Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
ლექსი
გადაფრენა


გადაფრენა

 

 




  - მომხვიე ხელი!
  - ეს ხელი ხის ტოტია!..
  - მომეცი
ტოტი
და ზამთრისკენ გაწვდილი ბუდე -
ჩიტსაც წავიღებ, როგორც ხურდას
- რომ დაგიბრუნდე
- ვდგავარ ნაპირთან და ზურგსუკან
ფრინველებს ვისვრი:

ზამრთისპირია.
ცივი თოვლი - ავი ძაღლია
( მოვგორავ თუკი, ლამისაა
ძვლებიც კი დახრას
ჩემი ) ეზოში
- გადააბი; გთხოვ,
მიახვეტე
მეორე ნაპირს ანუ ზამთრის
მიწურულს - მესერს;

საით მივდივართ - მე, ჩიტები
- ჩვენ უკვე ვიცით
და - სიკვდილიდან - მობრუნების
ყველა გზას ვეძებთ…

ეს ბინდიც - ყვავის
- ბუმბულია,
ქარს მოჰყვა - კარში;
მივხურე თვალი.
მე ღრმა ძილის ბუდეს ვიშენებ
- აქ მეყოლება, ალბათ, ბავშვი
- ჩემი სიზმარი
თუკი ახდება, შენ მოგიყვანს -
სიზმრის ბინადარს.



2010

.