Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
ლექსი
კიკუძირო


კიკუძირო

ნაჭერ-ნაჭერ გამოვექეცი არარსებულ
სასწაულებს და -ახლა ასე-
სინანულის გარეშე მიმაქვს ეს ჩემი გუდა,
მატყუარა ბავშვობით სავსე...ქარი კი
სათამაშო ხეებს აჩხარუნებს.



გზად ყაჯი-ბადი-აბრეშუმის ღამე მაქვს-
კატის ფეხებით მოარული სხეულზე-მერე,
ღამეც აღარ ყავს ღამეს და მეც-ცალი ვარ,სხეულის
გარეთ...ქარი კი,
ისევ,
სათამაშო ხეებს აჩხარუნებს.

გუდაში ღმერთიც მიზის-ვოლფრამის ციმციმს
მომაგონებს-
შუქნიშნებად ვარიგებ ქუჩა-ქუჩა
და მაინც ვერასოდეს იკრიფება
ჩემი მკლავების მძიმე ყელსაბამი;
ვისი ყელიდანაც ჩამოწყდა,
ისიც აღარ ჩანს...ქარი კი
სათამაშო ხეებს აჩხარუნებს.



2008.