ბინაში
მთარგმნელი წურწუმია სერგო
ბინაშიშუქი ეღვრება ერდოს,
ღამის ვარსკვლავი ელავს.
დედა აიღებს ვედროს
და წყალს მოიტანს ნელა...
წითლად ხასხასას ადრე
ცვივა ფურცლები ყვავილს.
გადარჩენილი ავდრებს
ლპება თავთხელში ნავი.
ჩემი ოთახის სარკმელს
ძეწნის მოქარგავს ჩრდილი.
მე კი, რამდენი საქმე
ხვალ მელოდება, დილით!
მოვრწყავ უთუოდ ყვავილს,
ვიგლოვ ბედს, გამქრალს ნავსად
და დადგომამდე ღამის
მთლად შევაკეთებ ნავსაც...
1965.