Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
ლექსი
ბალადა


ბალადა

 



ამ ტყის მწვანე თვალი უმზერს,
ამ ცის ლურჯი თვალი უმზერს,
მიწის შავი თვალი უმზერს, ისე
მოდის მამაჩემი. 
მამავ,
რა ამბავი მოგაქვს - 
რა ამბავი დამაწიე 
- თოვლის მოსვლას? ხმას - 
კლდე შენი ცოდვით გასკდა - რა 
მაყუჩით დაუწიე ~ მამამ
გუდას პირი მოხსნა: ბებოს 
ნემსი უჩხვლეტია თითში - ერთი
ანგელოსი დაეტია ნემსის წვერზე;
სიმაღლიდან გადმოვვარდი ცივი,
თეთრი - ის მოკვდა და
მე დავბერდი ~ მამა,

თოვლივით მოდიხარ! მამა,
შენც თოვლივით წახვალ! 

ყველას ასე იტირებენ: 

” გაზაფხულდა, - დედა გადნა ”
” გაზაფხულდა, - მამა გადნა ”
” გაზაფხულდა, - შვილი გადნა 



2009

.