Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
ლექსი
ლიტონიობა


მთარგმნელი გოგია დალილა
ლიტონიობა

 

შენ ხარ პური და დანა,

ბროლის თასი და ღვინო...

 

-         ჯ. კრიკილონი

 

 

შენ ხარ პური და დანა,

ბროლის თასი და ღვინო.

შენ ხარ ცვარი დილის ბალახზე

და ალმოდებული ბორბალი - მზე.

შენ ხარ მეპურის თეთრი წინსაფარი

და ჭაობიდან ერთბაშად აფრენილი ჩიტები.

 

თუმცა არ ხარ ნიავი ბაღში,

დახლზე ქლიავი,

ანდა ბანქოს ქაღალდის სახლი.

ნამდვილად არ ხარ ჰაერში წიწვის სურნელი,

უბრალოდ, შანსი არაა იყო ჰაერი წიწვის სურნელით.

 

მგონი, შეიძლება იყო თევზი ხიდის ქვეშ,

ან სულაც მტრედი გენერლის თავზე,

მაგრამ წარმოუდგენელია, რომ

ღიღილოს მდელო იყო, ბინდში მობიბინე.

 

ერთი შეხედვით სარკე გეტყვის, რომ

არც სადღაც კუთხეში მიყრილი ბოტები ხარ

და არც ის ბოტები, თაროზე ტკბილად რომ სძინავთ.

 

როცა  სამყაროს მრავალსახეობაზე საუბრობ,

ალბათ უნდა იცოდე,

რომ მე ვარ სახლის სახურავზე წვიმის ხმაური

 

და შემთხვევით შეიძლება კომეტის კუდიც აღმოვჩნდე,

ვიწრო ქუჩაში ქარს აყოლილი საღამოს გაზეთიც,

და წაბლით სავსე კალათიც სამზარეულოს მაგიდაზე.

 

მთვარეც ვარ ხეებზე

და უსინათლო ქალბატონის ჩაის ფინჯანიც.

მაგრამ ნუ ღელავ, მე არ ვარ პური და დანა.

 

შენ ხარ ისევ პური  და დანა,

და ყოველთვის პური და დანა იქნები,

რომ არაფერი ვთქვათ, რომ ხარ ბროლი თასი და -  როგორღაც - ღვინო.

 


.