Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
პროზა
მიმართვა რუსეთის იმპერატორის პავლე პირველისადმი


მიმართვა რუსეთის იმპერატორის პავლე პირველისადმი

საუკუნემან ამან სახსოვრად საგლოველმან, სიტყვიერით ბუნებათა დიდებისა ხელმწფისა დიდისა ქვეყანისაგან წიაღთა ზეცისათა მესაუნჯემან, და დიდისა იმპერატრიცა ეკატერინისაგან უბედნიერესითა ყვავილოვნებითა დატკბობილმან როსიისა ვრცელმან იმპერიამან მოჰფინა ცისქვეშეთა ნისლი მწუხარებისა: ვინათგან ღმრთივმთავრობითითა განჩინებითა დიდმან ეკატერინა განავრცელა სტუმრობა საღმრთო და ხელითა ანღელთათა წარიგრაგნა საღმრთო იგი ცა სიტყვიერი, რომელიცა ოთხკერძო ქვეყანასა ზედა ქუხდა ძლიერებით.

საღმრთოსა დადუმებისათვის უდიდებულესობისა მისისა სახსოვრად საუკუნოდ იგლოვს ქვეყანა, ვინაითგან სადღესასწაულო იგი თავდგმულება ქრისტიანეთა, ჩრდილოით კერძო თხემსა ზედა სიონისასა, მადღეებელი ბუნებათა მზე იგი ღამიანთა მოაკლდა თვალთაგან თვალთაგან მედღესასწაულეთა ძეთა თვისთა ხელმწიფე თვითმპყრობელი და დედა საზოგადო

იხარებს ეკლესიაცა, ვინათგან აღვისტრებთა ხელმწიფეთაგან პატივსაცემელისა დიდისა როსსისა უმაღლესისა ტახტისაგან კათოლიკე ეკლესიამან განუმზადა ამბონი თვისი ალაბასტრსა სავსესა მირონითა მით ცხებულისა დიდისა უსამღვდელოესისა გვამისათა, რომლითა ძეთა თანა როსსიისათა ნათესავნი ივერიელნი, მედღესასწაულენი უდიდებულესობისა მისისანი, მიგვცა ერთბამად საგლოველსა მწუხარებასა, მღაღადებელნი ერთხმად: დავაკლდით ერნი ქრისტიანენი უმოწყალესსა ხელმწიფესა და საზოგადოსა დედასა!

გარნა დასასრულსა მწუხარებისასა, დასაბამად საზოგადოსა მხიარულებისა, დღესასწაულობს ყოველი ივერია, ვინათგან განგებამან საბაოთურმან, სიმტკიცედ სჯულთა, დაცვად ეკლესიათა, განვრცელებად იმპერიისა, საუკუნოდ ნეტარებისა ღირსისა დიდისა იმპერატრიცა ეკატირინას სახელმწიფოთა შრომითა, დაადგა გვირგვინად იმპერატორება უდიდებულესობისა თქვენისა, და საზოგადოსაგან დედისა დაობლებულსა იმპერიასა აღუდგინა მამა მოწყალებისასაზოგადო, რომლისათვისცა უმდაბლესად თაყვანისცემით მომლოცველნი და მედღესასწაულენი, უმაღლესსა ტახტსა ზედა აღსვლისა უდიდებულესობისა თქვენისანი, შევვედრებთ თავსა ჩვენსა მფარველობასა ქვეშე იმპერატორებისა თქვენისასა, და მე, უერთგულესისა მონებისა ჩემისა მსხვერპლად სისხლადმდე შემწირველი, დავშთები ნიადაგ უდიდებულესობისა თქვენისა უმოწყალესის ხელმწიფისა ჩემისა უმდაბლესად მონად.



(1796 წელი).