9 თვე
9 თვეგაზაფხული წაიღეს მერცხლებმა-
სულ ჩალა-ჩალა გაიტანეს ბუდეებისთვის
ჩემი დის ნახელავი საფრთხობელა...
რიღათი ამოვჩურთო?
ისევ მის ხელებს ვუბრუნდები-
თვალებზე მაფენენ ჩაის ფოთლებს,
ცხადი რომ არ ჩამიბრუნდეს.
სათითაოდ გადააქვთ დარჩენილი თვეები
ჩემი მუცლიდან
...
როცა კვდები ან იბადები ქალისაგან,
მშვილდივით გადახრილი მათი სხეულები
ყინულის ისრებს მოზიდავენ ხოლმე-
ქალებმა იციან ტკივილის ტარება,
იციან,როგორ დაიტირონ.
მე კი ვერაფერს ვუხერხებ ჩვილებს,
ჩემში რომ იზრდებიან ყოველ წელს
სიბერემდე.
ესაა,-
ხანდახან,წყალს თუ გავატან
ქაღალდის გემად გადაკეცილ მარტოობას.
აი,ახლაც-
გემბანიდან ხელს იქნევენ არაფრები,
დროებით მემშვიდობებიან.
2008.