Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
ესე
ესკიზი
ინტერვიუ
ლექსი
ნოველ-ესსე
პოეზია
შენ გაიღვიძე მივიწყებულ დროის ჩქამივით...


შენ გაიღვიძე მივიწყებულ დროის ჩქამივით...

ფოთლების არა.

გადაშლილი ფურცლის შრიალი
და აღმოჩენა _ საღამოსთან ერთად მოვბერდი.
ქაღალდის სივრცე და ნაჩხაპნი მრავალშრიანი,
ჩამქრალი თვალი, მოდარაჯე ფანჯრის მოლბერტი.

გამოუცვლელი პეიზაჟი და კენწეროთა
რწევა, ვარსკვლავს რომ გამოადნობს
ღამის შლამიდან,
მე რა ვიცოდი, სიტყვებით თუ დაგეწეოდი,
ახლა რომელთა უარყოფა და წაშლა მინდა.

შენ გაიღვიძე მივიწყებულ დროის ჩქამივით,
შეავლე მზერა გამჭოლავი და დამთარსავი
ყველას, ვინც ახლა ფეხაკრეფით აქვე ჩამივლის
და არსაიდან მომავალი მიდის არსაით..