Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
ლექსი
შებინდება


მთარგმნელი მეტრეველი მერაბ
შებინდება

ეს ის ჟამია, როცა ბულბულის
სტვენა ტოტიდან შემოგესმება,
ეს ის ჟამია, როცა ჩურჩულით
საყვარლის ფიცი შენს გულს მოსწვდება;
როს ნაზი სიო წყაროს უმღერებს,
ობოლ ყურუსთვის ჰანგს ააჟღერებს;
მაშინ ეს ცვარი ყვავილს თან ახლავს,
ცაში ვარსკვლავი შეხვდება ვარსკვლავს;
ტალღას სილურჯე გაუღრმავდება;
ფოთოლს სიყვითლე დაუმძიმდება.
ცას გადაეკვრის მკრთალი სიბინდე
ნაზი სიბნელე, ბნელი სიწმინდე.
ეს ხდება მაშინ, როცა დღე კვდება,
მთავრის შუქის ქვეშ ბინდ-ბუნდი დნება..