ანნა ყვავილს
ანნა ყვავილს"სისხლიანი ბროწეულების ხეივანში
ჭიანჭველას მიაქვს შენი
წამწამი."
("ვარდისფერი ავტობუსიდან")
ანნა,სარკეში,
როგორც ხელნაწერი,
უკუღმა ვჩანვარ!
ანნა,კედელზე
მოხაზული ხელების ჩრდილი
უჩვენებს ჩვენგან დავიწყებულ
დიდი ხნის ამბავს:
მიასეირნებს ბროწეულის ხეივანს წყვილი...
ანნა,დღეების,გვირილების
ფურცლების წყება,
რა ვქნა,"ვუყვარვარ"არ ვუყვარვარ"ოცნებას მიყვნენ!
ან რა,
ვინ ქარი ჩამოვარდა,ხეებს რომ ება?!
ასე გროვდება გული ქვებად...თითქოსდა რიყე.
ანნა-სერობა...ქრისტიანნებს
გაგვეყო ღამე,
ახალ სიცოცხლეს და ტკივილებს
შთაბერა სული.
ანნა,რა ვქენით?!-გვირილები,ისევ შენ და მე,
ისევ მხურვალე სხეულების და ყვავილ-წნული...
ნეტავ,
სიზმარი გადაქანდეს საათის ისრის
საპირისპიროდ და მაჩვენოს
ღიმილით
ანნა!
იმ ბროწეულის ხეივანებს დარჩებათ შვილი...
წყვილი წამოვა
წამწამებად,
სიზმარად,
ქარად.
2008.