უიკენდი მეგობართან
უიკენდი მეგობართანგავწიეთ ერთმანეთისკენ -
ეს გავს - დავემშვიდობეთ სინათლის ტივებს,
რომლებმაც გადაიყვანეს მეორე ნახევრები,
ანუ
გამოვიგონეთ უცნაური ველოსიპედი -
გადავაბით შაბათ-კვირა, მათი
ორი მზითა და ორი მთვარით
მიწის ნაკვთებს დავუყევით -
ვისვენებთ - ერთმანეთის სხეულზე
ვალაგებთ მკლავების სიმძიმეს....