Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
ლექსი
მე და ღამე


მე და ღამე





ხოლო თავი - თვითმკვლელობაზე
ფიქრით მანათობელი - ჩაშვებული
ლუდით სავსე კათხაში - ჩაკიდული 
- ორმაგად გათრობს.
ჯერ უნდა გაიაზრო ცოცხალი ღამე,
ქაფმოდებული ყვითელი ღრუბლით -
ჩაიფინო მისი 
აბრეშუმის დარი სიმსუბუქე, მისი
ხრწნადი სხეულის გაზი - ადამიანთა
წარმავალი ლხინით გაბერილი 
ათასობით აეროსტატი,
გაშვებული უნაყოფო ნიადაგიდან.
მერე, მიუბრუნდე თავს, 
წყვდიადში რომ გაგექცა თუ დაგექცა
ან - მოგიბრუნდეს, როგორც წყევლა 
მაწყევრისა და მიხვდე,
რომ არ არსებობს: სიმწარე თვინიერ
საკუთარი სიცოხლისა... თესლი.



2009

.