Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
ლექსი
..ან..


..ან..

შენ გირჩევნია
მსხმოიარე
ყვავებით ნაძვებს
ესროლო გირჩი-
ააფრინო
ყვავებთან ერთად
შენი ტკივილი,
ვით ბავშვების
"პეპელა"ფრანი,
სამ პერიოდში,
პირობითად,
მაინც რომ კვდება,
შენს ინფანტილურ ღიმილამდე,
და ასე დარჩე...

მეც მახსენდება ჯადოქრობა,
სარეცხის ჯოხით
დავდევდი ვით (არ)გასაქრობად
განწირულ საგნებს,-
და რომ საგნების
უჩვეულო გამექცა ჯოგი
ბოლოს და
ახლა
დღე-ღამეთა მიჯნამდე აგნებს
ადევნებული უსულგულო ცხოველებს
დაღლა...

რა რჩება?
მხოლოდ-
მწუხარების ამ სიმაღლეზე
ჩვენი თავიდან
ავაფრინოთ
ჩვენივ თავები,
ან ერთმანეთის
სიცხოველეს
დავუწყოთ დევნა...



2008.