Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
ლექსი
ჰაიკუ ელენესგან


ჰაიკუ ელენესგან

სივრცე
თბილი სიზმრებიდან
ვერასოდეს ბრუნდება საღ-სალამათი
-ვახელ და
ფრინველივით ეხეთქება თვალებს-
ფანჯრის მინებს...აქედან
გამოფინეს ბარტყიანი ზეწარი,
უნაყოფო ბაღებს
აქედან დააბერტყეს ჩემი
ნაცრისფერი განთიადებიც
და:წავიდნენ.

"ჩვენ აღარ ვცხოვრობთ
შინ-სადაც ბაბთასავით
შევკარით გზები."

მახსოვს,ქარიც იყო-ძველი ტანსაცმელივით დაიძენძა,
ქალაქის ვიწრო ქუჩებს გამოდებული-შემომაცვდა;
მხოლოდ ხელნაწერი-ბეღურების გუნდი,
ხეებზე მიჭმუჭნული,მო-ვიკითხო უნდა
და-ოდესმე-დავწვა,
მარტის კატას
გავატანო.





2009.