Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
ზღაპარი
და-ძმა


და-ძმა

ნიკო და ლიზიკო სახლის უკან, კაკალქვეშ ისხდნენ, წენგოიან1 კაკალს ამტვრევდნენ და გემრიელად შეექცეოდნენ.
უბეები რომ დაიცარიელეს, ნიკომ ქვები მოაგროვა და კაკალს დაუშინა, ლიზიკო კი ასაკრეფად გაიქცა.
_ ვაიმე, დედა! _ უცებ ლიზიკომ თვალზე ხელი იტაცა.
_ ქვა ხომ არ მოგხვდა? _ შეშფოთდა ნიკო.
_ კაკალი დამეცა...
_ სუ, ნუ ტირი, მოგირჩება, _ მიეფერა ნიკო.
დედამ ლიზიკო ექიმთან წაიყვანა.

უკან სლუკუნით მისდევდა ნიკო. ექიმმა გოგონა დააიმედა, საშიში არაფერია, თვალი მალე მოგირჩებაო.
საღამოს და-ძმა ტახტზე ისევ ერთად თამაშობდა.
_ ლიზიკო! შენ რომ თვალი გაგფუჭებოდა, ჩემსას გაჩუქებდი, _ უთხრა თანაგრძნობით ნიკომ.
_ ეგ რამ გაფიქრებინა? როგორ გაგიმეტებდი? აბა, დამაკვირდი: მე თაფლისფერი თვალები მაქვს, შენ კი _ ცისფერი! _ მიეალერსა ლიზიკო.
_ მე მაინც გაჩუქებდი... _ წაილუღლუღა ნიკომ..