Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
ლექსი
ელენ!


ელენ!

ამ ნასახლარზე,რომ იღვიძებს მოწყენა,მარტო
მე ვერაფერი...შესაფერი ამინდი დადგა-
მწიფე საზამთროს ნაჭერივით...და ისე მატკბობს,
სევდაც კურკებად
მივაყოლე
და გულზე მადგას.

ამ ნასახლარზე წიგნებივით დამტოვე:ღია,
წაუკითხავი...სურნელება ახალი წიგნის
მაგიდებიდან,ფანჯრებიდან...ქარია...მიაქვს
...
სადღაც იქ,შიგნით-
სუიციდის თამაში მართობს,
გარეთ-მარტივად
ერითმება მოწყენას მარტი.



მაგიდის წიგნზე სათვალეა...დაგირჩა,ელენ!
და შენი თმებიც სავარცხელში სარკის წინ გტირის-
შენს იქით,ანუ ათასერთი სიზმარის მერე...



2008.