Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
ლექსი
რომანი
რომანი გოგონებზე


მთარგმნელი ჭაბაშვილი კახა
რომანი გოგონებზე

გოგონებს უცხოელები უყვარდათ. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს თავისიანები არ ყვარებოდათ. პირიქითაც კი, უყვარდათ და ძალიანაც უყვარდათ, მაგრამ ეს ადრე იყო, სადღაც შორეულ წარსულში.

აი, თუნდაც, ასე 6-7 წლის წინ, მავანი გოგონა, მთლად ქორფა და ნორჩი, სახელად თამარა, ნიკოლაი სვიატენკოზე ყურებამდე იყო შეყვარებული. ნიკოლაი - ზრდასრული და წარმოსადეგი, ორი ოქროს კბილით, მეოცნებე და კანონთან ერთობ მწყრალად მყოფი ყმაწვილი, მეტსახელად კოლეგა. ნიკოლაი საიმედო და ერთგული პარტნიორი, მასთან ნებისმიერი საქმის დაჭერა სასიამოვნოა და ამიტომაც შეარქვეს – კოლეგა. ბავშვობაში ნიკოლაი მტრედებს დასდევდა და წარმატებითაც იპარავდა. რაც შეეხება მტრედებს, საკმაოდ სახიფათო საქმეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მეზობელ ეზოში ხსნი და `კონკაზე~ მიგყავს გასაყიდად ლიონკა ცინგლიანთან ერთად. ეს ცინგლიანი საქმეშიც გადიოდა. თუმცა, უსაქმური კრეტინი უკვე არაყსაც სვამს, მისი ძმა კი `კოლიბრზე~ მუშაობს.

ამან ლიონკას `ფინკაც~ გაუკეთა და სამართებელიც - ნაწრთობი ფოლადისაგან. ლიონკა `ფინკასა~ და სამართებელს ყველგან თან დაათრევს. ჰოდა, ამ ლიონკასთან ერთად დადიოდა ნიკოლაი `კონკაზე~ მოხსნილი მტრედების გასასუხარებლად – მოთამაშე მტრედები, ბერები, ხანდახან უფრო იაფიანი მტრედებიც ჰყავდა ხოლმე. აი, ბაზრობაზე კი უკვე დაძრწიან გაქურდული მეზობლები, რომელთაც ნიკოლაიმ მტრედები აწაპნა. ეს კოდლა ყველა მტრედს თვალჩაციებით უყურებს, საკუთარის პოვნას ცდილობს. ესენი ჯერ 16 წლისანი არ არიან და დიდი `სროკის~ ეშინიათ, დანებს ატარებენ და არცაა გამორიცხული, ვინმეს ბარძაყშიაც გამოუსვან.
-რამდენს ითხოვ მაგ წყვილ ქოჩორაში?
-ას ორმოცდაათს.
-ვარშავულები როგორღაა?
-ერთი ფასი აქვს.
-რამდენი ხანია, რაც შენთან არიან? – შეკითხვებთან
ერთად დაკარგული მტერედების მაძიებლები ფრთხილად კრავენ წრეს მათ ირგვლივ, კბილებს შორის აწიტებენ, დაძაბულობისაგან ფითრდებიან, ხელებიც უოფლიანდებათ და უბორნიაში წასვლის სურვილი უჩნდებათ.
სწორედ ასეთ მომენტებში იჩენდა კოლეგა გასაოცარ მიხვედრილობასა და ალღოს. უმალ სცნობდა მოპარული მტრედების ყოფილ პატრონებს და დუჟმორეული, ლამის ტანსაცმელს იხევდა ტანზე:
-უჰ, თქვე სამარცხვინო მგლებო, წაიყვანეთ, ყველა
წაიყვანეთ! – ბოლო ხმაზე ბღაოდა და გალიიდან გამოყვანილ მტრედებს ხელებში სჩრიდა მომხდურებს.

თანაც, ნაწყენი ხმით დასძენდა – არც კი გრცხვენიათ, ცოტა ხნის წინ შურიკასაგან 120 მანეთად ვიყიდე.
პატარა კი იყო კოლკა, მაგრამ საოცრად მიხვედრილი, ეშმაკი და ალღოიანი.
თავისი კონკურენტის, მტრედების მომპარავის სახელს ახსენებდა, მით უფრო, რომ ეს შურიკა გაძარცვულების მეზობლად სახლობდა.
-აბა შენა ხაარ? – აღტაცებული ჭყლოპინებდა
ცინგლიანი, როცა მთელი კოდლა თავს ანებებდა მათ და შურიკას საძებნელად მიეშურებოდა. და თუ იპოვიდნენ, უდანაშაულო შურიკს ნამდვილად არ გაუთენებდნენ კარგ დღეს.
-ნაღდი არტისტი ხარ, - გაოცებას ვერ მალავდა ლიონკა.
-აი, მე კი იმ რიჟას ლამისაა დანა არ დავუძრე და ბარძაყში არ ვატაკე. შენ ყოფილხარ, რაც ყოფილხარ.
ნიკოლაი ქუჩაში გაიზარდა, ქუჩაში ცხოვრობდა და ქუჩაშივე შეუყვარდა. თამარა სანამ გაიცნობდა, მასთან დაახლოებაზე ოცნებობდა, ესიზმრებოდა კიდეც – ასეთი – ძლიერი, უშიშარი. თანაც, კოლკაზე ხომ ლეგენდებს ჰყვებოდნენ მთელს რაიონში – როგორ დადიოდა ლავგარდანზე, როგორ მიბეგვა 4 თუ 5 ხანიგა, რომლებიც მათ უბანში მოდიოდნენ: ქალების აბანოს პირდაპირ კორპუსში მეორე სართულზე ადიოდნენ და მობანავე ქალებს უჭვრიტინებდნენ. თუმცა, აქ საყურებელიც ბევრიც არაფერი იყო, რადგან ქალები მხოლოდ ბარძაყებსქვემოთ სჩანდნენ, წელს ზემოთ ვერანაირად.

აბა, რა მუღამი აქვს ტრაკს სახის გარეშე! კოლკამ მარტოკამ მიბეგვა ისინი და გაყარა.

როცა თამარამ მთელი 16 წელი აკრიფა, კოლკამაც შეამჩნია. 25 წლის იყო, პატარა ფულიც უჭყაოდა, მშვენივრად უკრავდა გიტარაზე და მღეროდა. მღეროდა რაღაც სევდიან, ძველბიჭურ, ძაან ძველბიჭურ სიმღერებს, თან რაღაც უჩვეულოს ეწეოდა.
როგორ და ასე – ტარიან პაპიროსს ორ თითს შორის მოაქცევს და სრესავს და სრესავს, მანამ სანამ თამბაქოს მუჭში მთლიანად არ წამოყრის. მერე პაპიროსის თხელ ქაღალდს ოდნავ წინ წამოსწევს და წინასწარ გამზადებულ მუყაოს ნაგლეჯს შეჩურთავს. თამბაქო მარცხენა მუჭში აქვს მოქცეული, ნახევარს გადაყრის და რაღაც მოყავისფრო, რაღაც თესლებშერეულ ჩალისფერ მასას დააყრის და კარგად აურევს. პაპიროსი მარჯვენა ხელში უჭირავს და შერეულ მასას შიგ ერეკება. ალაგ-ალაგ ქაღალდში მოჰკიდებს ხელს წინ და უკან იქნევს, რომ დაიძეკოს.

მერე თავს მოუკრავს, ჩაიდებს პირში და კიდევაც უკიდებს. პაპიროსი ტკაცა-ტკუცით იწვის, კოლია ტუჩებს შეძლებისდაგვარად კუმავს, რომ კვამლი არ გაექცეს...
ასეთი პაპიროსი თამარასაც გაასინჯა, ღვინოსაც აძლევდა ცოტ-ცოტას. თამარა ძალიან უბრალოდ და იოლად დანებდა – ნიკოლაი ჯერ ჰკოცნიდა, ჰკოცნიდა, მერე პერანგის ქვეშ შეუძვრა, ღილების გახსნა დაუწყო – ჯერ ერთი, მერე მეორე... უცებ თამარამ სრულიად მოულოდნელად – გამიშვი, მე თვითონ! და თვალისდახამხამებაში გაშიშვლდა.
ეს ყველაფერი მეცხრე კლასის დასრულების შემდეგ მოხდა, საზაფხულო არდადეგეგების შემდეგ. თამარა პინერხემძღვანელად გაემგზავრა ბანაკში – როგორც ყოველთვის ტარუსში. ეს ალაგი სიძველეებით, მზიანი ამინდებით, თბილი მდინარით და ცისფერი საღამოებითაა ცნობილი. ღამ-ღამობით, როცა პინერხელმძღვანელები საყვარელ აღსაზრდელებს დააძინებდნენ, სწორედ მაშინ იწყებოდა ნამდვილი ღამე.

ბანაკში უკვე მოზრდილი ოყლაყებიც იყვნენ, რომლებიც ასევე დაძრწოდნენ გოგონების სამყოფელის სიახლოვეს, ოღონდაც ფრთხილად. ისე რომ, მთავარ აღმზრდელს არ შეემჩნია და სახლში არ გაებრუნებინა – იქ კიდევ სკოლაში მკაცრი საყვედური ელოდათ მორალურ ამბავში.
ხელმძღვანელები კი ამ დროს სადღაც ტყის სიღრმეში კოცონთან სხედან, სევდიანსა და ძველბიჭურ სიმღერებს მღერიან. ამის შემდეგ წყვილებად იყოფიან და ზოგი მიტოვებულ ქოხში, ზოგიც პირდაპირ მიწაზე – იქით მიდიან, სადაც სიყვარულის უჩინარი ცეცხლია. განა იმიტომ, რომ ერთმანეთი სინამდვილეში უყვართ? არა, უბრალოდ სისხლია აჩქეფებული და ღამეც თბილია და მთვარიანი. ქოხები, სადაც ხელმძღვანელები ტკბობას ეძლევიან, დღისით ბავშვებმა ააგეს – მადლობა მათ, პიონერებს! ისე, განსაკუთრებულიც არაფერი მომხდარა, რადგან ყმაწვილები სავსებით გამოუცდელნი და ზოგმა ისიც არ იცოდა, მოხვევისა და კოცნის მერე რა უნდა გაეკეთებინათ.

რომანი გოგონებზე

ხოლო ვინც იცოდა, იმათ სირცხვილის ლაფში პირქვე ჩაცემის ეშინოდათ და არც რისკავდნენ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ თეორიულად ყველანი მზად იყვნენ, სკოლაში ზოოლოგიაც ისწავლებოდა, ბოტანიკაც და ანატომიაც.

ამათ ადამ და ევას პირველყოფილი ცოდვის შესახებაც იცოდნენ, თანაც, მშობლების ოთახში ეძინათ სივიწროვის გამო. ამ უკანასკნელთ კიდევ რომ ეგონათ, ბავშვებს სძინავთო... მაგრამ ბავშვებს არ ეძინათ და ყველაფერი ესმოდათ.
ნამდვილად სამართლიანად ამბობდნენ წინაპრები – ყველაფერში დამნაშავე კომუნალური პირობებია.
მიუხედავად ნებისყოფის საოცარი დაძაბვისა, ვერც ერთმა ყმაწვილმა ვერ შეძლო თავისი რჩეულის დაქალება, ვერც თამარას ბიჭმა შეძლო და შემოინახა კიდეც ქალიშვილად ნიკოლაი სვიატენკოსათვის, ყოფილი მემტრედესთვის, დამნაშავისა და ფანტაზიორისათვის, რომელსაც ციხე ცრემლებით უხმობდა... უხმობდა და მიიღო კიდეც.
ეს ყოველივე იმისათვის იყო მოთხრობილი, რათა დავძინოთ – თამარა პიონერთა ბანაკიდან კარგად გარუჯული და თვალებს გარშემო ცისფერი რკალებით დამშვენებული დაბრუნდა, რაც მომავალ თაობაზე მის დაუღალავ ზრუნვაზე უთუოდ მეტყველებდა.
ჰოდა, მისი მოხიბვლა რაღა ბედენა იყო? ჰოდა მოხიბლა კიდეც ნიკოლაიმ, მაგრამ, როგორც წესი, არ მიუტოვებია. უბრალოდ, საბრალდებო სკამზე აღმოჩნდა ერთი უიღბლო ძარცვის გამო. თამარას ისტერიკა არ დამართნია და ნიკოლაისაც თავი ღირსეულად ეჭირა:
-არ დამელოდო, ფრონტზე კი არ მივდივარ.
-არც მიფიქრია!
-ჰოდა, ძალიანაც კარგი. შენ ჯერ ცხვირმოუხოცავი ხარ,
თანაც, სკოლაა დასამთავრებელი.
-სკოლის დამთავრებას კი ნამდვილად ვაპირებ.
-მეც მაგას არ გეუბნები?
შემდეგ კარგა დიდი პაუზა და ზედამხედველმა ნიკოლაი სასამართლო დარბაზისაკენ წაიყვანა და ამან ერთი ფრაზა გადმოუდო:
-აი, დავბრუნდები და მაშინ ვილაპარაკოთ, გავერკვევით
-ხელი დაუქნია და ზედამხედველს გაეხუმრა
–ასეთი
გოგო რომ გყავდეს, ჩემს ადგილას ყოფნას ისურვებდი?
თამარა სასამართლო დარბაზში არ შესულა, იქ რა ესქმებოდა.

თანაც რცხვენოდა, უბრალოდ ადგა და სახლში წავიდა. ნიკოლაისთანა ბიჭებს ისეთი ერთგული გოგოები ჰყავთ – პირდაპირ დაუჯერებელია. მაგალითად, ექვს-შვიდ სასჯელს მოიხდის და ყოველ ჯერზე დაბრუნებულს თავისი გოგო თავის ადგილას ხვდება. ეს გოგო მისთვის შრომობს, იმიტომ რომ მეექვსე სასჯელის მერე ინვალიდია – ფილტვები ჩამპალი, სისხლს ახველებს, ცალი ხელი უმოძრაოდაა დაკიდებული. მაგრამ ადრე ხომ ოქროს ხელები ჰქონდა, ციხეზეც კანონიერ ქურდობას აპირებდა. ახლა, აი, ისიც – დაძაბუნებული, მოშვებული – წარსულის მეტი აღარც არაფერი!
დააპირებს რაიმეს მოპარვას, ჩაჰყოფს ხელს უცხო ჯიბეში და უკან ვეღარც ამოაქვს. ჰოდა, იქვეა გაკოჭილი და ისევ ციხისაკენ.

გოგო კი კვლავ განაგრძობს მისთვის მუშაობას, მოიხდის სასჯელს, გამოვა, მუშაობა უნდა, მაგრამ აღარც ხელი ემორჩილება და შიგნეულიც გამომპალია.
ეს კიდევ ქურდობის უფლებას აღარ მისცემს – ბავშვები დაზრდილან და უკვე რაღაცეებს ხვდებიან. ჰოდა, ადგეს და ეგდოს ბავშვებთან, სანამ გაზიან წყლებთან ბზრიალებს ზაფხულობით და ზამთრობით კიდევ არყის ჯიხურის გარშემო. საქმე ნაღდია – ზაფხულში ყველას ესურვილება გაზიანი წყალი, ზამთარში კი არყის მუშტარი არ ილევა. ჰოდა, იჯდეს ეს ინვალიდი ბავშვებთან და ელოდოს თავის პენსიას.
-საით აპირებ?
-დოღზე.
-ეს რაღა უბედურებაა.
-არ არის კლავა, შენი მოკლე ჭკუის საქმე.
-აჰა, ჩემი საქმე მარტო შენი და შენი ნაბიჭვრების ბანვა-
რეცხვაა ხომ... აი, პირები დაუღიათ ჩაცეცხვლა უნდათ. მაშ, ჩემი საქმე ავადმყოფ ფეხებზე დგომა და დილის შვიდიდან საღამომდე შენი ნაბიჭვარი ძმაკაცების ლუდით გაძღომაა, არა? სად მიეთრევი, ლეკვო?
-დოღზე-მეთქი, ხომ გითხარი.
-რა ჯანდაბა გინდა, დოღზე?
-ლიოვკა მასკოვსკი და შურიკა ჩაკიდული მელოდებიან.
შურიკა ერთი თვის წინ გამოვიდა, სანახავი მყავს და თან საქმეც მაქვს.
-ესე იგი შურიკა და ლიოვკა, ხომ? ამ წუთში დაიფიცე
ბავშვები, რომ არანაირ საქმეზე არ წახვალ, დაიფიცე-მეთქი!
-რა აიწყვიტე, კლავა.

გეუბნები, დავბრუნდები-მეთქი,
მალე დავბრუნდები!
მაგრამ გვიან კი არა, მთელი ოთხი წლის შემდეგ
ბრუნდება. ზოგი ჭირი მარგებელია და ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვადაზე ადრე ათავისუფლებენ. ქალი კიდევ ბუზღუნებს, იგინება, საყვედური-საყვედურზე, მაგრამ მაინც მასთანაა. ასეთი გოგოები ჰყავთ ასეთ ბიჭებს, მააშ!
მაგრამ თამარა ასეთი არ ყოფილა, არც დალოდებია კოლკა კოლეგას და არც არაფერი. აი, კოლეგა რო დაბრუნდა, გოგონებს უკვე უცხოელები უყვარდათ. ერთი რომელიმე უცხოელი კი არა, ზოგადად უცხოელები – ამბავში, გაგებაში, როგორც ყველაფერი საუკეთესოს სიმბოლო.
პირველ რიგში ისა, რომ უცხოელები თითქმის ყოველთვის სასტუმროებში ცხოვრობენ, სასტუმროებში კი რესტორნებია, შემდეგ თბილი და მყუდრო ნომერი, პენტჰაუზებითა და ფლეიბოებით გაძეძგილი. ეს უცხოელი, თუმცა, სულ ცოტა ორჯერ უფროსია, მაგრამ სასტუმროს ნომერი, ჟურნალის ნომრები მარლბოროს რეკლამებით: ჯანიანი, ცხენებზე გადამსხდარი კოვბოები რომ ეწევიან, მისი საკუთრებაა.

ის მოჭრაჭუნე პაკეტს აძრობს, რომელშიც ღამის პერანგი, ანაც ბიუსტჰალტერია და, რაღა თქმა უნდა, შენი ზომაა – თამარა, გალია, ვერა, ლუდა – იმიტო რო თქვენ ახლა ყველა თითქმის მკერდგარეშენი ხართ და ნომერი 2 ზუსტადაა თქვენთვის შერჩეული. აღტაცებული, იქვე სააბაზანოში შერბიხართ და იქვე, მის თვალწინ იწყებთ ბიუსტჰალტერის მოზომებას. უცხოელს მოწყალედ ეღიმება თქვენს უშუალობაზე, ბალენშტაინს საცობს აძრობს – ტონიკიცა და ლამაზი სასმურებიც მოუთმენლად იცდიან.
უცხოელს ჯიბეში ლამაზი საფულე აქვს, გარმონივით იხსნება და ბევრგანყოფილებიანი. ყოველ მათგანში, ზოგში ცოლია, ზოგში შვილები, და შენც ხარ მანდ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მას მართლა მოსწონხარ. რატომაც არა, ახალგაზრდა ხარ, ლამაზი და გარუჯული. ისეთი კი ვერა, როგორიც შვიდიოდე წლის წინ რომ იყავი, კოლკა კოლეგასთვის, მაგრამ მაინც მაგარი ხარ, კარგი ხარ. აი, კიდეც გამოვარდი სააბაზანოდან და რათა ბიუსტჰალტერი და საკუთარი თავი აჩვენო.

ეს კმაყოფილია და ზურგზე გკოცნის დასაწყისისათვის.
კი მაგრამ, რომ შესძლებოდათ თამარებს, ლუდებს, ვერებს, გალინებს, წასულიყვნენ მოსკტორგში და იქ შეეძინათ ერთიც, მეორეც, მესამეც, ჯინსებიც, მარლბოროცა და კიდევ სხვაც. აი, მაშინ კი ძალიან გაუჭირდებოდათ უცხოელებს თქვენი სასტუმროს ნომერში და შემდგომ საწოლში შეტყუება.
მაგრამ თქვენ არა... არამხოლოდ საჩუქრებიოსათვის მიდიხართ მანდ, არამედ...
მაგათთან სასიამოვნოა, კომპლიმენტებს გეუბნებიან, ზრუნავენ თქვენზე, სანთებელით ნაზად გიკიდებენ და დაქორწინებას გპირდებიან.

რომანი გოგონებზე

ასეთები ხდება, მაგრამ ძალიან იშვიათად. იმიტომ რომ წინა უცხოელმა მეორეს უკვე უამბო – ვინა ხარ, რა ხარ, საწოლში როგორი ხარ. ისიც უამბო, რომ უცხოელი, როგორც რაღაც მოვლენა, ისე გიყვარს და მორიგსაც მშვენივრად ესმის, რომ ის შენთვის მხოლოდ სიმბოლოა – უცნაურისა და მიუწვდომლის.
სასაცილო იგავია ერთ მომღერალზე, რომელიც ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობდა სხვადასხვა ორკესტრთან ერთად. კონცერტების შემდეგ მას რატომღაც მხოლოდ კონტრაბასისტები ეპატიჟებოდნენ, ლუდით ჭყიპავდნენ და შემდეგ თავისთან მიჰყავდათ.

ერთხელაც, მომღერალმა იკითხა – თქვენ რა, უცნაურად არ გეჩვენებათ, ყოველი კონცერტის მერე მხოლოდ კონტრაბასისტები რომ მეპატიჟებიან ლუდით მჭყიპავენ და მერე პირდაპირ საწოლში? ერთმა კონტრაბასისტმა მაშინვე აჩვენა კონტრაბასის პარტიისათვის დაწერილი ნოტები, რომლის თავფურცელზე შემდეგი ეწერა: მომღერალს ლუდი უყვარს, მერე კი ყველაფერზე თანახმაა.
სიმართლეს წააგავს ხომ? ეტყობა ეს უცხოელებიც თქვენთვის გაუგებარ და მათთვის გასაგებ ენაზე ერთმანეთს უხსნიან თქვენს შესახებ – თამარებო, ვერებო, ლუდებო, გალიებო – რომ საკმარისია დაქორწინებას დაგპირდნენ მათი ვნების დაკმაყოფილების სანაცვლოდ და თქვენც ყველაფერზე თანახმანი ხართ.
აი, თქვენ კი – კაცი თუ არ გაგინებთ, ბოთლს თუ არ გიღერებთ დასარტყმელად – უკვე ფიქრობთ, რომ დაქორწინება სურს. ჰოდა, კიდეც მიდიოდით მათთან, იღებდით საჩუქრებს, რომლებიც მან ოჯახის ბიუჯეტსგარე ფულით გიყიდათ. ჰოდა, ასე უყვარდათ უცხოელები, სანამ ერთ დილას, ერთი გერმანელის საფულედან თამარამ დაუკითხავად მთელი 800 მარკა ამოაცოცა და ლიფის ქვეშ შეინახა. საფულის გახსნისას პიტერის გერმანელი მეუღლისა და მისი შვილის სურათების დალანდვაც მოასწრო. დაინახა და მაშინვე დაწყნარდა, დაწყნარდა და გაცეცხლდა: ცოლობას დაპირდა ვირიშვილი, თუმცა, ბოლომდე არც დაპირებია? თამარამ ბოლომდე ვერაფერი გაიგო, იმიტომ რომ მისი უცხო ენის ცოდნა – გამარჯობას არ სცილდებოდა და, შესაძლოა, კიდეც მოეჩვენა. გამარჯობის გარდა თამარამ იცოდა – `გუდბაი~, `ბონჟურ~ და კიდევ – ვისკი-სოდა და ჯინ-ტონიკ, ასევე `აი ლავ იუ~. პიტერი სააბაზანოდან მხნედ გამოვიდა და მაშინვე საფულესთან.

დანაკარგი უცებ აღმოაჩინა და თამარას გაოცებული უყურებს. თამარა გაკერპდა – არაფერი იცის!
-არ მინახავს შენი აყროლებული მარკები, რა ჩემს
ფეხებად მინდა! არც კი გრცხვენია, ვინ გგონივარ? აჰა, თუ გინდა შენი საძაგელი ლიფიც წაიღე!
ეს ყველაფერი თამარამ განუზომელი ზიზღით იყვირა, კიდევაც გაწითლდა სიბრაზისაგან და ხელებიც წაიღო ზურგსუკან, თითქოს ლიფის მოხსნა სურდა, მაგრამ არკი მოიხსნა –იქ 800 მარკა იყო.
საბედნიეროდ, პიტერმა საშინლად გააპროტესტა ლიფის დაბრუნება, ხელები გაასავსავა, ანიშნა, რომ მსგავსი არაფერი უფიქრია, ეტყობა, გუშინ თავად ძალიან გამოტყვრა. რუსეთში დიდი ხნის ყოფნის მერე კარგად შეისწავლა მთვრალი კაცის ჟესტები და კისერზე შემოირტყა ხელი. ეე, თამარას რომ სცოდნოდა, რომ ეს გერმანელი პიტერი კარგა ხანია ცოლსაა გაშორებული და ბოლო 5 თვის განმავლობაში ფირმის საქმეებზე 6-ჯერ ჩამოსული, ბოლო ორი ჩამოსვლა მხოლოდ მისთვის ჩამოვიდა. ასე რომ, მის წინ სრულიად თავისუფალი, უცოლო გერმანელია.
სულ ცოტაც რომ მოეთმინა თამარას, სრული და ერთადერთი მფლობელი და მეუღლე გახდებოდა პიტერისა, და დაქალები შურით დააჭეტდნენ თვალებს – აი, ბედნიერი! ეჰ, რა ახლოს იყო ნანატრი ბედნიერება. პიტერი, თუმცა, თავს კი იმხნევებდა, მაგრამ გულისგულში დარწმუნებული იყო, რომ მისმა სანატრელმა და ოცნების ქალმა გაძარცვა.
პიტერ ონიგმანს ლამისაა ტირილი დაეწყო. ის უკვე მზად იყო ამ ქალზე დასაქორწინებლად, მიუხედავად არასრული საშუალო განათლებისა...

თუნდაც კაგებეს გენერლის მდივანი ყოფილიყო, თუნდაც კოსმონავტი და ბოლო-ბოლო თუნდ გმირი დედა. მისი ოცნება დაიმსხვრა. პიტერი გულში ხმამაღლა ტიროდა, სინამდვილეში კი აცრემლებული ხარხარებდა. ბოლოს, ცრემლები მოიწმინდა და თამარას უკანასკნელი საუზმის მისართმევად ქვემოთ ჩასვლა შესთავაზა.
აი, ქვემოთ კი, ჰოლში, ორივესთვის მოულოდნელად შემოტრიალდა სიტუაცია. სამი ახალგაზრდა, მშვიდი სახეებით მიეახლა წყვილს, გერმანელს აქცენტისათვის მოუბოდიშეს, თამარას კი კიბის ქვეშ რომ პატარა ოთახია, იქ წაყოლა სთხოვეს. ოთახში თამარას საკმაოდ ცივად შეხვდნენ:
-სახელი, გვარი, მამის სახელი.
-პოლუექტოვა თამარა მაქსიმოვნა.
-ასაკი?
-მაპატიეთ და რაშია საქმე?
მაგიდასთან მჯდარმა გაოცებულმა ამოხედა:
- რასაც გეკითხებიან, უპასუხეთ, - უხეშად და მუქარაგარეული ხმით უთხრა. თამარა მაშინვე დამშვიდდა.

ფეხი ფეხზე გადაიდო, პიტერის ნაჩუქარი მარლბორო გააბოლა და, რაც შეიძლება, ვულგარულად და გამომწვევად იკითხა:
- შენობით რად მომმართავთ? ჩვენ ბრუდერშაფტი არ გვისვამს ჯერაც.
- შენთან ერთად... დროზე უპასუხე, თორემ უფრო ცუდად წაგივა საქმე!
ვერა, ბატონო უფროსო, თამარას ვერ შეაშინებ. მისი შეშინება თავად კოლკა სვიატენკომ, მეტსახელად კოლეგამ სცადა, მრავალჯერ სცადა. პირველად სამიოდე წლის წინ, ციხიდან რომ დაბრუნდა მაშინ. მაგრამ ამაზე მერე, მერე...
- აბა, ბატონო უფროსო, რად ილანძღებით? მაშინებთ თუ რა? მაინც რა გნებავთ? რა უცხოელთან რომ ვიყავი ნომერში? ვიყავი, მერე! თქვენ გირჩევნიათ სასტუმროს პერსონალს მიხედოთ – ორ ხელფასს რომ იღებენ: ერთს თქვენგან მანეთებში, მეორეს ვალიუტაში უცხოელებისაგან. ჰა, იქნებ თქვენც წილში უზიხართ? აი, თქვენ, მაგალითად, ვინსტონს ეწევით! საიდან ვინსტონი? ეგ მხოლოდ ბარებში იყიდება, ჰალსტუხი საიდანღაა?
- მოკეტე პოლუექტოვა! – თავხედობისაგან გაოცება ვეღარ დამალეს – უარესი იქნება შენთვის, უარესი!
ამ დროს კარში პიტერი გამოჩნდა – თამარას გადასარჩენად, სიყვარულჯერარგანელებული.
-მაგასაც ვნახავ, ვისთვის დამთავრდება ცუდად ეს
ყველაფერი. დაკავების უფლება თქვენ არ გაქვთ.

პიტერს რაც შეეხება, ის მიყვარს და მალე ცოლადაც გავყვები.
ამ სიტყვებით თამარა ონიგმანს, ბიზნესფიურერს, არშემდგარ საქმროს მიუახლოვდა, კისერზე ჩამოეკიდა და შიგ ტუჩებში აკოცა.
სასტუმროს თანამშრომლებმა დამტვრეული გერმანულით მიმართეს:
-ბატონო ჩემო, მართალს ამბობს ეს ქალიშვილი, რომ
თქვენ მასზე დაქორწინებას აპირებთ? სასწრაფოდ გვიპასუხეთ, თორემ ამას თავხედობისათვის ისეთ ტომარაში ჩავსვამთ, პატრონიც ვერ იპოვის!
ძალიან არ ეამა პიტერს სასტუმროს თანამშრომლების მუქარა, რომლებიც დამტვრეულ გერმანულზე მეტყველებდნენ და ნახევარზე მეტიც ვერ გაიგო.

რომანი გოგონებზე

თან თამარაზე და საკუთარ თავზე შესტკიოდა გული. სასტუმროს თანამშრომლების დამახინჯებული გერმანულის წყალობით ამ მუქარის დიდი ნაწილი საკუთარ თავზე მიიღო და უმალ ციმბირი გაახსენდა, სადაც მამამისი ტყვედ იყო ნამყოფი. მართალია, მამას ბევრი ტკბილი მოგონება აკავშირებდა ციმბირთან, მაგრამ იყო მწარეც – მაგალითად ზამთარი, სიცივე, შიმშილი, მამას ბრრრრ-ც გაახსენდა მტკიცედ შესძახა – იავოლ, - რაც ნიშნავდა ნამდვილად, უცილობლად! – და თამარას ჩაჰკიდა ხელი.
თამარა, სიხარულისაგან გონარეული თამარა, შეშლილივით ჰკოცნიდა პიტერს, ეხვეოდა, ტიროდა კიდეც და დამცინავად შესცქეროდა დაბნეულ და შერცხვენილ `ინტურისტის~ თანამშრომლებს. თამარამ ცოტა გადააჭარბა და სიხარულისაგან პატარა ბავშვივით დაიწყო ხტუნაობა. აი, ბოლო შეკუნტრუშება სრულიად ზედმეტი იყო და ამან დაღუპა კიდეც. იმიტომ რომ ეს დაწყევლილი ლიფი გაეხსნა და იქიდან ასევე დაწყევლილი 800 მარკა ამოუვარდა.

სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. სასტუმროს თანამშრომლებმა საწერ-კალამი მოიმარჯვეს, დავთრებიც გაშალეს, გერმანიის მოქალაქე კი, პიტერ ონიგმანი ცივ წყალში ჩაშვებულივით იდგა და გაოგნებული დასცქეროდა იატაკზე მიმობნეულ მარკებს, თითქოს პირველად ხედავდა საკუთარი ქვეყნის ფულად ნიშნებს. არადა, საბედისწერო სიტყვა – იავოლ – უკვე ნათქვამი იყო. თანაც, გერმანიაში სიტყვებს როყიოდ არ ისვრიან.
თამარა პოლუექტოვა კი, აწ უკვე ყოფილ სიხარულს აყოლილი, აცუნდრუკებული და ლიფშეხსნილი, დაღებული პირით... კაცმა არ იცის, რას ელოდა.

თამარა პოლუექტოვას ნაამბობი:

თამარა მქვია, მამის სახელი პოლუექტოვა, უფრო სწორად მაქსიმოვნა, გვარი – პოლოუექტოვა. 1954-ში დავიბადე, ახლა კი 23 წლის ვარ. არაფერს დავმალავ, დაკითხვაზე ხომ არა ვარ.

დედაჩემი მთლად ახალგაზრდაა და 2 ქალიშვილი ვყავართ. ირკა სამი წლით უფროსია და ქმარიცა ჰყავს –ინჟინერი. ირკა წარუმატებელი აბორტის შედეგად ვეღარასოდეს დაფეხმძიმდება. ასე, შვიდიოდე წლის წინ, ჯერ კიდევ სკოლაში რომ დავდიოდი, ირკა ერთ მხატვართან ცხოვრობდა. მთელი ღამეები რჩებოდა იქ და მერე ვიღაც დაქალები რეკავდნენ, რომ თითქოს აგარაკზე არიან, შორს, უსაფრთხოდ და მხიარულად. დედა ეკითხებოდა, ბიჭები თუ იყვნენ იქ, მაგრამ ის გოგონები ხითხითებდნენ, დედას მამის სახელით მიმართავდნენ და ატყუებდნენ, რომ გოგონების შეკრებაა მხოლოდ და იქ ბიჭების ადგილი არ იყო. ის ნაგლები მეც მკითხულობდნენ – თამარა როგორაა?
მამა მთელი 23 წლითაა უფროსი დედაზე, უწინ მილიციაში მუშაობდა, ახლა კი პენსიაზეა.

წყლული აქვს და ორდენიც. მთელი 2 წლის წინ უნდა მომკვდარიყო, მაგრამ დღემდე ცოცხალია, თუმცა იცის, რომ მალე მოკვდება და გაბოროტებულია, არც ერთი არ ვუყვარვართ.
სამსახურში უამრავი ჯილდო აქვს მიღებული და იქ ძალიანაც უყვარდათ, მაგრამ სახლში ნამდვილი სადისტი და ჯალათი, - გახსენებაც კი მზარავს. აი, როცა მთლად პატარა ვიყავი, მოსკოვის შემოგარენში ვცხოვრობდით, მე და ირკას პატარა ბაღჩა გვქონდა. ზაფხულობით დედასთან ერთად პატარა ნარგავებს ვრწყავდით, ბოსტნეულსაც ვუვლიდით, ანდაც უბრალოდ დავბორიალობდით. მეზობლები ჩვენთან არ სტუმრობდნენ – მამა ყველას აშინებდა, ხალხის თანდასწრებით არასოდეს ლაპარაკობდა, პაპიროსს აბოლებდა და გამუდმებით ახველებდა. დაუძახებდნენ – მაქსიმ გრიგორევიჩ – ის კი არასოდეს პასუხობდა. ამბობდნენ, რომ მამა კონტუზირებული იყო, მაგრამ ტყუილია – მამა ფრონტზე არასოდეს ყოფილა, ჯავშანი ჰქონდა.

აი, ჩვენ კი არც ერთი არ ვუყვარდით და ხანდახან დედა ეუბნებოდა – წადი! მაგრამ ის არ მიდიოდა. ერთხელაც სამსახურიდან დაბრუნებულმა მთელი ჩვენი ბაღჩა გაანადგურა – ნარგავები დაგლიჯა და ფეხით გათელა. ყველა ამბობდა – გალეშილიაო, მაგრამ მე არ ვიცი? სულაც არ იყო გალეშილი, უბრალოდ იცოდა, რომ ამაზე მეტად ვერაფრით გაგვამწარებდა, საბოლოოდ მოგვიღებდა ბოლოს, მოგვკლავდა. ერთხელ კიდევ ადგა და ჩემი და ირკას უსაყვარლესი ლეკვი მიახრჩო. ლეკვი ავად იყო და ჩვენ ვუნანავებდით. მამამ ლეკვი გამომართვა და ნელ-ნელა დაუწყო მოხრჩობა. საბრალო ლეკვი მის ხელში ფართხალებდა, ის კი მე ირკას თვალებში გვიყურებდა.

ბოლოს ლეკვმა ფართხალი შეწყვიტა და გაყუჩდა. ჩვენ კი არ ვტიროდით, ვბღაოდით, ვხრიალებდით, თითქოს მამა ჩვენ გვახრჩობდა. ბოლოს დამხრჩვალი ლეკვი მოგვცა, თვითონ კი მეორე ოთახში გავიდა და საშინლად გაილეშა. გამტყვრალი ჩვენს ოთახში შემოვიდა, ღამისპერანგისამარანი საწოლებიდან წამოგვყარა და ქუჩაში გვიკრა თავი. არადა, ზამთარი იყო. დედა ადგილობრივ სასადილოში ღამის ცვლაში მუშაობდა. მე და ირკა ზღურბლზე ვისხედით, ვტიროდით და ვიყინებოდით.

მამამ კი კარი ჩაკეტა და დასაძინებლად დაწვა. დედა რომ დაბრუნდა სამუშაოდან, ისე ვიყავით გათოშილები, ფეხზე ადგომაც აღარ შეგვეძლო. დედამ სახლში შეგვიტანა, გაგვათბო, სპირტითაც დაგვზილა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კარგა ხანს ვიყავით ავად.
შემდეგ, მის გარეშე, ბებიასთან გადავედით მოსკოვში. ბებიის გარდაცვალების შემდეგ მამა კვლავ ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლად და ჩვენთანაა დღემდე – რატომ, არ ვიცი. დედა ამბობს, - ცოდოა, მალე მოკვდებაო.
სკოლაში ყოველთვის კარგად ვსწავლობდი. ამბობდნენ, რომ კლასში ყველაზე ლამაზი ვარ.

მამაკაცი მასწავლებლები პირდაპირ შეყვარებულები იყვნენ ჩემზე, ქალები ვერ მიტანდნენ. იმ ერთს მაინც, კლასის დამრიგებელს, თამარა პეტროვნას, ბოტანიკას რომ გვასწავლიდა, სტაფილუკას ვეძახდით, პირდაპირ ვეზიზღებოდი. მხიარულსა და კარგ ხასიათზე თუ მხედავდა, ხომ მთლად ცოფდებოდა. ერთხელ საშინაო დავალებად პურზე ობის გაზრდა დაგვავალეს. პური უნდა დაასველო და ჭიქის ქვეშ ამოდო –-რამოდენიმე დღის შემდეგ კი მოლივით ამოიზრდება რაღაც მწვანე, - ესაა ობი. ეს ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ჩემი პურის ნაჭერზე ობი არ გაიზარდა, სამაგიეროდ ობი მოედო ბოსტნეულს. ბევრი არ მიფიქრია და სკოლაში სტაფილო წავიღე.

ბოტანიკის გაკვეთილზე: აი, ნახეთ, ობი სტაფილოზე გაიზარდა, პურზე არა-მეთქი. ვთქვი თუ არა, ენაზე ვიკბინე და პეტროვნას მეტსახელი გამახსენდა – სტაფილუკა. დიდი სკანდალი იყო, დედა დაიბარეს სკოლაში და მკაცრად გააფრთხილეს: რომ მე უწესო და ზნედაცემული გოგონა გავიზრდები. აი, დამწყევლა მასწავლებელმა და წყევლაც ახდა. დედა ახლაც ვაჭრობაში მუშაობს, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს არ ველაპარაკებით. ის მუდმივად უკმაყოფილოა ჩემი საქციელით, მუდამ მეჯუჯღუნება და მაყვედრის, რომ ძალიან ხშირად ვიცვლი სამსახურს, ბოლო რამდენიმე თვეა, საერთოდ ვუსაქმურობ. არადა, ყველა მპირდება დახმარებას – სამსახურში მოგაწყობო.

რომანი გოგონებზე

როგორც კი დავუწვები, დანაპირები მაშინათვე ავიწყდებათ, არ დავუწვები და მითუმეტეს. არავისი მჯერა, თანაც, მაგათ თავისი ჰყოფნით – ყველას ოჯახი ჰყავს, ბავშვები, კოოპერატივები, მეგობრები. ჰო, უფროსი ძიებიც შემხვედრია, მათთან მხიარულად ვარ. აი, ყმაწვილები კი არ მიყვარს – მათთან მოწყენილობაა, საკუთარი თავის გამხიარულება თავად მიწევს, არადა, საკუთარ თავთან უფრო მოწყენილი ვარ. არა, უფროსი ხალხი გაცილებით მიზიდავს –მაგათ ქორფა გოგონასთან ხალხში გამოჩენის ეამაყებათ. როცა არჩევანის წინაშე ვარ, მანქანიანს ვამჯობინებ. თანაც, თუ ხელოვნების მუშაკი იქნება ხომ, მით უკეთესი.

იმიტომ რომ ამათთან ერთად მუდამ საინტერესო ადგილებში ვხვდები, სადაც უამრავი ცნობილი ადამიანი იყრის თავს. რამოდენიმე ამ ცნობილი ადამიანის საყვარელიც ვყოფილვარ და ისინი ჩემს შესახებ, რაღა თქმა უნდა, უამბობდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს არანაირად არ მანაღვლებს და არ მიშლის – პირიქითაც: ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენ ყველანი საერთო მეგობრები ვართ, საერთო რაღაც გვაკავშირებს.
მერე რომელიმესთან სახლში. შინ წასვლის სურვილი არა მაქვს, ჰოდა, ვრჩები. მარტო დაძინებას ვცდილობ, მაგრამ ბოლოს გამოდის, რომ მარტოს არ მძინავს.
ადრე სახლში ვრეკავდი და დედას ვაფრთხილებდი, ხანაც დაქალები რეკავდნენ და ატყუებდნენ. როგორც მაშინ, ირკას შემთხვევაში. ყველაფერი საშინლად მეორდება.

ჰო, მართლა, მხატვარი გამახსენდა! სწორედ მან აიძულა ირკას აბორტის გაკეთება, თუმცა, ექიმები უარს ამბობდნენ. ჩემს დას საკვერცხეებთან მთლად ვერ ჰქონდა საქმე, რადგან ზამთარშიც საზაფხულო ტრუსებში დავდიოდით. აბა, ჩვენებური ტრუსი ჩაიცვი! სქელი, საშინელი. გახდას თუ დაიწყებ, სირცხვილი მოგკლავს. ამბობენ, რომელიღაცა ფრანგმა მოდელიორმა ამ ჩვენებური ტრუსების გამოფენა მოაწყო და სუვენირების ამბავში ანშლაგით გაიყიდა, დამატებითაც კი მოითხოვეს!
ირკამ იწვალა-იწვალა... ბოლოსდაბოლოს უყვარდა ეს ნაბიჭვარი, ბოჰემა ნაძირალა. მეგობრების თანდასწრებით იწვა ჩემს დასთან და უფრო უარესიც – ღამე ადგებოდა, ვითომ ტუალეტში და თავის ნაცვლად რომელიმე მეგობარს უწვენდა.

ირკა ყველაფერს მიყვებოდა და ტიროდა. ასეთი ნაძირალა იყო ეს ვიქტორი. რაღაცა დროის მერე დაქალთან ერთად ვნახე და დავრჩი კიდეც მასთან.
რა უცნაურიც არ უნდა იყოს, მატლზე უარესად მეზიზღებოდა, მაგრამ თან ცნობისმოყვარეობა მკლავდა, - რა ნახა ჩემმა დამ მასში ამისთანა. ჰოდა, დავთანხმდი და მანაც გახდა დამიწყო, ქშინავდა და ყურზე მკბენდა, ყველა ეროგენულ ზონაზე მაჭერდა საძაგელ თითებს, ოღონდაც ეგ ზონები იქ სულაც არ მქონდა, სადაც ეგ მაჭერდა... უცებ გამახსენდა, ჩემს დას აბორტს რომ უკეთებდნენ მისსავე სახლში და თავად ასისტენტობას უწევდა მეგობარ გინეკოლოგს. ზუსტად ის არის ნაბიჭვარი – ოდესღაც სამედიცინოზე უსწავლია, მაგრამ მეორე კურსიდან გამოუგდიათ. ირკა მიამბობდა, როგორ ფართაფურთობდა ეს ჩემისა, შლიდა ზეწრებს, ამზადებდა ინსტრუმენტებს, წყალს და ჩემს დას კიდეც ეხუმრებოდა და ამხნევებდა.

ყველაფერი ეს გამახსენდა, საწოლიდან წამოვხტი, რა სიტყვებით გავლანძღე, აღარც მახსოვს, ჩავიცვი და წამოვედი. ის კი მომდევდა და სულ მეკითხებოდა:
-რამ გადაგრია? რა დაგემართა!
ის დამემართა, რომ ჩემი და ვეღარასდროს გააჩენს შვილს, კინაღამ რომ ჩაგაკვდა ხელში... კიდევ ის დამემართა, რომ მამაკაცები მეზიზღება, ქალებზე უარესები არიან, ჭორიკნები და ტრაბახები. ოჯახს ხელის გულზე ატარებენ და ღმერთმა არ ქნას, რამეს მოჰკრან ყური ცოლებზე, მაშინვე მუშტებზე იყურებიან, თავად კი სახლში ტრიპერი და მსგავსი სიხარულები მიაქვთ. დაეგდებიან მავან კახპასთან და წამომდგარს დაბანაც დაეზარება. მერე ცოლს მიუწვებიან და უამბობენ, როგორ დაიქანცნენ სამსახურში. იმ საცოდავ ცოლებს კიდევ ეცოდებათ და ლამისაა ზურგის მასაჟიც კი გაუკეთონ, საცოდაობისაგან ცოლ-ქმრული მოვალეობაზედაც კი ამბობენ უარს.

ამ ცოლსა ჰგონია, რომ ყველაფერი მისი ბრალია – გასუქდა, დაუშნოვდა, აღარ იღებება, კაცმა არ იცის, რა აცვია... მეუღლე კიდევ სამუშაოზე ლამისაა დაღლილობისაგან ძირს დაეცეს, სახლში მოაქვს უამრავი ფული, ფულს ეზიდება... არადა, ამ მეუღლემ მარტო დღის განმავლობაში ორ კახპასთან იგორავა და ახლა აღარაფრის თავიც აღარ აქვს. თუმცა რა? იმ ორთანაც დიდი-დიდი ორ-ორი წუთით მოახერხოს, ეგ არის და ეგ, მეტი აღარც შეუძლია. ჰოდა, ცოლებიც კმაყოფილნი არიან – ფული აქვთ და მეტიც არაფერი უნდათ. მათ კმაყოფილებას ქმრები საკუთარ სექსუალურ ძლევამოსილებას მიაწერენ.
ძალიან ადრე შევნიშნე, რომ მამაკაცები ჩემზე ჭკუას კარგავენ. მათ შორის მასწავლებლებიც, თანაკლასელებიც და ქუჩაში უბრალო გამვლელებიც – სპეციალურად ჩემთვის ტრიალდებოდნენ და ხარბი მზერით მათვალიერებდნენ.

ეს ძალიან სასიმოვნო იყო ჩემთვის და არც ერთხელ არ მივტრიალებულვარ, თუმცა, მათ დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი და მსიამოვნებდა-მეთქი. ზაფხულობით დედას სამსახურიდან პიონერთა ბანაკებში დავდიოდი. ახლა ნამდვილად ცუდად მახსენდება ბანაკური მუღამები – მოწყობა, დროშის აღმართვა, საომარი თამაშობები და მასკარადები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიანაც სასაცილო კოსტიუმებს ვამზადებდით, ღმერთმა იცის, რისგან აღარ. მეც მათთან ერთად ვთხზავდი სხვადასხვა სკეტჩებსა და სცენებს მარსიანელების, მშობლებისა და სკოლის ცხოვრებიდან. ამ პერიოდს ხშირად ვიხსენებდი, როცა სახელმწიფო ინსტიტუტში ვნათლდებოდი, საიდანაც ამორალურობის გამო გამომრიცხეს. მერე რა იყო...

თუმცა, ამაზე ნაადრევია, გახსენებადაც არ ღირს.
ჯერ კიდევ ბანაკში, მახსოვს, ღამღამობით გოგონათა და ვაჟთA ხელმძღვანელები ტყეში გავილალებოდით ხოლმე, კოცონს ვანთებდით, კარტოფილს ვწვავდით და ვკოცნაობდით – ვინ მიწაზე, ვინ ქოხებში. ბიჭუნები გვქერავდნენ, ნდომისაგან კანკალებდნენ და დაბნეულები ხანდახან ამასაც გვეუბნებოდნენ – რა ხარ რა, კოცნაც კი არ იცი წესიერად! თვითონ კიდევ: კუნთები ქვა და რკინა, თვალები შლეგიანივით ანდაც მილულული, მკერდსა და მუხლებზე გვიფათურებენ აკანკალებულ ხელებს და ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც საჭირო არ არის. თუმცა, საჭირო როგორ იყო, არც მე ვიცოდი. ირინკას ნაამბობიდან ვიცოდი ცოტ-ცოტა, ეგ იყო და ეგ.
მერე რა იყო და მერე შემიყვარდა. არა, შემიყვარდა კი არა, ამ ნიკოლაიმ თავბრუ დამახვია, პირდაპირ დამაბზრიალა, მომნუსხა და მეზასავა. მთელი რვა წლით იყო ჩემზე უფროსი და მისი პოპულარობა განუზომელი. ლამაზსა და ძლიერს არაფრის ეშინოდა – არც ჩხუბის, არც მშობლების, არც თამაშისა და არც შავი საქმეების, მასზე ბავშვობიდანვე ფისოსავით ვიყავი შყვარებული და მრავალი წელი მიუწდომელი და სანატრელი რჩებოდა.

რომანი გოგონებზე

ბოლოს, ჩვიდმეტიც ავკრიფე და ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. ეგ იყო, რომ ის ისაა ბანაკიდან დავბრუნდი, - დედა მივლინებაში, მამა საავადმყოფოში ირკა კი ახალი გათხოვილი ქმართან იყო გადასული საცხოვრებლად. ჰოდა, მარტო ვიყავი სახლში მთელი ორი კვირა და ის მოვიდა ჩემთან და უბრალოდ მითხრა:
-ნახე, თომ, რამხელები გავმხდარვართ. უკვე დიდები ვართ. მალე საქორწინო ასაკიც, მაგრამ არ აჯობებდა, უფრო ახლოს გაგვეცნო ერთმანეთი?
ეს საუბარი ახლა სასაცილოდაც არ მყოფნის, მაგრამ მაშინ მჭერმეტყველების მწვერვალი იყო ჩემთვის, ყველაზე ლამაზი რომანი მათ შორის, რომელიც კი ოდესმე დაწერილა. ნიკოლაი ლექსებს წერდა და სევდიან სიმღერებს მიმღეროდა. ამ ძველბიჭური სიმღერების გმირები მავანი სერიოჟები იყვნენ – უსამართლოდ დასჯილი მართალი ადამიანები, შეყვარებულები და საკუთარ სიყვარულმონატრებულები.

მაშინ მეჩვენებოდა, რომ კოლკა საკუთარ თავზე მღეროდა ამ სიმღერებს: `მოჩუხჩუხებს მდინარე ქვიშებზე, ნაპირია მშვიდი, ხოლო ყმაწვილი გოგო მდინარეში ფეხს იბანს~. ჰო, საკუთარ თავსა და ჩემზე მღეროდა, მეგონა. ალბათ ასეც იყო. ის ჩემთან არასოდეს უხეშობდა, თუმცა, იშვიათად, მაგრამ მაინც გვაგრძნობინებდა მეცა და საკუთარ მეგობრებს, რომ სერიოზულად დამადო თათი. ამას უმალ მივხვდი.
ძალიან მსიამოვნებდა, ერთდროულად ბატონიც მყავდა და ყმაც. თან ვფიქრობდი, რომ მასთან დავრჩებოდი იმდენ ხანს, რამდენსაც თავად მოისურვებდა და მზად ვიყავი, ქვეყნის დასასრულამდე წავყოლოდი. ჰოდა, კიდეც გავხდი მისი ქალი, როგორც კი ეს მან მოინდომა და არცა ვნანობ, პირიქით - იმიტომ რომ, ეს თუ არა, სხვა იქნებოდა და დარწმუნებული ვარ უარესი.
მთელი წელიწადი ერთად დავდიოდით, არც მშობლების გვრცხვენოდა, არც მეზობლების, მოკლედ არავისი.

თანაკლასელი გოგონები ცნობისმოყვარეობისაგან აღარ იყვნენ – როგორ ხდება, როგორ ხდება? მაგათ დეტალები აინტერესებდათ, მაგრამ მათთვის არასოდეს არაფერი მომიყოლია და ბოლოს შემეშვნენ. ბოლოს პედაგოგთა საბჭო და დირექცია გადამეკიდა. დედას ისევ შეშინება დაუწყეს ჩემი საშინელი აღსასრულით – მე სიკვდილი სადღაც საავადმყოფოში მელოდა, სადაც კოლკასაგან თავგაჩეხილი ვიწვებოდი, ან უკეთეს შემთხვევაში, ვენერიული დაავადება, კერძოდ ტრიპერი მომიღებდა ბოლოს – ეგეც კოლკასაგან ნასაჩუქრევი. ისინი დედას ეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი იცოდნენ ნიკოლაი სვიატენკოს შესახებ და მართალიც იყვნენ. მაგრამ არავინ არაფერი იცოდა მის შესახებ, რაც მე ვიცოდი. საბოლოო ჯამში – რასაც ისინი ხედავდნენ და იცოდნენ, მე იმის არც დანახვა მსურდა და არც ცოდნა, ხოლო რაც მე ვიცოდი კოლკას შესახებ, მათ ამის დანახვა არ შეეძლოთ.
შემდეგ კოლკა დააპატიმრეს რაღაცა ჩხუბის გამო და მთელი სამი წელიწადი მიუსაჯეს, ამ დროს კი მე სმაც შემეძლო და მოწევაც. თუმცა, არ ვნანობ, არაფერსაც არ ვნანობ.

ის თუ არა, სხვა ვინმე მასწავლიდა და გაცილებით უარესი იქნებოდა. აი, კოლკა, თავის შავბნელ საქმეებში არასოდეს მახედებდა და არც გარევას მაკადრებდა. ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა, ძალიან ვუყვარდი და მუშაობდა კიდეც ერთ-ერთ კინოთეატრში – რეკლამებს ხატავდა. ფოტოს ადიდებდა და დიდ ფორმატზე კვადრატებს ხაზავდა – შემდეგ კი თითოეული ნაწილი ამ ფოტოსი, გადიდებული სახით გადაჰქონდა დიდ ფორმატზე. ახლა ეს, რა თქმა უნდა, სასაცილოა, მაგრამ მაშინ აშკარად მოხიბლული ვიყავი – მხატვარი. ბოლოს კი, აიღეს და დააპატიმრეს, ნიკოლაი სვიატენკო, ჩემი პირველი მამაკაცი და პირველი სიყვარული. რადგანაც დანარჩენები დანარჩენები იყო –შესაძლოა, კოლკაზე უფრო ძლიერებიც, მაგრამ დანარჩენები.
ამ დროს გამოცდებისათვის ვემზადებოდი და ვგრძნობდი ზურგს უკან ყველა როგორ ხითხითებდა, ხოლო კლასის ხელმძღვანელმა თამარა პეტროვნამ პირდაპირ სახეში მომაძახა:
- ბოლობოლო გაიჩალიჩე ამ შენ მეგობართან ერთად? იქნებ დეკაბრისტის ცოლივით თან გაჰყოლოდი, ჰა?
ალბათ, ძალიანაც შევცდი, რომ არ გავყევი.

ალბათ, მაგ შემთხვევაში, შესაძლოა, აღარც ყოფილიყო ის სიბინძურეები, რაც შემდეგ მოხდა, მაგრამ გამოცდებისათვის ვემზადებოდი და სადღაც მძულდა კიდეც კოლკა იმისათვის, რომ მის გამო ამდენი დამცირება და სირცხვილი შემხვდა რა სახლში, რა ქუჩაში, რა სკოლაში. და არც წავყევი.
მაქსიმ გრიგორევიჩ პოლუექტოვმა ზუსტად იქ გაიღვიძა, სადაც დაეგდო. ჯერ კიდევ მძინარეს ისე ახრჩობდა პახმელია, რომ გაღვიძების აღარც თავი ჰქონდა, არც სურვილი. თუმცა, აქ მარტო პახმელიის ამბავი არ იყო – რად უნდოდა გაღვიძება მაქსიმ გრიგორევიჩს, რა უნდოდა ქვეყანაზე, ქვეყნისაგან, რომლის დატოვებასაც ძალიან ეშურებოდა. აწ უკვე სამჯერ ნაოპერაციევი კუჭი საუკუნო განსასვენებლისაკენ ეტაპ-ეტაპ ექაჩებოდა. არაფერი განსაკუთრებული საკეთებილი არ ჰქონდა დარჩენილი ამ ქვეყნად, არაფერი საინტერესო და აღარაფერი ელოდა, თუმცა დიდებული აღიარება არც არასოდეს ელოდა. ერთია, რომ მაქსიმ გრიგორევიჩს ზუსტად იქ გაეღვიძა, სადაც დაეგდო.

თუმცა, რა ძილი ეს იყო – ნაღდი კოშმარი!
უცნაური ვირთხისთვალება სიფათები ფანჯრებიდან ჯღავჯღავით ეძახდნენ, თავიდან გაურკვევლი ღმუთუნით, შემდგომ კი ეს ხმები ნაწევრდებოდა და ცალკეულ სიტყვებად იქცეოდა. ეს სიფათები მაქსიმს ფანჯრის გახსნისაკენ და სკუპის გაკეთებისაკენ მოუწოდებდნენ. იქ სიმშვიდე და სიმყუდროვეა. საძაგელი სიფათები კიდევ რაღაც საზიზღრობებს სთავაზობდნენ, რომლებიც, მათი აზრით, მაქსიმ გრეგორევიჩისათვის ერთობ საამო უნდა ყოფილიყო. ეს ხმები უფრო და უფრო ჩქარდებოდა და მაღალ ტონალობაში გადადიოდა:
- მოდი აქ, მაქსიმ, მოდი! რა ნახე მაგ შენს აქოთებულ დივანში? ნახე რა ლამაზმანი გელოდება (თან აჩვენებდნენ ქალთევზას მაგვარ არსებას, სევდიანი და საძაგელი ღიმილით, თითქოს სადღაც ენახა კიდეც მაქსიმს ეს ქალი, ოღონდაც მთლად სისხლში ამოსვრილი). აეთრიე მაქსიმ, ნუ წევხარ, ჩვენ აქა ვართ, აქ! ფანჯრისკენ ვართ, აბა, გამოიხედე. ადექი, მოდი აივანთან, კარი გააღე და ისკუპე, ისკუპე, ისკუპე!
აი, ქალთევზა კი ხან ხითხითებდა, ხან ტიროდა და მაქსიმს ხელს უქნევდა.

შემდეგ კი ეს ყოველივე იდღაბნებოდა და მთლად საზიზღრობასა და საშინელებას ემსგავსებოდა.
ყოველივე ამ საშინელების შემდეგ, მაქსიმ გრეგორევიჩი იძულებული იყო, გამოფხიზლებულიყო, გაჩანჩალებულიყო სამზარეულოში და ყინულიანი წყალი შეესვა. თუმცა, წყალს, ლუდი მოეწრუპა აჯობებდა, მაგრამ სადაა ლუდი. სახლში სპირტიანი არაფერია – ეს იცოდა მაქსიმ გრეგორევიჩმა, რადგანაც მუდამ ასე იყო – დილაობით სახლში არაფერია. მაგრამ ადგომა აუცილებელია.

რომანი გოგონებზე

ჰოდა, ჯერ კიდევ ნამძინარევი, დახუჭული თვალებით აითრია წელი მეხანძრე პენსიონერმა, ორგანოს ყოფილმა თანამშრომელმა, წყლულიანმა მაქსიმ გრეგორევიჩმა. წუხანდელი მტანჯველი სიზმრები გაახსენდა და მწარედ ამოიოხრა. ოდნავ რცხვენოდა კიდეც გუშინდელი ლოთობისა და ყბედობისა.

ამასობაში, მუცლიდან საყლაპავი მილისაკენ წუხანდელი ალკოჰოლის ნარჩენები დაიძრა და მაქსიმს კანკალი დააწყებინა. ნათელი იყო, რომ ხორხი ალკოჰოლს თხოულობდა, თანაც სასწრაფოდ. აი, სპაზმებიც აქ არიან და თავისკენ გარბიან და აჭანჭყარებენ – ალკოჰოლს ითხოვენ ისინიც. სასწრაფოდ ალკოჰოლი, თორემ დაგახრჩობ! – თან თვალნათლივ აჩვენებენ, ანიშნებენ, როგორ დაახრჩობენ მაქსიმ გრეგორევიჩს.
უცებ, გამოფხიზლებულ ინვალიდს რატომღაც გაახსენდა, როგორ იგდებდნენ აბუჩად ერთ-ერთი ციხის პატიმრები. კამერაში შესვლის წინ მაქსიმ გრეგორევიჩი ფრთხილად იჭვრიტებოდა სარკმლიდან და აშკარად ხედავდა, რომ პატიმრები ბანქოს უბერავენ. ზედამხედველი მკვეთრად ხსნიდა კარს, თუმცა, ათიდან ათივე შემთხვევაში ბანქო სადღაც უჩინარდებოდა. ერთი მოლაყბე პატიმარი კი, რომელსაც რატომღაც `ჩაკიდულს~ ეძახდნენ, მიეახლებოდა მაქსიმს, ჩაეხუტებოდა, ხელებს ალერსიანად უთათუნებდა და ათას საალერსო სიტყვას ეუბნებოდა.

უმალ ხვდებოდა მაქსიმი, რასაც ემსახურებოდა ეს ჩახუტება და ამბავი და ამიტომ უხეშად იშორებდა `ჩაკიდულს~ და იმ ნარისაკენ მიემართებოდა, რომელზეც წუთის წინ ბანქოს უბერავდნენ. ეძებდა, გულდასმით ეძებდა, ერთგვარი სიხარულით ეძებდა, რომ აგერ-აგერ ლეიბის ქვეშ აღმოაჩენს გაზეთისაგან დამზადებულ ბანქოს – რვა-ცხრა ფურცლისაგან შეკოწიწებულ თითოეულ ქაღალდს, რომელიც ქილის ქვეშაა დაწნეხილი, ხოლო კუთხეები მდნარი პარაფინით გამაგრებული. მაგრამ რაც არ უნდა გულდასმითა და სკურპულოზურად ეძებნა მაქსიმ გრეგორევიჩს ბანქო, ვერასოდეს პოულობდა და ხელცარიელი გადიოდა კამერიდან. შურიკა ჩაკიდული კი ისევ იხუტებდა გულში, ხელებს უთათუნებდა მხრებზე და დამშვიდობებისას:
- ოქროს კაცი ხარ მაქსიმ გრეგორევიჩ, ბეჯითად გაჩითე მთელი ნარი, მაგრამ ვერაფერიც ვერ იპოვე? სამწუხაროა, ამხანაგო უფროსო! და განა რას ეძებდით? ბანქოს ხომ არა? ეეეჰ, განა აქ ბანქო აქვს ვინმეს? ტყუილად გიშრომიათ ამხანაგო უფროსო! კარგი მაშინ, ხო გაჩხრიკე ნარები, ახლა დაახვიე აქედან, თორემ ხო ხედავ პერანგისამარა ვარ, ბუშლატა მომპარეს, თუ წავაგე, არ მახსოვს. უნდა მოვიგო და დავიბრუნო. ასე რომ გაასწორე და დაახვიე აქედან, იყავი მეგობარი.
მთელი კამერა სიცილისაგან იხეოდა, შურიკი კი სერიოზულად იხედებოდა, თითქოს თავის ბინძურ სულში მაქსიმ გრეგორევიჩს უთანაგრძნობდა.
პირველ ხანებში მაქსიმ გრეგორევიჩს ასეც ეგონა, რომ კამერაში არანაირი ბანქო არ არსებობდა და არც ბრაზობდა შურიკზე. შურიკ გოლიკოვი, მეტსახელად `ჩაკიდული~ 50 წელს მიტანებულ კაცს ასაკს ვერ შეამჩნევდი, ბანაკის უხუცესი ბინადარი.

მას შესანიშნავად ესმოდა ციხის ცხოვრების ყოველი წვრილმანი და ნიუანსი. ზედამხედველები უკვე დიდი ხანია აღარ ეზიზღება, არამედ მათ როგორც რეალობას, ისე იღებს – ისინი არსებობენ, თავის საქმეს აკეთებენ, თავად კი საკუთარ ცხოვრებას მიათრევს.
შურიკა ამ ბანაკში მესამე თუ მეოთხე ჯერზეა. რაც უფრო ასაკში შედის, მით უფრო წვრილმან საქმეებზე ვარდება – აქეთ ვიღაცას ჩაუყოფს ჯიბეში ხელს, იქით ვიღაცასთან ჩხუბი მოუვა, თუმცა, საკმაოდ უწყინარ და უხიფათო ადამიანად ითვლება, მაგრამ ისეთი მოლაყბეა, მტრისას. მხოლოდ რამოდენიმე ხნის შემდეგ შეიტყო მაქსიმ გრეგორევიჩმა მიზეზი, რატომაც ვერ პოულობდა ბანქოს. საქმე კი შემდეგში იყო – ბანქოს შურიკა მის ჯიბეში მალავდა: როგორ და ასე – როდესაც მაქსიმი კამერაში შედიოდა, შურიკი გადაეხვეოდა და ხელებს მონდომებით უტყაპუნებდა მხრებზე და სწორედ მაშინ ჩაუცურებდა ჯიბეში ბანქოს დასტას. ხოლო წასვლის წინ კი ისევ გადაეხვედა, კვლავ უთათუნებდა ხელებს და თავის ბანქოს კვლავ აცლიდა ჯიბიდან.
სწორედ ეს ამბავი გაახსენდა მაქსიმ გრეგორევიჩს, რატომღაც გაბრაზდა და გულში მწარედ შეიგინა – ესე იგი უკვე ღვიძავს. ცივმა წყალმა სულ ხუთიოდე წუთით გაუყუჩა შიგნეულიდან ამომავალი სიმხურვალე, მაგრამ ეს საშინელი შეგრძნება, ხორხს რომ უხურებდა, კვლავ ეწვია.

სახლის პატრონმა ცოტა ხანს შიშველმა იბორიალა ოთახიდან ოთახში და ბოლოს ისევ ჩაწვა. თუმცა, რა პატრონი – ამ სახლში უბრალოდ ითმენენ მას და მის სიკვდილს ელიან. ცოლი _ უკვე კარგა ხანია ცოლი აღარაა და არც ქალიშვილები ქალიშვილები. პირველი სულ თავის საქმეებზე ტირის, ქალიშვილი კი თომკა, ნამდვილი ძუკნაა. მეორე წელია არ ელაპარაკება და არც თამარა ცდილობს მასთან გამოლაპარაკებას. თუმცა, სახლში საერთოდაც არ მოდის, დაეთრევა, კაცმა არ იცის სად და მავანთა ლოგინებში კოტრიალობს, ნამდვილი ძუკნა.
როდესაც თამარა თეატრალური ინსტიტუტის გამოცდებზე ჩაფლავდა, მაქსიმ გრეგორევიჩი თეატრში მეხანძრედ მოეწყო.

მისი ქალიშვილი მაშინ საკმაოდ ხშირად დადიოდა თეატრში – ოღონდაც არა მამასთან: სპექტაკლების საყურებლად დადიოდა და წარმოდგენის შემდეგ მაქსიმ გრეგორევიჩი ხშირად ხედავდა, როგორ გადიოდა თეატრის ფოიედან მისი ქალიშვილი ხელიხელგადახვეული ხან ერთ მსახიობთან, ხან მეორესთან. ბოლოს კი ის გამხდარი მაიმუნი ამოიჩემა, აი, ის მსახიობი, ლექსებს რომ წერდა და რომ მღეროდა.
თეატრის გახსენებაზე გულის რევის შეგრძნება გაუჩნდა. სასწრაფოდ წყალი მიაშველა, მაგრამ რამოდენიმე წუთში უნიტაზს ჩაეხუტა. შემდეგ კვლავ საბანში გაეხვია. დღეს 11 მაისია, გუშინ კი თეატრში ვეტერანებთან იყო შეხვედრა. ვეტერანები ძალიან ცოტანი კი დარჩნენ, მაგრამ მაინც ხომ იყვნენ. მაქსიმ გრეგორევიჩი ორდენით გამოცხადდა.

ორდენი საბრძოლო კია, მაგრამ მაქსიმს ის არც ბრძოლისა და არც ომის გამოისობით არ მიუღია. უბრალოდ, მთელი ოცდახუთი წელი იმსახურა ორგანოს რიგებში, ესენიც ადგნენ და დააჯილდოვეს – ერთგული სამსახურისათვის, გეგონება მეძებარი ძაღლიაო. მაქსიმ გრეგორევიჩი დახარბდა და რაკი სასმელი უფასო იყო, განუზომლად ბევრი დალია. ყველასთან სვამდა, იმასთანაც, იმ მსახიობთან, მის ქალიშვილს რომ ეხახუნებოდა. ისე მთლად კარგი არ უნდა იყოს – კაცი ცოლ-შვილიანია, ცნობილი, კინოშიც იღებენ და მთლად პატარა გოგონასთან გორაობს, - პარაზიტი! ჰოდა, ეს მსახიობი საშკა კულეშოვი, ალექსანდრ პეტროვიჩი, სიმართლე რომ ვთქვათ, ოცდათხუთმეტი წლისაა და მაქსიმ გრეგორევიჩის ორდენზე გულიც აუჩუყდა და სადღეგრძელოც მოითხოვა:
- აი, ჩვენ დღეში სამჯერ ან ოთხჯერ მაინც შევდი-გავდივართ თეატრში და ყოველ ჯერზე მაქსიმ გრეგორევიჩს ვხედავთ.

რომანი გოგონებზე

ჰოდა, მას როგორც ავეჯს, ისე შევეჩვიეთ – მაგრამ ის ხომ ცოცხალი ადამიანია – დამსახურებული, ომგამოვლილი, ინვალიდი და წითელი ვარსკვლავით მკერდზე. ამ ორდენს კი უბრალოდ არ არიგებენ, დამსახურება უნდა.

ჰოდა, სწორედ ის არის დასაფასებელი ორდენი. შევსვათ, - თქვა მან, - ამ ორდენის მფლობელის სადღეგრძერლო, თავმდაბალი, შეუმჩნეველი ადამიანის და ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს.
შემდეგ მაქსიმ გრეგორევიჩს მიუჯდა გვერდით და საკუთარი სიმღერა უმღერა ომზე, რა თქმა უნდა. ზოგიერთი კიდეც მოეწონა მაქსიმს, თუმცა, იცოდა, რომ ამ სიმღერებს კულეშოვი ყველგან მღეროდა. ეს სხვა სიმღერებსაც წერდა – სკაბრეზულსა და ძველბიჭურს. ამ სიმღერებს მთვრალი მეგობრების კამპანიაში მღერის, ისინი კი მაგნიტოფონზე იწერენ და შემდეგ ყიდიან. საშკა კულეშოვი, რა თქმა უნდა, წილშია. მაქსიმ გრეგორევიჩს ეს სიმღერები უკვე მოსმენილი აქვს, თამარა ატრიალებდა და თითქმის მოსწონდა კიდეც ეს ბიჭი, მთავარ როლებს რომ თამაშობდა თეატრში და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ.

ერთხელ, უსაქმოდ რომ იჯდა სახლში და თამარამ მაგნიტოფონი ჩართო, მაქსიმმა იკითხა:
-ეს ვიღაა, ვინ მღერის?
-ერთი ჩემი ნაცნობი!
-ხომ არ იჯდა, საიდანღაც მეცნობა.
-შენთან, თეატრში მუშაობს, ალექსანდრ კულეშოვი!
მაქსიმ გრეგორევიჩმა გაოცებისაგან პირიც კი დააღო და მეორე დღეს წარმოდგენის სანახავად წავიდა. კულეშოვი ჯარისკცურ ფარაჯაში იყო გამოწყობილი და რაღაცას მღეროდა. და აი, მაქსიმ გრეგორევიჩს კვლავ მოეწონა ის. თანაც, გუშინ ხომ მისი სადღეგრძელო თქვა, მერე დაჯდა და იმღერა. ერთი ბოთლიც დაუდგა, უსხამდა და საბრძოლო დამსახურებებზე ეკითხებოდა.
მაქსიმ გრეგორევიჩს დუმილი შეეძლო. გკითხავს ვინმე ცნობისმოყვარე ერთხელ, მეორედ და არ უპასუხებ.

ადგება და შეგეშვება! მაგრამ იმ დღეს არყისაგან შეზარხოშებულს რატომღაც საუბარი მოუნდა და ცოტა წაიტრაბახა კიდეც:
-მედალი, ალექსანდრ პეტროვიჩ, არა, არა ჩემთვის შენ
საშა ხარ, მარტო ეს კი არ მაქვს, სხვებიცა მაქვს, რაღა ამ ორდენზე მეკითხები? აბა, აქ რა არის სალაპარაკო?
-ნუ თავმდაბლობთ, მაქსიმ გრეგორევიჩ!
-თავმდაბლობა იქით იყოს! ჩემო ძვირფასო საშა... ისეთ
საპასუხისმგებლო ადგილებზე ვმუშაობდი, 30 წლის წინ, ისეთი მნიშვნელოვანი დავალებები მაქვს შესრულებული. შსს-ს ყოფილი ეფრეიტორის გალეშილი გონება რისი ბოდვისაკენ უბიძგებდა მაქსიმს, თავად აღარ გაეგებოდა. – თავად ტუხაჩევსკი მეჭირა!
-როგორ თუ გეჭირათ?
-ჩვეულებრივ, საშ, ხელით მეჭირა, რომ არ წაქცეულიყო.
-ეგ სად იყო?
-სადაც საჭირო იყო.
ტუხაჩევსკის ამბავში მაქსიმ გრეგორევიჩმა, რა თქმა უნდა, გაუბერა. უბრალოდ, ეს გვარი მოადგა ენაზე და ამიტომაც წამოაყრანტალა. ტუხაჩევსკი სხვებს ეჭირათ, მასზე უფრო მაგრებს, მაგრამ თავადაც კარგა მოზრდილი ღლავები ეჭირა ხოლმე.
ამ სიტყვებზე საშკა კულეშოვი სკამზე შეხტა და თავისი, ჩახრინწული ხმით სიჩუმისაკენ მოუწოდა შემთვრალ თანამეინახეებს: - მეგობრებო, დავლიოთ მაქსიმ გრეგორევიჩის სადღეგრძელო, რადგანაც მას ბლუხერი ეჭირა!
აჰა, კიდევ ერთი გვარი წამოუტივტივდა მაქსიმ გრეგორევიჩს. მაგრამ საშა სკამიდან ჩამოვიდა, თანაგრძნობით შეხედა შემთხვევით თანამესუფრეს და გაეცალა.

მას მეტი აღარც უმღერია, საშინლად მოიწყინა და სავარაუდოდ საშინლად გაილეშა. მაქსიმი თავად კი არის მსმელი, მაგრამ კულეშოვი მეტისმეტი გამოდგა. ეს გაახსენდა მაქსიმ გრეგორევიჩს და კინაღამ დაიტანჯა: – ვინ მექაჩებოდა ენაზე, იყბედეო, არა, ვინ მექაჩებოდა! ვინ მეხვეწებოდა მაგათი ბავშვის ნათლიაობას? – აქ კი სიმწრით გაეღიმა მაქსიმ გრეგორევიჩს, უადგილო ხუმრობა გამოუვიდა, კულეშოვისა და თამარას ურთიერთობას თუ მიიღებდა მხედველობაში.
კიდევ ერთხელ გაემართა მაქსიმ გრეგორევიჩი უბორნიაში, კვლავ იგივე პროცედურა, ოღონდაც საშინლად ასტკივდა კუჭი.
გაახსენდა – ოთხიოდე წლის წინ შსს-ს ჰოსპიტლიდან რომ გამოეწერა, სადაც ოპერაცია გაიკეთა, ქირურგმა გერმან აბრამოვიჩმა ვაჟკაცურად ურჩია:
-აბა უყურეთ! დალევთ, მაშინვე მოკვდებით, თუ არ დალევთ, სამი წლის გარანტიას მე გაძლევთ!
მიუხედავად გაფრთხილებისა, მეოთხედი წელია, მაქსიმ გრეგორევიჩი გადაბმულად სვამს, ექიმს კი, გერმან აბრამოვიჩს ეუბნება, რომ არ სვამს და მასაც სჯერა. როგორც ექიმი მაგარია, მაგრამ მაინც ტყუვდება.
არა, მაქსიმ გრეგორევიჩი სამი-ოთხი წლის შემდეგ მოკვდება, თამარასა და იმ გერმანელის ქორწილის წინ. არა, ახლა ამ შემთხვევაში არ მოკვდება, თუ რაიმეს იპოვის სპირტიანს.
როგორ მოვაგვაროთ, მაქსიმ გრეგორევიჩ, საპახმელიო ამბავი? ქალიშვილის ძველი ჩანთები თუ გაქექე? არც არაფერი! ან საიდან უნდა იყოს? ირკა ქმართანაა – როგორც კი კაპიკს იშოვიან, პრემია იქნება ეს თუ სხვა რამ, პირდაპირ შემნახველ სალაროში მიაქანებენ, შვებულებისათვის აგროვებენ. ირკა და სიძე ალპინისტობენ – ზაფხულობით ხან დონბასში, ხან ბაკსანში. ერთი სიტყვით, კლდეებზე დაძვრებიან.

განსაკუთრებით სიძე დაებღოტება და ხშირადაც ილეწება. მართალია, სასიკვდილოდ არა, მაგრამ კარგა მაგრად. გასულ წელს მთელი ორი თვე იწვა დანგრეული, მაგრამ არც არაფერი, გამოჯანსაღდა და წელს ისევ მთებისაკენ. ესე იგი, ირკას ფული არა აქვს, თამარასთან კი ძებნასაც არა აქვს აზრი, - მეტროს ფულს დედას ართმევს და სიგარეტს კიდევ მეზობლებს. მეზობელთან ხომ არ გასულიყავი მაქსიმ გრეგორევიჩ? მაგრამ მეზობელი არ იქნება სახლში, - სადღაც გამოცდებზეა გაგზავნილი. მთლად ახალგაზრდა ბიძაა და და რაკეტების საწვავით არის დაკავებული. ორი კვირის წინ გაემგზავრა.

მუდამ ასეა, - გაემგზავრება და ერთი კვირის შემდეგ გაზეთები აჭრელდება – მორიგი ხომალდი გაემგზავრა კოსმოსში! ჰოდა, ბრუნდება მეზობელი გაღიმებული და ბედნიერი. სასმელს ყიდულობს მაქსიმ გრეგორევიჩისათვის, თუ ეს უკანასკნელი გადაბმულად სვამს. მაგრამ ახლა მეზობელი არ არის... კარადის ქვეშ ხომ არ შეეხედა მაქსიმ გრეგორევიჩს? იქაც შეიხედა, მაგრამ სულ ტყუილად. კარგა ხანია, ცოლი ხელფასს იქ აღარ ინახავს, სადღაც მალავს. ჰოდა, ზის მაქსიმ გრეგორევიჩი დივანზე, საკუთარ ტერიტორიაზე, იმიტომ რომ სახლის დანარჩენი მისი არ არის, ზის და საშინელი პახმელიისაგან საშინლად იტანჯება: მორალურად, გუშინდელი ყბედობის შედეგად და ფიზიკურად – საზარელი პახმელიისაგან. ასე იჯდებოდა მაქსიმ გრეგორევიჩი კიდევ კარგა ხანს, ირბენდა სამზარეულოდან საპირფარეშოში, რომ უცებ კარს მიღმა გიტარა აჟღრიალდა, ვიღაცამ კიდეც დაამღერა, ზარი დარეკა კარზე და იღრიალა:
- არის აქ ვინმე? სასწრაფოდ გააღეთ, თორემ კარს შემოვამტვრევთ!
ხმა ძალიან ეცნო მაქსიმ გრეგორევიჩს და კარის გასაღებად გაფლატუნდა.
მართალია, პახმელიისაგან თვალები სადღაც ჰქონდა გადატრიალებული მაქსიმ გრეგორევიჩს, მაგრამ გაოცებამ თავისი ქნა და პირიქით, თვალები გადმოკარკლა.

რომანი გოგონებზე

კარის ზღურბლზე თავად კოლკა სვიატენკო, მეტსახელად კოლეგა იდგა, დილიდანვე მთვრალი, ხელში გიტარით, ზურგს უკან კი რაღაცას მალავდა. კოლკა უაზროდ იღიმებოდა, აწ უკვე 4 ოქროს კბილს აჩენდა. ყველაფერთან ერთად შუბლზე ახალი ნაჭრილობევი აჩნდა.
-ჰეი, მაქსიმ გრეგორევიჩ!- იღრიალა მან. –ჯერაც არ ჩაძაღლებულხარ? აი, გასაშმონად ვარ მოსული, აი, ორდერიც, - ამ სიტყვებით კოლკამ ბოთლი გამოაჩინა.
`დვინი~ - მოასწრო წაკითხვა მაქსიმ გრეგორევიჩმა, - კარგად ცხოვრობენ დამპლები!
კოლკა კი განაგრძობდა – აი, მეგობარიც მოვიყვანე, გაიცანით, ტოლიკი ჰქვია, მეტსახელად `შპილევოი~, გვარს დრომდე არ ვიტყვი! გთხოვთ, იცნობდეთ და გიყვარდეთ! შმონს უხმაუროდ ჩავატარებთ, თან საძებნიც არაფერი გვაქვს, თამარას გარდა.
მაქსიმ გრეგორევიჩს მათ დანახვაზე კარის მიჯახუნება მოუნდა, მაგრამ კონიაკის დანახვამ შეაჩერა და კიდევ იმან... გული ერეოდა და სირბილით გაქანდა უნიტაზისაკენ. მეგობრებმა ერთმანეთს თანაგრძნობით გადახედეს და ოთახში შევიდნენ. სანამ მაქსიმ გრეგორევიჩი ხრიალებდა და არწყევდა, მერე სანამ თავ-პირს მოიბანდა, კოლკამ სახრახნისით `დვინს~ თავსახური მოაძრო, ასგრამიანები ჩამოიღო თაროდან, ამასობაში გაგულისებული და ღონეგამოცლილი მასპინძელიც დაბრუნდა.

კოლკა უკვე სავსე ჭიქას უწვდიდა:
- შეხვედრისა დავლიოთ, მაქსიმ გრეგორევიჩ, გამოჯანმრთელებას გისურვებთ!
მაქსიმ გრიგორევიჩს პრანჭიაობა აღარ დაუწყია, ჭიქა ჩამოართვა და გადაუშვა, დაიმანჭა და წყალი მიაშველა. ნეტავ გაიაროს... მეგობრები თანაგრძნობით შესცქეროდნენ და იმასვე ფიქრობდნენ, რასაც მაქსიმ გრეგორევიჩი. აი, ამოისუნთქა ხმაურით, ესე იგი, გაიარა!
- შენ რა, დილაადრიან გამომტყვრალხარ და აქ დებოშს ტეხ, - შეუტია კოლკას, ოღონდაც უბოროტოდ, ის უთხრა, რაც პირველ რიგში ენაზე მოადგა.
- ამას უყურე ერთი, ნახე მანდ რა წერია `მერცხლის ბუდე~ – ესე იგი აქ სიმღერაც შეიძლება და ძილიც კი. აბა, ერთიც!
მეორეც ჩაურტყეს და მაქსიმ გრეგორევიჩი მთლად გამოცოცხლდა. აზრზე მოსული მოსულების ამბითაც დაინტერესდა:
-როდის გამოგიშვეს?
-ორი თვე იქნება ასე!
-და სად ერეკებოდა შენი უტვინო თავი?
-ყარაგანდის ახლოს მინდოდა დარჩენა, მაგრამ გულმა
სახლისაკენ გამომიწია, თანაც საქმე გამოჩნდა,
კოლკამ ტოლიკს გადახედა და თვალიც ჩაუკრა
-შენი საქმეები რაც არის, კარგად ვიცი, შავი საქმეებია.
მოსკოვში შეიძლება შენი ყოფნა?
-შეიძლება, შეიძლება, - დაამშვიდა კოლკამ, - ეს ჩემი
პირველი სასჯელია და თანაც სანიმუშო ქცევაც გაითვალისწინეს, ასე რომ, საშიში არაფერია.
-ჩავთვალოთ, რომ ცრუობ, - ვიცი მე შენი სანიმუშო ქცევა, - მაქსიმ გრეგორევიჩმა მესამეც გადაჰკრა, - ვიცი, საკუთარი თვალით მინახავს.
ეს სიმართლე იყო.

მაქსიმ გრეგორევიჩმა იცოდა და ნანახიც ჰქონდა კოლკა სვიატენკოს სანიმუშო ყოფაქცევა. სამიოდე წლის წინ, თამარა რომ კოლკასთან ერთად შმაშურობდა, თამარას დედა სასოწარკვეთილი დაბრუნდა სკოლიდან და მაქსიმ გრეგორევიჩს შეუტია:
-ბოლოს და ბოლოს მამა ხარ თუ ვინა ხარ? წადი დაელაპარაკე!
მაქსიმ გრეგორევიჩს სულ ეკიდა, ვისთან გორაობდა მისი შვილი, მაგრამ მაინც გადაწყვიტა ნიკოლაისთან წასვლა და დალაპარაკება:
-ნიკოლაი, გირჩევ გოგონას თავი დაანებო, მთლად
ბავშვია, სკოლის მოსწავლე. შენ მალე ჩაჯდები, თომკას
დედა კი სკოლაში გამოიძახეს, დირექტორთან.
მაშინ კოლკამ სახეში შესცინა და ხან ნაგავი ეძახა, ხანაც ლეკვი, ბოლოს მიუგო:
-ჯობია, შენი ბინძური ცხვირი იქ არ ჩაყო, სადაც არ გეკითხებიან! რანაირი მამაც ხარ, მშვენივრად ვიცი, მიამბეს უკვე და თავადაც მშვენივრად ვხედავ. დედიკოს კი გადაეცი, რომ თომკას მე არ ვჩაგრავ და არც არავის მივცემ ამის უფლებას. მთელი უბანი დიდი სურვილით უყურებს, მაგრამ მოწიწებით ესალმებიან. მე რომ არა, მისცვივდებოდნენ და ხელების ფათურს დაუწყებდნენ, ასე რომ ჩემთან ერთად რომ არის, უკეთესია მისთვის.
ასე წამოვიდა მაქსიმ გრეგორევიჩი კოლენკასაგან ცარიელი ხელით და შინ დაბრუნებულმა საძაგელი სიტყვებით აგინა თომკა და მას მხარი ცოლმაც აუბა, რომელიც არა მხოლოდ შვილს, არამედ მთელს ქვეყანას ლანძღავდა და თათხავდა.
- ეშმაკსაც წაუღიხართ მთელი ოჯახი, თქვე ბოზებო, - ღრიალებდა მაქსიმ გრეგორევიჩი, - დამნაშავეებთან და ყაჩაღებთან სალაპარაკოდ აღარ წავალ. მაგათ სხვა ადგილას კი დაველაპარაკებოდაი, მაგრამ იქნებ კიდეც მომიწიოს.
ჰოდა, ახდა ყვავის ჩხავილიც და გაბაწრეს ნიკოლაი სვიატენკო რაღაცა სულელური ჩხუბის გამო და ამ უკანასკნელს იმ ციხეში, იმ კამერაში მოუწია სასჯელის მოხდამ, სადაც მაქსიმ გრეგორევიჩი ზედამხედველად მუშაობდა.


აი, იხსენებს მაქსიმ გრეგორევიჩი: შედის კამერაში და ფეხზე დგება მის შესახვედრად ნიკოლაი სვიატენკო, მეტსახელად კოლეგა, დამნაშავე და გიტარისტი, მისი ქალიშვილის შემცდენელი. კოლეგა სულაც არ ჩანს არც შეშინებული და არც სევდიანი, რომ მას ციხე ელის 206-ე სტატიის თანახმად 2-დან 7 წლამდე. უფრო მეტიც, მაშინ ნიკოლაი თავდაჯერებულად და უკეთესადაც გრძნობდა თავს.
-აჰა, მაქსიმ გრეგორევიჩ! აი, შეხვედრაც ამას ჰქვია! ერთი იცოდე, როგორი მიხარია, რომ გიყურებ! იმედია, აკრძალულ რამე-რუმეებსაც შემომიგზავნი, ჰა? ძველი ნაცნობობის ხათრით, ჩემთვის და ჩემი კორეშებისათვის... შენი იმედი მექნება, ჰა, ამხანაგო პოლუექტოვ!
მაქსიმ გრეგორევიჩმა კარცერში გამოამწყვდია კოლკა, შემდეგ ჯერზე კი: - შენ, ძუძუმწოვარავ, გირჩევ არ გამაბრაზო, თორემ ისეთს გაგიჩალიჩებ, მთელი ცხოვრება გემახსოვრება!
ნიკოლაიმ საკმაოდ თავშეკავებულად მიიღო კარცერიცა და მაქსიმ გრეგორევიჩის მწარე სიტყვებიც, მეორე დღეს სასამართლო იყო დანიშნული. უბრალოდ, მეგობრულად, ყოველგვარი დაცინვის გარეშე სთხოვა: - თამარას მოკითხვა გადაეცით და ეგ არის! ჰო, სასამართლოზე არ მოვიდეს.

მაქსიმ გრეგორევიჩს, რა თქმა უნდა, არც არაფერი გადაუცია, მეორე დღეს კი ნიკოლაი წაიყვანეს და იმ დღის შემდეგ თვალითაც აღარ უნახავს, აღარც გახსენებია. და აი, უცებ თავს დაატყდა, თანაც მეგობართან და კონიაკთან ერთად, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს:

-საიდუმლო თუ არ არის, რას აპირებ, რა ჯანდაბის საკეთებლად ჩამოხვედი? - მაქსიმ გრეგორევიჩმა ჰკითხა, - სამუშაოზე არ ფიქრობ? თუ ისევ ძველებურად შეუბერავ!
-რომელ ძველებურზე მელაპარაკები? ვმუშაობდი, მაქსიმ გრეგორევიჩ, რეკლამებს ვხატავდი, ის ჩხუბი კი სრულიად შემთხვევით მოხდა. ეზოში `მამალოს~ ვთამაშობდით, ვხედავ, ერთი ფრაერია, ლამისაა მთელი ჩვენი ფული მოხვეტოს.

ფსონში უკვე ორასამდე იყო და თვალი შევასწარი, რომ რაღაცას ჩალიჩობს.

რომანი გოგონებზე

ბანქო სახეში შევაყარე და კიდეც მივაყოლე. სახე მთლად სისხლში ამოესვარა, მაგრამ მაგარი ცეპკი ტიპი გამოდგა. მერე მთელი ათი წუთი ვკაჩაობდით და ამასობაში მილიციაც მოვარდა. მაშინ ბრიყვი ვიყავი და თქვენი საძმო არ მიყვარდა, ახლა კი მივხვდი და საკუთარ თავზე მეტად მიყვარს კანონი, ვიცი რომ უნდა დავემორჩილო და მიყვარდეს. მაშინ, რა თქმა უნდა, მილიციასაც მოხვდა. ჰოდა, ასე სულელურად ავიკიდე სასჯელი

მივდევდი ჭრაჭუნით, ბილიკებს დათოვლილს
ნამქერი რულს მგვრიდა და თოვლზე მაქცევდა.
ვსუნთქავდი ლაჟვარდებს და სუნთქვას დაორთქლილს,
ზამთარი მოთეთრო ღრუბლებად აქცევდა!

(ლექსების თარგმანი აქაც და სხვაგანაც გიორგი საჯაია (არავიძე)

წაიმღერა კოლკამ.

სიმღერა მაქსიმ გრეგორევიჩს ძალიანაც მოეწონა, თუმცაღა საშკა კულეშოვი გაახსენა, გუშინდელი მისი თანამეინახე. მის გახსენებაზე კვლავ სირცხვილი მოეძალა გუშინდელი ტრაბახის გამო და ეს გრძნობა რომ აელაგმა, ზრდილობისათვის ჰკითხა ნიკოლაის მეგობარს, ტოლიკს, რომელიც მხოლოდ იღიმებვოდა და ჭიქების შევსება არ ავიწყდებოდა:
-შენ რაღას აკეთებ?
-მე? მგზავრი ვარ.
-ააა, - გაწელა მაქსიმ გრეგოროვიჩმა, - თუმცა ვერაფერიც ვერ გაიგო, - რაო, რა თქვი, ვინა ვარო?
- მგზავრი ვარ! მატარებელი ან ტაქსით! მგზავრი – პროფესიაა ასეთი!
მაქსიმ გრეგორიჩმა უნდობლად კი შეხედა, მაგრამ გადაწყვიტა თავი მოეჩვენებინა, თითქოს ეს პროფესია იცოდა. ეს ხალხი ხომ უცნაური ხალხია, გაგაბამენ რაღაცაში და მაქსიმს სულაც არ სურდა, მათი დასაცინი გამხდარიყო.
-შენ, შენ რაღას გააკეთებ, ნიკოლაი?
-ალბათ მძღოლად დავიწყებ მუშაობას ტაქსზე. პატარა
ფულს ვიშოვი.
აი, თითქმის მთელი საათს საუბრობენ და ნიკოლაის თამარაზე კრინტიც არ დაუძრავს, ფიქრობდა, მაქსიმ გრეგორევიჩი თავად უამბობდა, მაგრამ ეს უკანასკნელი დუმდა. შეიძლება, კოლკას აწამებდა კიდეც.
არადა, როგორ უნდოდა ნიკოლაის, რამე ეკითხა თამარაზე. თამარაზე, რომლისთვისაც ის პირველი მამაკაცი იყო, მისივე თხოვნით. მაშინ არც უფიქრია, რომ ოდესმე მოენატრებოდა თამარა ან მასზე იფიქრებდა ამდენს.

ყარაგანდაში, სადაც კოლკა ქვანახშირის საბადოზე მუშაობდა, დღის ბოლოს დაღლილ-დაქანცული მიწვებოდა ხოლმე საწოლზე და წესითა და რიგით მკვდარივით უნდა ჩასძინებოდა, მაგრამ ძილი არ მოდიოდა. ლამისაა ათასამდეც დაეთვალა ხოლმე, მაგრამ მუდამ თვალწინ უდგებოდა საკუთარი ეზო, პატარა მემტრედე კოლკა კოლეგა და ლიონკა ცინგლიანი, რომლის ძმაც `კოლიბრზე~ მუშაობდა, კიდევ ოდნავ გვიანდელი, - მისი ხიფათით სავსე თავგადასავლები და რაღა თქმა უნდა, ქალები. ისინი კოლკას ცხოვრებაში უამრავი იყო. ჯერ კიდევ პატარა, მეზობლის ბიჭებს ცანცარა ქალებთან დაჰყავდათ. ეს ქალები მუდამ მთვრალები იყვნენ და ბიჭები მათთან რიგ-რიგობით შედიოდნენ, - ამას `ხროვას ერთზე~ ეძახდნენ. ეს ყველაფერი ტირში მიმდინარეობდა, სადაც დღისით მილიციელები და დოსააფის თანამშრომლები სროლაში ვარჯიშობდნენ. ისინი წოლელა ისროდნენ, ასე რომ იატაკზე სპორტული ლეიბები იყო დაფენილი.

ამ ლეიბებზე წვებოდნენ ქალები ერთსა და იმავე პოზაში და მათთან შემთვრალი ბიჭები რიგ-რიგობით შედიოდნენ, რომლებსაც მღელვარებისაგან ცახცახი გაუდიოდათ.
- შენ ხომ მთლათ პაცანა ხარ, - კოლკას უთხრა ერთმა ქალმა. მაშინ კოლკა პირველად იყო მისული.
- მოკეტე, ძუკნავ, - რაც შეეძლო, უხეშად უთხრა კოლკამ. ამ უხეშობით ყმაწვილური შიში უნდოდა დაეფარა. ქალმა მიიზიდა ტუჩებში აკოცა, გულში ჩაიკრა და უთხრა:
- აი, მორჩა კიდეც! ყოჩაღ შენ, მაგარი კაცი გამოხვალ, - მეტი აღარ, გეყოთ დღეს! – ადგა და წავიდა.
ძალიან დაამახსოვრდა კოლკას პირველი ქალი. მერე ბიჭებსაც ეკითხებოდა მის შესახებ, მაგრამ, აბა, იმათ საიდან უნდა სცოდნოდათ. კოლკას ის ძალიან თბილად ახსოვდა, თუმცა სიამოვნება არ უგრძვნია, ნერვიულობდა და ვერც ქალს ასიამოვნა, თუმცა მან მაინც უთხრა ყოჩაღო! შეაქო. თანაც იმ დროს მეგობრები დასცინოდნენ და სიბნელეშI უყვიროდნენ – მასე არა, კოლკა, აი როგორ უნდა, ნახე!
მეორე ქალი კი, რომელიც მეზობელ ლეიბზე გაშხლართულიყო, ხმამაღლა და დაწვრილებით ჰყვებოდა კოლკას ქალზე, თუ როგორ დააქალა ერთი წლის წინ ვინმე ვიტალი ბებეშკომ, განთქმულმა მექალთანემ და პროფესორის შვილმა.

ეს ყველაფერი კოლკას გარკვევით ესმოდა და კონცენტრირებას ვერ ახერხებდა, - ვერც ის გაეგო სიამოვნებდა ეს ყველაფერი თუ არა.
შემდეგ იყო სხვა ქალებიც, თითქმის გოგონები. ისინი ძალით შეჰყავდათ ტირში და ესენიც შიშითა და ტკივილით ნებდებოდნენ, მერე ტიროდნენ, მწარედ ტიროდნენ და კოლკას ისინი ეცოდებოდა.
ცოტა რომ წამოიზარდა კოლკა, სხვა ქალებიც გამოუჩნდა, უფრო გრძელვადიანები. საყვარელიც კი გაიჩინა – თეატრის ადმინისტრატორი. ის მთელი ათი წლით იყო მასზე უფროსი, შეღებილი და ცეცხლისფერი თმით. ეს ქალი კოლკას დედამიწაზე ყველაზე ლამაზ არსებად მიაჩნდა, მისი აზრით სილამაზის განსახიერება და როდესაც კოლკა ვიღაც ცირკში მომუშავე მოტოციკლეტისტზე გაცვალა, ამან კინაღამ თავი მოიკლა. არადა შეეძლო კია, მაგრამ არ ქნა.

გადაწყვიტა ამ ცირკისტს გასწორებოდა, წარმოდგენის დასრულებას დაელოდა და პავილიონისაკენ გაემართა, საიდანაც ყველაფერი მოჩანდა. სანახაობით აღფრთოვანებული დარჩა და უცებ გაეცალა იქაურობას.
ესა და სხვა მოგონებები არ ასვენებდა კოლკას, დასასვენებლად რომ მიწვებოდა საწოლზე ყარაგანდაში. ესა და სხვები, მაგრამ ყველაზე დიდხანს თამარას სახე ედგა თვალწინ, გარუჯული და ლამაზი, როგორც იმ წელიწადს, საზაფხულო ბანაკის შემდეგ. კოლკა ვერასოდეს იფიქრებდა, რომ თამარა ასე მოენატრებოდა და ასე მოიწყენდა მის გარეშე. ვინმეს რომ ეთქვა, ასე დაგემართებაო, მხოლოდ გაიცინებდა, ეგ იქნებოდა და ეგ.
ჰოდა კოლკას ღრმა ცნობიერმა იმდენად გაითავისა თამარას სახე, რომ ყოველღამ, ძილის წინ კარგა ხანს ედგა ხოლმე თვალწინ, როგორც სავიზიტო ბარათი, როგორც დაპატიმრების ორდერი, ანაც ქულა 6-7-8. ჰოდა, კოლკაც შეურიგდა ამ ყოველდღიურ ზმანებებს და თუ ვინმე თუნდაც გაიცინებდა მის ამ ზმანებებზე, ძვლებში დაამტვრევდა. იწვა დახუჭული თვალებით და ოდნავ კვნესოდა ნაღველისა და უღონობისაგან.

ამ ყველაფრის მიუხედავად, კოლკას ერთი წერილიც არ მიუწერია, ერთი გზავნილიც არ დაუბარებია არავისთვის, თუმცა, ყოველი ახლად გათავისუფლებული ზეკი საკუთარ დახმარებას სთავაზობდა. – კოლეგა, წერილი გამატანე, გადავცემ! ბანაკში კოლკას ყველა პატივს სცემდა – რას იტანჯები? წერილს არ წერ და არც ელოდები, მოკვდები ასე!
- არაფერია, - ჩავალ და გავერკვევით! – პასუხობდა კოლკა.
კოლკა წერილებს მართლაც არ იღებდა, საკუთარ დებსაც კი მკაცრად აუკრძალა წერილების წერა, მეგობრებმა კი არც იცოდნენ, სად იჯდა და არც თამარამ იცოდა.
ჰოდა ახლა ზის მის სახლში და პატივმოყვარეობა არ აძლევს საშუალებას რამე ჰკითხოს მის შესახებ.

რომანი გოგონებზე

სვამს მამამისთან, მაქსიმ გრეგორევიჩთან ერთად და რაღაცა უაზრობებს ყბედობს.
და აი, უცებ ღრიჭოში გასაღების გადატრიალების ხმა და თავად ის – თამარა მაქსიმოვნა, გაზრდილი და უფრო გალამაზებული, წარმოსადეგი და გამხდარი, შავ სათვალეებში და ცისფერ, აწ უკვე საზაფხულო კოფთაში. ის უბრალოდ შემოვიდა, ანგელოზივით კი არ შემოფრენილა და რაღაცა უცნაური სუნამოს, სასმლის და ვალერიანკის სუნი უდიოდა. სახე ოდნავ ჩალურჯებული, მიუხედავად იმისა, რომ დილიდანვე ტონი საკმაო დიდი რაოდენობით დაედო და კარგა სქლადაც დაედო. მაგრამ კოლკა ვერაფერს ამჩნევდა, რადგანაც მთელი სინაზე, რომელიც აქამდე წვეთ-წვეთად უგროვდებოდა, ერთიან, დამანგრეველ ჩანჩქერად იქცა და ამას გულ-მკერდს უნგრევდა. ისე დაითრგუნა, ფეხზე წამოდგომაც ვერ მოახერხა და სუსტად ამოიხავლა: გამარჯობა, - ჰაერში გაშეშებული გიტარა ხელიდან გაეშვა და იატაკზე დაეცა, საცოდავად გაიწკრინეს სიმებმა – ადამიანო, მეც ხომ რაღაცას წარმოვადგენ, თანაც სუსტი ინსტრუმენტი ვარო,- თითქოს თქვა.

– გაგიმარჯოთ, - ჩუმად მიუგო თამარამ. მის ხმაში ბევრი რამე იყო ერთმანეთში არეული, ძალიან ბევრი რამის გადატანა მოუხდა ამ ორ დღეში: გუშინ მეგობარ-მსახიობთან იყო სტუმრად, რომელიც ბევრს მოგზაურობდა, ჩრდილოეთშიც, სამხრეთშიც. ლარისა უმეტესწილად იქ დადიოდა, სადაც წარმოდგენის ხარისხზე დიდად არავინ ზრუნავდა. დღეში სამი-ოთხი კონცერტი, თვის განმავლობაში კი ასამდე გამოუდიოდა. ანაზღაურებასაც არა უშავდა, - მოახერხებს ცხოვრებას ადამიანი. ლარისასთან მისი მეგობარი, ვალოდია იჯდა, მხიარული, კეთილი და საქმიანი კაცი. თამარა მათთან იმიტომ მივიდა, რომ მორიგ გასტროლზე მათთან ერთად სურდა გამგზავრება – მაგადანში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გასამგზავრებლად საშვია საჭირო, რომელიც არც ერთს არ ჰქონდა.

დიდადაც არ უნაღვლიათ ამაზე, ადგნენ და გადაჰკრეს. და აი, ლარისა, რომელმაც მოსკოვის მთელი ტყუილ-მართალი, ჭორი და ტყუილი მშვენივრად იცოდა, მრავალის განქიქება, ყველას კბენა მოასწრო, ყველასი, გარდა ერთისა:
- აი, ჩემთან გუშინ საშკა კულეშოვი იყო, ვიღაცა გოგოსთან ერთად. ის გოგო, მგონი თეატრში მუშაობს – ასეთია – ახალგაზრდა და საკმაოდ ლამაზი. საშკა მგონი შეყვარებულია, დაღუღუნებენ, ხელი ხელს ჩაუჭიდიათ და სეირნობენ. ამას უბრალო ჭორივით ჰყვებოდა ლარისა, გეგონება თამარას რეაქციას საერთოდ ვერ ამჩნევდა.
ეს რა სჭირს თამარას? გაფითრდა და სკამიდან პირდაპირ იატაკზე. ვალოდიამ სასწრაფოდ წყალი მოარბენინა, ყურებს უსრესს, მაგრამ თამარა მკვდარივითაა.
-შენ რა, ნაგავო, განა ვერ ხედავდი, რომ ცუდად
ხდებოდა საშკაზე ლაპარაკისას. ენის რატრატის მეტი არაფერი გეხერხება.

რა არ იცოდი, რომ თამარა მაგასთან ცხოვრობს კარგა ხანია? ან იქნებ, განგებაც გააკეთე? არ შეიძლება ასეთი შურიანობა და საძაგლობების კეთება!
_ვალოდია, ხომ არ გააფრინე, შური რა შუაშია? – შეშინებული ბუტბუტებდა ლარისა. არადა, ამას მართლა შურდა თამარასი. ასე, ნახევარი წლის წინ, საშკა კულეშოვი ერთ-ერთ საღამოზე თავის ახალ სიმღერებს მღეროდა და ყველა მოხიბლული, ყველა აღტაცებული იყო, საშკა კი მხოლოდ მოწყალედ იღიმებოდა და დიდსულოვნად იღებდა კომპლიმენტებს. ამას სერიოზულადაც არ აღიქვამდა, - მღელვარებისაგან გაფითრებული, ოფლის წვეთებით შუბლზე და ოდნავ სველი პერანგით. ლარისას ხანდახან სიტყვები და მათი მნიშვნელობაც არ ესმოდა. ის მხოლოდ საშკას ხმას აყურადებდა და ტანზე ჭიანჭველები დაურბოდა.

მივდევდი ჭრაჭუნით, ბილიკებს დათოვლილს
ნამქერი რულს მგვრიდა და თოვლზე მაქცევდა.
ვსუნთქავდი ლაჟვარდებს და სუნთქვას დაორთქლილს,
ზამთარი მოთეთრო ღრუბლებად აქცევდა!

ლარისა ყველა ღონეს ხმარობდა მისი ყურადღების მისაპყრობად, შინაც მიიპატიჟა, მაგრამ კულეშოვი არ ესტუმრა. სხვა დროს იყოს, - უთხრა, და ლარისა მიხვდა, რომ ეს სხვა დრო მისთვის არასოდეს დადგებოდა.

ამის შემდეგ ლარისამ რამოდენიმეჯერ კიდევ ნახა საშკა თამარასთან ერთად, მაღალ, გამხდარსა და ლამაზ გოგონასთან, რომელიც არ ვიცი, თეატრალურში სწავლობდა თუ ინსტიტუტს ამთავრებდა. ამიტომაც დაუმეგობრდა თამარას, რომ იქნებ კიდევ მისცემოდა საშკას ნახვის საშუალება, და ეშმაკმა იცის, იქნებ დაეთრია კიდეც. კულეშოვი ერთ ქალზე არ გაჩერდება, მოსწყინდება ბოლო-ბოლო ეს თამარა, რომელიც აღარც სწავლობს ინსტიტუტში, გარიცხეს, როგორც ამბობენ ამორალური საქციელისათვის.
მაგრამ საშა, როგორც ჩანს, სულაც არ აპირებდა თავისი საყვარლის მიტოვებას და უფრო ხშირად ჩნდებოდა მასთან ერთად მოსკოვის მაღალ საზოგადოებაში. უფრო მეტიც, ცოლს გასცილდა, ბინა იქირავა და მარტო ცხოვრობდა. ასე რომ, ლარისა იძულებული გახდა, მიეჩქმალა თავისი ბოროტი ზრახვები და შესაფერის მომენტს დალოდებოდა. და, აი, მისი დროც დადგა.

პირველივე შემთხვევისთანავე, შანსი გამოიყენა და თამარა მწარედ დაგესლა, თუმცა, მისი გულის წასვლას სრულებით არ ელოდა. მას თამარა ჭკუამხიარული და ცერცეტა ეგონა. ლარისა გვარიანად შეფიქრიანდა:
- ვალოდია, ხომ არ მოკვდება, ჰა? ნახე საერთოდ არ სუნთქავს.
- მოკეტე და სამზარეულოდან ვალერიანის წვეთები და ყინული მოიტანე!
თამარა მთელი ორმოცი წუთი იწვა გულწასული და ნელ-ნელა გონს მოდიოდა;
-რა ამბავია ჩემს თავს? რა მოხდა?
-გონება დაკარგე, - მიუგო ვალოდიამ.
-სახე რაღატო მტკივა?
-ჩემი ბრალია... მეშინოდა, რომ გონზე აღარ მოხვიდოდი.
თამარამ უღიმღამოდ გაიღიმა:
-ნუ გეშინია, ჭირგამძლე ვარ, მერე რა იყო, ლარისა, მერე რა მოხდა?
-არა, ძვირფასებო, დღეისათვის საკმარისია! ძილი
ნებისა! – ხელები გაასავსავა ვალოდიამ.
დაწვნენ. თამარას, რა თქმა უნდა წამითაც არ დაუძინია. ხან შურისძიების გეგმებს ალაგებდა, მერე ტიროდა, მერე საკუთარი თავი ეცოდებოდა და ხვდებოდა, რომ შურისძიება საყვარელ ადამიანზე არ შეეძლო. ვერაფერს შეცვლის, ერთია, შეუძლია თავი მოიწამლოს, ეგაა და ეგ.

თავის მოწამვლა ერთხელ უკვე სცადა – როცა თეატრალური ინსტიტუტიდან გარიცხეს. ძალიან მტკივნეული იყო – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოასულიერეს და გონს მოიყვანეს, - მაშინ უფრო ეტკინა და უფრო შერცხვა.
- და რას მივაღწევ ამით? ვითომ შეგიცოდებს და იდარდებს? აი, ასე რომ შეიძლებოდეს – თავი მოიწამლოს, მოკვდეს და თანაც ხედავდეს, როგორ იტანჯება, - ეს სულ სხვა ამბავია. სხვანაირად კი ნამდვილად არ ღირს. გადავიტან როგორმე... ისე, რა საინტერესოა, ვინაა ის გოგო, რანაირია?
დილით შეძლებისდაგვარად მოიყვანა თავი წესრიგში, ლარისა ათას ბოდიშს უხდიდა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, მუქი სათვალე გამოართვა.

რომანი გოგონებზე

ვალოდიამ, ამ მართლა კარგმა ადამიანმა ტაქსამდე მიაცილა, აღუთქვა, რომ როგორც კი მოახერხებდა, მაგადანიდან ტელეგრამას გამოუგზავნიდა და მის თან წაყვანასაც შეეცდებოდა. დამშვიდობებისას კი თმებზე მიეფერა და: - შენა და რაიმე სისულელე არ ჩაიდინო, ყველაფერი კარგად იქნება, კარგი?
მესამე სართულზე ძლივს ააღწია, ნეტავი მამა არ იყოს სახლში, - ნატრობდა, და უცებ ნიკოლაი...
-გამარჯობა,- ამბობს.
-გამარჯობათ, მიუგო თმარამ და სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ ძირს დაცემული გიტარის სიმები წკრინობდნენ.
მაქსიმ გრეგორევიჩი ცნობისმოყვრედ უთვალთვალებდა და გუნებაში ეღიმებოდა, აინტერესებდა შემდეგ რა მოიხდებოდა.

მაგრამ იმან, იმ მესამემ შესთავაზა:
- წავიდეთ, მაქსიმ გრეგორევიჩ, კიდევ ერთი ბოთლზე, ეს უკვე დაიწრიტა! – მაქსიმ გრეგორევიჩი წამოდგა და წაჰყვა ტოლიკს, რომელსაც გვარი არ ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა ერთობ საინტერესო პროფესია – მგზავრი.
- თა-მარ-კა, თა-მარ-კა! ჩემო ოქროს გოგოვ, - ნიკოლაიმ გაჭირვებით გადაყლაპა ნერწყვი – აი, შენც, თორემ მეგონა, მაქსიმ გრეგორევიჩთან საღამომდე სმა მომიწევდა, - წაიხუმრა და კვლავ გაეჩხირა ყელში ბურთი – კი შეცვლილხარ, ჩემო გოგონა, მაგრამ ჩემთვის არა! ზუსტად ისეთივე ხარ, როგორიც იმ დღეს, როცა გითხარი – არ დამელოდო. თითქოს ეს მთელი სამი წელი საერთოდაც არ ყოფილა.
- მე კი, კოლია საერთოდაც არ გელოდი, - უადგილოდ ჩაურთო თამარამ.
- მოიცა, მაცადე, დავასრულო. მთელი ამ ხნის განმავლობაში, იმდენი გელაპარაკე, რომ ახლა იმის მეასედიც არ შემიძლია გითხრა. იქ, ბანაკში, ლექსებს გიწერდი და სიმღერებსაც, სიზმარშიც შენ მელანდებოდი და ცხადშიც კი რამოდენიმეჯერ. იცი, როგორ იყო? იმ ყარაგანდაში ტყის ჭრაზე რო ვმუშაობდით. აი, წარმოიდგინე, ხე დგას, შემეძლო მისთვის მეყურებინა და წარმომედგინა, რომ შენა ხარ მიყრდნობილი მასზე და მიყურებ. მიყურებ და საალერსი სიტყვებს გეუბნები.

რამდენჯერ მინდოდა მომეწერა, მაგრამ, ვფიქრობდი, რისთვის შევახსენო? დაე, იცხოვროს თავისთვის, ჩემს გარეშე. მთელი ეს დრო ვცდილობდი დამევიწყებინე, ამომეგდო შენი სახე თავიდან, აზრებიდან, მაგრამ ვერ შევძელი. ყოველთვის მახსოვდა, რომ სადღაც ქვეყანაზე დადიხარ, სუნთქავ და უთვალავჯერ გეხვეოდი, უთვალავჯერ. მოდი ახლოს თომკა!
- არ გინდა, კოლკა! ეს სამი წელიწადი, შენთვის, როგორც ჩანს, საერთოდაც არ ყოფილა, აი, ჩემთვის კი იყო და მერე როგორ! იქნებ წასულიყავი, ჰა? ახლა შენთვის ნამდვილად არა მცხელა!
ნიკოლაი სვიატენკოს ხასიათი სულ სხვანაირი იყო: როგორც კი უარს მიიღებდა, მაშინვე თავხედი, პირდაპირი და საკუთარ თავში დაჯერებული ხდებოდა.
- აბა, ნახე რამხელები დავზრდილვართ, თომკა, - დიდები ვართ უკვე და სევდიანები, - უკვე მისთვის ჩვეული ტონით გააგრძელა – ალერსიანი საუბრის არ გვესმის და სახლიდან ვაგდებთ. ნუთუ ფიქრობ, რომ აქედან წავალ? ღმერთი გიშველის, თომკა! მთელი სამი წელიწადი ამ წუთს ვუცდიდი და ახლა გგონია რომ ასე იოლად ავდგებიდა წავალ? აბა, მომიახლოვდი, მომიახლოვდი, ჩამეხუტე, ატირდი და მითხარი – კოლკა საშინლად მომენატრე, შენს გარეშე ძალიან მიჭირდა! შენს გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია! მთელი ეს ხანი მხოლოდ შენზე ვფიქრობდი და ერთი წერილიც არ მომწერე, საზიზღარო! – ხუმრობით დაასრულია ნიკოლაიმ.
- კოლია, შენს გარეშე მშვენივრად ვცხოვრობდი და თითქმის არც არასოდეს გამხსენებიხარ.
- თითქმის? ეს უკვე კარგია! ეს ძალიან კარგია, ესე იგი თითქმის! ჩემთვის ეგეც საკმარისია, - კოლია ისე გაახარა ამ სიტყვამ `თითქმის~, თითქოსდა თამარას `მიყვარხარო~ ეთქვას.
აი, ახლა მოუნდა კოლკა სვიატენკოს, მეტსახელად კოლეგას, ყველაფერი ეამბნა მისთვის და თანაც იმისთანა სიტყვებით ეამბნა, რომ ამ უკანასკნელს გაოცებისაგან პირი დარჩენოდა ღია. არადა, კოლკას თავისუფლად შეეძლო ამის გაკეთება. მან ბანაკის ბიბლიოთეკაში მთელი შექსპირი გადაიკითხა და არამხოლოდ შექსპირი.

მთელ თავის ცხოვრებაში ამაზე მეტი არასოდეს წაეკითხა. კოლკას ნამდვილად შეეძლო ამ წუთში მაღალფარდოვანი შექსპირისეული ფრაზებით საუბარი, მაგრამ თამარა ისე ახლოს იდგა მასთან, რომ კოლკას სულიცა და სხეულიც ერთიანად აუკანკალდა.
-მიყვარხარ, უგონოდ მიყვარხარ!
-კოლკა, დამშვიდდი! დაჯექი! რაიმე მხიარული მომიყევი, ანაც მიმღერე რამე.
კოლკამ ხმამაღლა ამოიხვნეშა და გიტარა აიღო. გული მხეცურად უცემდა და სიმღერაც უკვე ენაზე ადგა. მართალია ტექსტი სხვისი კი იყო, მაგრამ გეგონებოდათ, მისი ტექსტიაო:

მოყევით, მანდ რას სვამთ? ჩვენ არ ვსვამთ აქ თითქმის.
აქ მზიან დღეებშიც კი თოვა არ წყდება!
რამე მოიწერეთ, თორემ, როგორც ითქმის, -
ჩვენსკენ არაფერი ახალი არ ხდება.

გიტარა ცოტას ურევდა, ეტყობა დავარდნის დროს აიშალა. კოლკამ გიტარა შეისწორა და ისე განაგრძო, რომ არც კი შეუმჩნევია, როგორი გაოცებით შესცქეროდა თამარა.

კოლკა განგებ ცვლიდა სახელს ნადიუხას თამარათი

ძალიან მაკლიხართ! ხილვებმა იციან
ძვირფას სიფათების სიზმრებში მიგნება.
რას შვება თამარკა, სად არის, ვისია?
და თუ კი მარტოა, მომწეროს იქნება.

ეს ყოფა წამებით სიკვდილზე მეტია, -
სამსჯავროს წინაშე ძრწოლაა მარადი.
იქნებ არც გადმომცენ და თუკი ბედია,
ყოველ შემთხევისთვის, მომწერეთ ბარათი.


კოლკა მშვიდი ხმით მღეროდა მარტივ მელოდიას
კოლკამ საკმაოდ სევდიან ნოტზე, დახუჭული თვალებით დაასრულა, ოდნავი ვიბრაციით და გიტარამაც დაიწკმუტუნა, რამაც სევდა უფრო თვალშისაცემი გახადა.
ეს სიმღერა საიდან იცი შენ, კოლკა? – ჰკითხა თამარამ, როცა მან თვალები გაახილა.
-ბიჭებმა მოიტანეს ბანაკში. ვინმე ყმაწვილი ყოფილა,
ალექსანდრ კულეშოვი. ძალიან დიდ ფულს იხდიდნენ ამ კასეტებში.

ეს სიმღერები უთვალავჯერაა დაკრული. საღამოობით სიტყვებს ვარჩევდით და ერთმანეთს ვაწერინებდით. ყველა ჭკუას კარგავდა ამ სიმღერებზე და ხელმძღვანელობას შმონის დროს მხოლოდ ეს ჩანაწერები მიჰქონდა. მგონი სადღაც ზის ეს კულეშოვი, ამბობენ მოკლეს კიდეცო. თუმცა მე არაფერი ვიცი, ძალიან ბევრ რამეს ამბობენ მის შესახებ. მე, მაგალითად, ათმა კაცმა სხვადქასხვა ისტორია მომიყვა მის შესახებ, მაგრამ ალბათ ყველა მათგანი ტყუის. სიმღერა მოგეწონა?
-მომეწონა, - ჩუმად მიუგო თამარამ, კიდევ იმღერე, ჰა
კოლკა!
-სხვა დროს,- უფრო ახლოს მიუჩოჩდა და შემპარავად უთხრა, - იქნებ გეკოცნა თომ, ჰა?
ამან არაფერი უპასუხა.

მაშინ კოლკამ სწორედ ის გააკეთა, რაც მსგავს შემთხვევაში უნდა გაეკეთებინა. აივნის კარი გამოხსნა, ერთი მოქნევით მოაჯირს გადაევლო და დაიმუქრა, ხელს გაუშვებდა აივანს, თუ სასწრაფოდ, ვნებიანად და მხურვალედ არ აკოცებდნენ ტუჩებში.

რომანი გოგონებზე

ანგარიშმიუცემლად ითხოვა კოლკამ, ისე რომ არც უფიქრია, რას იზამდა იმ შემთხვევაში, თუ მის თხოვნას არ შეასრულებდნენ. მაგრამ მისთვისაც და თამარასთვისაც მოულოდნელად, ეს უკანასკნელი წამოდგა, ჩამოკიდებულ ნიკოლაის მიუახლოვდა და სწორედ ისე აკოცა, როგორც თხოულობდნენ – მხურვალედ და გაბმულად, შესაძლოა ვნებიანად არა, მაგრამ მხურვალედ.
ელვის სისწრაფით გაუელვა თავში თამარას – აი, საშკა კულეშოვს ასე გადავუხდი სამაგიეროს, მაგრამ კოლკა მარჯვედ აიზიდა ხელებზე და უკან გადმოევლო მოაჯირს თან ჰკოცნიდა, ჰკოცნიდა დაუსრულებლად და ხარბად, - როგორც მშიერი გოშია მიეძალება საჭმელს, სწორედ ისე. როგორც ადამიანი, რომელიც დიდ ხანს ჰყავდათ უჰაერო სივრცეში, ახლა მისცეს ამოსუნთქვის საშუალება და...
-კარი ჩაკეტე, ფსიხო, ახლა ხომ მოვლენ! – კოლკამ
ხელში აიტაცა და ციმციმ წაიღო კარისაკენ, გეგონებოდა, ვინმე წართმევას უპირებს ამ საგანძურსაო, კარი ჩაკეტა და ასევე ციმციმ წაიღო თამარა დივანისკენ.
-აქ არა, ჩემს ოთახში!
მას ესმოდა, როგორ ეფლითებოდა გულისგულში რაღაც, რომ ჰაერი, გახურებული ჰაერი ამოსდიოდა მკერდიდან და პირდაპირ სახეში სცემდა. და თამარას ეწვია სურვილი, - მოეხვია და თავისკენ მიიზიდა.

კოლკა კი შეშლილივით მხოლოდ - `თომკა, თომკა~ - ბუტბუტებდა. ტუჩებით დაუფარა მთელი სხეული, მისი სუნთქვით სუნთქავდა მთლიანად მისით სუნთქავდა, რაღაც მხურვალე სიშავის ფსკერზე ეშვებოდა, რომლიოს ფსკერზეც ყველა სურვილის ასრულება და ღვთაებრივი ნეტარება იყო. და არაფერიც არ ახსოვდა ნიკოლაის, რა მოხდა, რა ხდებოდა, რადგანაც იმ წუთებში გონდაკარგულივით იყო. გამოფხიზლებულს კი:
-ახლა კი წადი, კოლკა, მართლა წადი და აღარასოდეს
აღარ დაბრუნდე. გესმის? გთხოვ, თუ გიყვარვარ, აღარასოდეს აღარ დაბრუნდე. მარტო მინდა ვიყო... არ იფიქრო, თითქოს შენი გულისთვის.
-არსადაც არ წავალ, თამარა! აუცილებლად დავბრუნდები!
შენს გაყოფას არავისთან ვაპირებ! შენ ხომ იცი კოლკა კოლეგას მომაკვდინებელი დარტყმა აქვს, ვერ დამისხლტები!
-დაგისხლტები, კოლკა, უთუოდ დაგისხლტები! ახლა მე
ძალიან ძლიერი ვარ, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ვარ!
-გაწყენინა ვინმემ, მოვკლავ!
-აჰა! `მოვკლავ~! სხვას არაფერს უნდა ელოდოს ადამიანი
შენგან.

არადა, რომ იცოდე, ვის მოკვლას აპირებ...
-მაინც ვინ არის ამისთანა?
-სამი წელიწადია, რაც მე საშკა კულეშოვთან ვცხოვრობ, კოლკა! სწორედ მასთან, რომელიც ზის, თუ მოკლეს თუ კაცმა არ იცის კიდევ რა... მასთან, ვის სიმღერებსაც წეღან მღეროდი. კოლია აქ ცხოვრობს, თეატრში მუშაობს და ახლა მას სხვა ქალი ჰყავს!
ყველაფერზე იპოვიდა კოლკა კოლეგა პასუხს, ოღონდ ეს არა! რადგანაც, ჯერ კიდევ იქ, ბანაკში კოლკას ეგონა, რომ იცნობს ამ ყმაწვილს, რომ ოდესმე სადმე შეხვდება, რომ ხალხის ბრბოშიც კი იცნობს, რომ შეხვდებიან თუ არა, საუკეთესო მეგობრები გახდებიან. თუ ამისთანა სათუთი სული აქვს, როგორიც სიმღერები, სხვანაირად არც შეიძლება. რამდენჯერ უნატრია კოლკას, ბანაკში მოეყვანათ კულეშოვი, თუმცა მხოლოდ ის არ ოცნებობდა ამაზე, ყველა – ირგვლივ ყველა ამას ნატრობდა. ყველაფერს ელოდა კოლკა, ოღონდ ეს არა! არც იცის როგორ მოიქცეს, ან რა თქვას.
უბრალოდ ადგა კოლკა კოლეგა და წავიდა... თავის მეგობარსა და მაქსიმ გრეგორევიჩისათვის არც დაუცადა.

1977.