29.07.2015

პროექტის ფარგლებში გამომცემლობა „ინტელექტის“ ოფიციალური მოწვევით 25-29 მაისს საქართველოს ეწვევა სერბი მწერალი იასმინა მიხაილოვიჩი, გამოჩენილი სერბი მწერლის მილორად პავიჩის მეუღლე, რომელიც თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის განსაკუთრებული სტუმარი იქნება.

 

პროექტის ფარგლებში გამომცემლობა „ინტელექტის“ ოფიციალური მოწვევით 25-29 მაისს საქართველოს ეწვევა სერბი მწერალი იასმინა მიხაილოვიჩი, გამოჩენილი სერბი მწერლის მილორად პავიჩის მეუღლე, რომელიც თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის განსაკუთრებული სტუმარი იქნება.
29 მაისი, 19:00 – იასმინა მიხაილოვიჩისა და მილორად პავიჩის წიგნების შემაჯამებელი, მასშტაბური პრეზენტაცია საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება იასმინა მიხაილოვიჩის, მისი ლიტერატურული აგენტის – სტეფანო ბისაჩის, ქართველი მთარგმნელებისა და რედაქტორების მონაწილეობით.


დასწრება თავისუფალია!

29.06.2015

ლიტერატურული პროცესების წახალისებისა და გააქტიურების მიზნით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მწერალთა სახლის მიერ დაარსდა  ყოველწლიური ლიტერატურული პრემია,

 ლიტერატურული პროცესების წახალისებისა და გააქტიურების მიზნით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მწერალთა სახლის მიერ დაარსდა  ყოველწლიური ლიტერატურული პრემია, რომელიც ხუთ ნომინაციაში გაიცემა:

•     წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები (კრებული/რომანი)

•     წლის საუკეთესო პოეტური კრებული

•     წლის საუკეთესო საბავშვო წიგნი

•     წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი

•     წლის საუკეთესო დებიუტი

 

თითო ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია 4000 ლარის ოდენობით.

 

ლიტერატურული პრემიის საკონკურსოდ განიხილება 2015 წელს წიგნად/ელექტრონულ წიგნად ქართულ ენაზე გამოცემული ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები;

პრემიაზე წარდგენილი წიგნი უნდა იყოს ტექსტის პირველი გამოცემა;

წიგნის კონკურსზე წარდგენა შესაძლებელია  მხოლოდ გამომცემლის მიერ;

გამომცემლობებმა თითოეულ ნომინაციაში შეიძლება წარადგინონ არაუმეტეს ხუთი წიგნისა. 

კონკურსის შედეგებს აფასებს მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგება; ჟიურის შემადგენლობა ყოველწლიურად შეიცვლება და მასში შევლენ ის მწერლები და ლიტერატორები, რომელთა ნაწარმოებიც ამ წელს საკონკურსოდ არ განიხილება;  გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ფარული კენჭისყრით.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2015 წლის 25 დეკემბერი.  

მოკლე სიას ჟიური  2016 წლის მარტის ბოლოს წარადგენს.

კონკურსის გამარჯვებულები კი 2016 წლის მაისში, საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდებიან.

 

გამომცემლობებმა კონკურსში მონაწილეობისთვის მწერალთა სახლის  მისამართზე (მაჩაბლის ქ. 13) უნდა  წარმოადგინონ:

- განაცხადი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით, მწერალთა სახლის დირექტორის, ნატალია ლომოურის სახელზე;

- საკონკურსოდ შერჩეული წიგნები (3 ეგზემპლიარად);

 

ელექტრონული წიგნების წარსადგენად განცხადება, ინფორმაცია და წიგნის ბმული მოგვაწოდეთ ელ. ფოსტაზე [email protected];

დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით [email protected]

ტელ:  +99532 297 41 01; 297 41 02

30.08.2015

ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალზე თბილისს ეწვევა ფილიპ ბესონი, თანამედროვე ფრანგი მწერალი, 16 რომანისა და რამდენიმე კინოსცენარის ავტორი...

ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალზე თბილისს ეწვევა ფილიპ ბესონი, თანამედროვე ფრანგი მწერალი, 16 რომანისა და რამდენიმე კინოსცენარის ავტორი, 2 ლიტერატურული პრემიის ლაურეატი. მისი ჩამოსვლა შესაძლებელი გახდა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო სააგენტოს (AUF) ფინანსური მხარდაჭერით. ფილიპ ბესონი ლიტერატურული ფესტივალის პირველ დღესვე წარდგება ქართველი საზოგადოების წინაშე  - 18 მაისს 18:30  მწერალთა სახლში გაიმართება მისი რომანის „იქიდან ზღვა მოჩანს“ პრეზენტაცია. წიგნი გამოიცემა გამომცემლობა ინტელექტის მიერ, მთარგმნელი დალი იაშვილი.

30.08.2015

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი. 18-23 მაისი, 2015 მწერალთა სახლი თბილისის პირველი საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ინიციატორი და ორგანიზატორია.

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი. 18-23 მაისი, 2015

მწერალთა სახლი თბილისის პირველი საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ინიციატორი და ორგანიზატორია. თანამედროვე საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სხვადასხვა საერთაშორისო სახელოვნებო ფესტივალები. მათ შორის: თეატრალური ფესტივალი “საჩუქარი”, კინოფესტივალი ”პრომეთე”, კლასიკური მუსიკის, ფოლკლორისა თუ ჯაზის  სხვადასხვა ფესტივალები და ა. შ. ყოველივე ამის ფონზე თვალშისაცემია, რომ უზარმაზარი ლიტერატურული ტრადიციების მქონე ქვეყანაში არ არსებობს საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, რომელიც ერთის მხრივ გაზრდიდა მსოფლიო ლიტერატურული სამყაროს დაინტერესებას ჩვენი ლიტერატურისადმი, ხოლო მეორეს მხრივ ქართველ ავტორებსა და მკითხველს შესაძლებლობას მისცემდა უშუალო კონტაქტში შესულიყო თანამედროვე უცხოელ მწერლებთან. აქედან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია, ყოველწლიური საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის დაარსება. ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ კავკასიის რეგიონში ფაქტობრივად არ არსებობს ასეთი ტიპის ფესტივალი და ამ შემთხვევაში საქართველო თავის თავზე აიღებს კავკასიის რეგიონში ლიტერატურული კონტაქტების გაღრმავების მისიას.

ლიტერატურული ფესტივალის დანერგვა და ჩატარება, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსის ფონზე; საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას დასავლეთში.

ლიტერატურული ფესტვიალის სტუმრები არიან:

1. სარა ბოუერი, დიდი ბრიტანეთი

2. ანთეა ნიკოლსონი, დიდი ბრიტანეთი

3. სვეტლანა ალექსიევიჩი, ბელარუსი

4. კაროლინ ფორშე, აშშ

5. კიმბერლი ჯონსონი, აშშ

6. ლიუსი ტაპაჰონსო, აშშ

7. რაულ შროტი, ავსტრია

8. ფილიპ ბესონი, საფრანგეთი

9. ვერა პავლოვა, რუსეთი

10. მიკოლა ლოზინსკი, პოლონეთი

11. კლაუდიო პოცანი, იტალია

12. ვიოლეტ გრიგორიანი, სომხეთი

13. გიუნელ მოვლუდი, აზერბაიჯანი

14. სერგეი ჟადანი, უკრაინა

15. იოსიფ ნოვაკოვიჩი, კანადა

16. რასულ იუნანი, ირანი

 

ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. 

სხვა მხარდამჭერები არიან: აშშ-ს საელჩო საქართველოში, იტალიის საელჩო საქართველოში, გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი, ბრიტანეთის საბჭო, პოლონეთის წიგნის ინსტიტუტი (პოლონეთი), რობერტ ბოშის ფონდი (გერმანია).

ფესტივალის სხვა პარტნიორები არიან გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი, ევროპის სახლი, კავკასიური სახლი, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, ამერიკული აკადემია თბილისიში.

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან - "ახალი საუნჯე", "არილი", "ლიტერატურული გაზეთი",  რადიო "შოკოლადი", "არტარეა" და "ლიბერალი"