Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
ესე
მოთხრობა
პროზა
უჩინარს მიღმა


უჩინარს მიღმა

იგრძნო, რომ უკვე ყველაფერი მობეზრდა. დაიკარგა საზრისი.


ცხელ ქვიშაზე იწვა გაუნძრევლად, პირქვე დამხობილი.
“უფორმო ქვიშა, ყველაფერი დაგეპნევა”.

ბეღურამ მოფრინავდა უშორესი ციდან. ზემოდან გადმოხედა კაცს. ქვიშის მარცვლად მოეჩვენა. არაქვიშისებური წრიპინი მოესმა:
“მომასვენე, ოღონდაც მომასვენე”.

ტოტებდამტვრეული, თავწაჭრილი უფოთლო ხე, ფესვგადგმული წყალში. წყალი ხომ ცოდვა იყო დასაბამიდან.
“ჩემი ფოთლების შრიალის ხმებით წინასწარმეტყველებდნენ დოდონას მისნები. ახლა კი...


დააშრე წყალი, დამილპა ფესვები”.

პირველარსმა ხელი ჰკრა და იქმნა ბრუნვა. თავდაღმართზე მიგორავდა თიხის ქვევრი. გაიბზარა უცაბედად, გადაიმსხვრა.
“შემაერთე, მომეცი სიმრთელე”.

ბნელა. ბინდისფერია ყოველი. უფრო და უფრო წვება ბინდი. უფრო და უფრო...
“აღარ გვეშველება?”

წვიმა წამოვიდა, ცამ გამოიტირა ყოველი. წყალმა დატბორა ცოდვიანი დედამიწა.

ბეღურა გადმოვარდა თბილი ბუდიდან. თვისმშობელს გაშორდა, წვიმის ტბორში ჩავარდა.
ცაზე თვისმშობელი გამოესახა, თბილი კალთით.
“მინდა რომ მწამდეს, თუგინდ ზღაპრები იყოს. დამიბრუნე რწმენა”.

სულის გვემა ბურთივით გაიბერა, მიწას აცდა, აიწია და ყმაწვილს ფრთები გამოესხა, მაღლა, ცაზე ააფრინა. თავბრუდამხვევი სისწრაფით მიფრინავდა.
დარჩა ქვევით ნესტიანი მიწა.

იისფერი ღრუბლები გამოჩნდნენ ირგვლივ, სპილენძის გესლისფერი ეთერი.
გრძნობდა, რომ რაღაცას გასცდა, ამიტომაც არქმევდა “მიღმას”.
უჩინარი იყო სივრცე, უჩინარი იყო თვითონ; ნანატრი სიმშვიდეც მოსულიყო და მიფრინავდა იგი უჩინარს მიღმა.

ყვავილები გაშალა ლოტოსმა ზყლის ზედაპირზე. პირველსაწყისი წყლიდან ან სიცარიელიდან სამყაროს შექმნა. ბნელთა ქაოსი წყლის ქაოსიდან შექმნა. ეს არის წარსული, აწმყო და მომავალი, რადგან ყოველ მცენარეს ერთდროულად აქვს კოკორი, ყვავილი და თესლი. ღერო,.