაჯილდოების ცერმონიალი 4 დეკემბერს გაიმართება. კონკურსში გამარჯვებულს ნიკოლოზ ბარათაშვილის პრემია გადაეცემა. გამოვლინდება ასევე I, II და III ადგილის მფლობელებიც. გამარჯვებულებს თბილისის მერია სოლიდურ ფულად პრემიას გადასცემს. ამასთან, მათ განსაკუთრებული პრიზიც ელოდებათ. მერიის გადაწყვეტიელბით, ისინი რუსთაველის პრემიის ლაურეატებთან ერთად იერუსალმში გაემგზავრებიან.
4 დეკემბერს , 15 საათზე მობრძანდით ბარათაშვილის -სახლმუზეუმში (ჩახრუხაძის ქ.#9)
lib.ge - ლიტერატურული და სამეცნიერო თარგმანის კვირეულის ფარგლებში, 4 დეკემბერს 11.00 საათზე
სამეცნიერო კონფერენცია “ თარგმანი - კულტურათა დიალოგი”
მის. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, VIII კორპუსი, ჭავჭავაძის გამზ. № 13, მეოთხე სართული, სხდომათა დარბაზი.
სხდომის თავმჯდომარეები
პროფ. დალი ფანჯიკიძე
პროფ. ინესა მერაბიშვილი
მარიამ ნოდია -
შინაარსობრივი ინფორმაცია “ ვეფხისტყაოსნის პროლოგსა და
მის ინგლისურენოვან თარგმანებში;
ნათია ფურცელაძე -
ბერტოლდ ბრეხტის ,,Die unwurdige Greisin’’’’-ის ქართული
თარგმანის შესახებ;
მაია ბარიხაშვილი -
საქართველო- აზერბაიჯანის ლიტერატურულ-პუბლიცისტური
ურთიერთობები ( ძველი და თანამედროვე ვითარება);
მეგი გუმბერიძე -
XX საუკუნის თურქული ლიტერატურის ქართული თარგმანები;
მარიამ ბეჟიტაშვილი -
როცა ზარბაზნები ქუხან, მუზები დუმან
(ქართულ – ოსური მთარგმნელობითი ურთიერთობის
შესახებ);
ანა ბაქანიძე -
დიმიტრი გულიასეული ქართულ – აფხაზური თარგმანები;
ია გრიგალაშვილი -
ანკვირიის ადგილობრივი საეკლესიო კრების ზოგიერთ
ტერმინთა თარგმანისათვის;
მეგი გუდაძე -
ჯერომ სელინჯერის “ თამაში ჭვავის ყანაში” ქართულად;
თამარ ოსიძე -
ოსკარ უაილდის “ ბედნიერი უფლისწული “ ქართულად;
მარია კოპალიანი -
დროისა და ადგილის დისტანციის პრობლემა “ თქმულება
დინარას” ქართულ თარგმანებში;
ნათია დუნდუა -
სოჰრაბ სეფეჰრის პოემის “წყლის ფეხის ჩქამი” და ფორუყ
ფაროხზადის ლექსის “მეორედ დაბადება” ქართული
თარგმანები;
სოფო ჯგერენაია –
“ ვისრამიანი”, როგორც ქართულ – სპარსული კულტურული
ურთიერთობის ნიმუში
ნინო ცომაია -
ავტორისეული თარგმანის პრობლემა ზურაბ ქარუმიძის
“ პაროდოსის” მიხედვით;
ზურაბ ურიადმყოფელი -
თანამედროვე მთარგმნელობითი ტენდენციები
ლელა კურტანიძე -
თარგმანი – კულტურათა დიალოგი
დიანა ანფიმიადი -
პოეტურ – სემოტიკური ნიშნის ცვლილება მხატვრული
თარგმანისას
შეიქმნა ახალი ლიტერატურული საიტი http://literaturuli.com/
პორტალის აღწერაში ვკითხულობთ:
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლიტერატურული საიტი? ეს ალბათ საკამათო საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერი ვერასოდეს შეცვლის წიგნის კითხვის კულტურას, და რომ წიგნს სხვაგვარი ინტიმი გააჩნია, ვაღიარებ, - საიტის მთავარი ხიბლი მისი ინტერაქტიული გარემოა, სადაც მკითხველს საშუალება ეძლევა დააფიქსიროს თავისი აზრი და განწყობა ტექსტის მიმართ, ხოლო ავტორს - მიიღოს თანაგანცდა ან კრიტიკული არგუმენტი. ჩემთვის ორივე თანაბრად საინტერესოა. მოხარული ვიქნები, თუკი შემეხმიანებით და გამოთქვამთ თქვენს მოსაზრებას; ხოლო რამდენად გაამართლებს ეს იდეა, თავად განსაჯეთ.
ხუთშაბათს, 26 ნოემბერს, ერთი მსახიობის თეატრში გამომცემლობა ,,პეგასი" გიწვევთ ნინო სადღობელაშვილის რომან ,,ორსულის" პრეზენტაციაზე
დასაწყისი – 18.00 საათზე
მისამართი – ფიქრის გორა, ვერიკო ანჯაფარიძის # 16
გამოვიდა ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული კრებულის მე-6 ნომერი ახალ კრებულში 25–მდე ავტორის საინტერესო სტატია, ინტერვიუ და მოსაზრებაა შესული.
ირაკლი კაკაბაძეს OXFAM NOVIB/PEN პრიზი გადაეცა
ჰააგა, 18 ნოემბერი, 2009 წელი
საერთაშორისო პენკლუბისა და ოქსფამ ნოვიბის კომიტეტმა საკუთარი 2009 წლის პრემიების ლაურეატები გამოაცხადა.
2009 წელს ამ პრიზით სულ ხუთი ლაურეატი დაჯილდოვდა მსოფლიოში. ესენი არიან: კანადელი მწერალი მაზიარ ბაჰარი, შრილანკელი ჟურნალისტი სონალი სამარასინგჰე, კოლუმბიელი ესსეისტი ანიელ კორონელი, ვიეტნამელი მწერალი ჩი დანგი და ქართველი მწერალი ირაკლი კაკაბაძე.
ირაკლი კაკაბაძე პირველი ქართველი მწერალია, რომელმაც ეს პრიზი მიიღო. გასულ წლებში ამ პრიზით დაჯილდოვდნენ რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, თურქეთის მოქალაქე სომეხი ესსეისტი ჰრანტ დინკი (ორივე გარდაცვალების შემდეგ), ვიეტნამელი მწერალი დოუნგ თუ ჰუონგი და სერბი მწერალი დეჟან ანასტასიევიჩი.
საერთაშორისო პენკლუბი მოწოდებულია რომ დაეხმაროს მწერლებს და სიტყვის თავისუფლებას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ოქსფამ ნოვიბის ორგანიზაცია კი დაკავებულია ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო განათლების საკითხებით მთელს მსოფლიოში.
საქართველოს საპატრიარქო
საქართველოს მწერალთა კავშირი
2009 წლის 25 ნოემბერს, ოთხშაბათს, 17 საათზე გიწვევთ
ქ ე თ ე ვ ა ნ შ ე ნ გ ე ლ ი ა ს
პოეზიის საღამოზე
(შედგება ახალი კრებულის _ `მზე და ღრუბელი~ პრეზენტაცია)
მისამართი: სამების დიდი საკათედრო ტაძრის ტერიტორია, საპატრიარქოს `ახალგაზრდული ცენტრის~ დარბაზი
გთხოვთ მობრძანდეთ
2009 წლის დეკემბერში, ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge და ქალაქ თბილისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა მონიტორინგის განყოფილება ატარებს ლიტერატურული და სამეცნიერო თარგმანის კვირეულს. თარგმანის კვირეული გაგრძელდება 5 დღის განმავლობაში და მის ფარგლებში ჩატარდება მრავალი საინტერესო ღონისძიება. დაგეგმილია სამეცნიერო კონფერენციები და სემინარები, ლიტერატურული საღამოები, მასტერკლასები ახალგაზრდა მთარგმნელთათვის, წიგნის პრეზენტაციები, დისკუსიები, წიგნების გამოფენა – გაყიდვა და სხვა.
lib.ge -ს თარგმანის კვირეულის პროგრამა
იხილეთ ვრცლად:
17 ნოემბერს,18:00 საათზე, საჯარაო ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში, საგამოფენო დარბაზში გაიმართება ქეთო ნინიძის წიგნის "მილიტარისტული ნარატივის მორფოლოგია"
1 ნოემბრიდან რუსთაველის თეატრში დაიწყო პროექტი „ახალი ტალღა“, რომლის ფარგლებშიც შეირჩევა 10 ახალგაზრდა რეჟისორი, დრამატურგი, მუსიკის ავტორი და სცენოგრაფი, რომლებიც 2009-2010 წლების თეატრალური სეზონის ბოლოს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე წარმოადგენენ 10 სპექტაკლს. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო”.
პროექტის ფარგლებში ცხადდება დრამატურგების და სცენოგრაფების კონკურსი
პოეზიის პირველი საერთაშორისო ვირტუალური ფესტივალი: პირდაპირი ჩართვები 14 ნოემბერს. მონაწილეობს საქართველოც. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ http://stanzapoetry.org/virtual-festival.php მითითებულია გრინვიჩის დრო.
ირაკლი ჩარკვიანის მოთხრობების კრებულის
"ძველი სათამაშოები"
პრეზენტაცია
18 ნოემბერი 2009
15:30 - 17:30
"პურპური"
მის.: აბო თბილელის ქ.1
2009 წლის ნოემბერში, ელექტრონული ბიბლიოთეკა ლიბ.გე და ქალაქ თბილისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა მონიტორინგის განყოფილება ატარებს ლიტერატურული და სამეცნიერო თარგმანის კვირეულს. თარგმანის კვირეული გაგრძელდება 5 დღის განმავლობაში და მის ფარგლებში ჩატარდება მრავალი საინტერესო ღონისძიება. დაგეგმილია სამეცნიერო კონფერენციები და სემინარები, ლიტერატურული საღამოები, მასტერკლასები ახალგაზრდა მთარგმნელთათვის, წიგნის პრეზენტაციები, დისკუსიები, წიგნების გამოფენა – გაყიდვა და სხვა.
კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება უახლოეს მომავალში.